მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: იქნებ მე ვარ სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი?!
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: იქნებ მე ვარ სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი?!

ფა­ი­ფუ­რის სული

შო­ბის ღა­მეს, რო­დე­საც ზეცა უჩ­ვე­უ­ლოდ გა­ნათ­და, ვარ­სკვლა­ვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე სურ­ვი­ლი ჩა­ვი­ფიქ­რე და ჯვარს ვემ­თხვიე. ეს მაქ­სი­მუ­მი იყო, რაც რე­ლი­გი­უ­რად შევ­ძე­ლი. და­ნარ­ჩე­ნი მე­ო­რე ხა­რის­ხოვ­ნად მი­მაჩ­ნდა. ფან­ჯა­რას­თან სან­თლის ან­თე­ბაც და სად­მე ხალ­ხმრა­ვალ ტა­ძარ­ში მის­ვლაც. პი­რი­ქით, სა­ნა­ხა­ო­ბის­თვის მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნახ­ვა სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბას და­მი­კარ­გავ­და. ამი­ტომ უსას­რუ­ლო მო­ლო­დი­ნიც არ და­მი­წყია. სი­ხა­რულ­მა ამი­ტა­ცა და ალ­ბათ ეს იყო შო­ბის დად­გო­მაც. "ქრის­ტე იშვა ბეთ­ლემ­სა, სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენ­ზე­და"... ყვე­ლა­ზე იმე­დი­ა­ნი და ნა­თე­ლი დღეა. თით­ქოს სხე­უ­ლი მამ­ძი­მებს და ხელს მიშ­ლის, რომ ან­გე­ლოზ­თა გუნდს შე­ვუ­ერ­თდე, "დი­დე­ბა მა­ღალ­თა ში­ნას შე­ძა­ხი­ლით"... არ მაქვს ფრთე­ბი, მაგ­რამ დავფრი­ნავ. არ მეს­მის საღ­მრთო ლი­ტურ­გია, მაგ­რამ ვგრძნობ, არ წა­მი­კი­თხავს ზი­ა­რე­ბის ლოც­ვე­ბი, მაგ­რამ უკუნ სიბ­ნე­ლე­ში "ბრწყი­ნავ წყვდი­ადს" ვე­ზი­ა­რე. დედა ტა­ძარ­შია. დამ­ტუქ­სა, თა­ვის ტკი­ვი­ლი მო­ვი­მი­ზე­ზე და მა­ინც არ გავ­ყე­ვი. ვერ ვხვდე­ბი, იქ რაზე წა­ვი­და, ჩვი­ლი იესო ჩემს გულ­ში უკვე იშვა და სან­თლის შუ­ქი­ვით ნა­თელ თი­თებს სუ­ლის ფსკერ­ზე მი­ფა­თუ­რებს. უც­რემ­ლოდ ვტი­რი. მგო­ნი მეც მას­თან ერ­თად და­ვი­ბა­დე და ღვთის­მშო­ბელს მი­ვე­კედ­ლე. სა­ო­ცა­რია, ღმერ­თი ადა­მი­ა­ნად გა­და­იქ­ცა, გა­მოქ­ვა­ბუ­ლი გა­ნათ­და, ზამ­თრის ყვე­ლა­ზე ცივი ღამე, სო­ფელ­ში ბა­ბუ­ის მიერ აბ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ბუ­ხა­რი­ვით გათ­ბა და მოგ­ვე­ცა იმე­დი, "შინ" დაბ­რუ­ნე­ბი­სა. ოთახ­ში შუქი ჩა­ვაქ­რე, სარ­კმლი­დან გავ­ყუ­რებ­დი ნამ­გა­ლა მთვა­რეს და მწყემ­სე­ბი გა­მახ­სენ­და. პირ­ვე­ლი ხომ ისი­ნი მი­ვიდ­ნენ ბა­გა­ში, ძღვე­ნით. ნა­ხე­ვარ მთვა­რე­ზე მთე­ლი სამ­ყა­რო ქა­ნა­ობ­და, ანუ ჩემი ჩა­მუ­ქე­ბუ­ლი ოთა­ხი­დან დე­და­მი­წის მე­ო­რე მხა­რეს ვხე­დავ­დი, მორ­თუ­ლი ნაძ­ვის ხე­ე­ბით და ლოც­ვად აღ­ვლე­ნი­ლი ტაძ­რე­ბით. ჩემი პა­ტა­რა ტა­ძა­რი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ მაქვს, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მამ­შვი­დებს. ცა­მე­ტი წე­ლია ვა­შე­ნებ. ვინ იცის, რო­დის და­ვას­რუ­ლებ. ალ­ბათ მა­ნამ­დე ბევ­რჯერ იშ­ვე­ბა იესო. სა­ბო­ლო­ოდ კი მეც წა­მიყ­ვანს. თა­რო­ზე ორ წიგნს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. ესე­ნია-"იესო ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბა" და "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი". თუმ­ცა ორი­ვე ერთი და იგი­ვე მგო­ნია. ახლა არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ. მხო­ლოდ მი­ხა­რია, მიყ­ვარს, მე­ნატ­რე­ბა, მამ­შვი­დებს, ვი­ღი­მი... კარ­ზე აკა­კუ­ნე­ბენ. რა დრო გა­სუ­ლა, დედა დაბ­რუნ­და. "ქრის­ტე იშვა, შვი­ლო"... "ვიცი, დედა. აქ მყავს, გულ­ში"... თბი­ლად ჩა­მიკ­რა და რა­ღაც სი­ცი­ვე გა­და­მე­დო... "ეპის­ტო­ლე" მო­მა­წო­და და თვი­თონ და­სა­ძი­ნებ­ლად შე­ვი­და. მეც სა­კუ­თარ "ბა­გას" მი­ვა­შუ­რე, კარი მო­ვი­ხუ­რე და შუქი ავან­თე, მაგ­რამ ვიგ­რძე­ნი, რომ სხვა სი­ნათ­ლე ჩაქ­რა. "ბიბ­ლია გვას­წავ­ლის, რომ ოჯა­ხის უფა­ლი არის ღმერ­თი, რო­მელ­მაც ადა­მი­სა და ევას სა­ხით მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა შექ­მნა. ამ­დე­ნად, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მამა, ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ზე სრუ­ლი და აბ­სო­ლი­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, არის თვით შე­მოქ­მე­დი". რამ­დენ რა­მეს გვას­წავ­ლის ბიბ­ლია. ჩვენ ხში­რად ვერ, ან არ ვსწავ­ლობთ. ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ხა­რე­ბა­ში მო­თხრო­ბი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მიყ­ვარს. მი­ტე­ვე­ბას, ჩა­ხუ­ტე­ბას, სით­ბოს და თა­ნად­გო­მას რომ გუ­ლის­ხმობს. "ის, რომ მა­მა­კა­ცი თა­ვია ოჯა­ხი­სა, არ ნიშ­ნავს მის ბა­ტო­ნო­ბას, არა­მედ მის მსხვერ­პლშე­წი­რულ მსა­ხუ­რე­ბას, მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ცო­ლი­სა და შვი­ლე­ბი­სად­მი. იგია მათი დამ­ცვე­ლი, მომ­პო­ვე­ბე­ლი არ­სო­ბის პუ­რი­სა და ამას­თან, ღვთისმმ­სა­ხუ­რი თა­ვი­სი სახ­ლი­სა. მან უნდა გა­მო­ი­თხო­ვოს უფ­ლი­სა­გან წყა­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და მად­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სათ­ვის". ეს არ მეს­მის, რად­გან მე და დედა მარ­ტო ვცხოვ­რობთ. ამ თე­მა­ზე არც გვი­სა­უბ­რია. ალ­ბათ მა­გის დროც მოვა. ისე კი მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ არის მა­მა­ჩე­მი. და­ახ­ლო­ე­ბით ვხვდე­ბი. ის, ვინც ყვე­ლა­ზე მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლია, თუმ­ცა... "განა შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რი იყოს ის ოჯა­ხი, სა­დაც აბორ­ტი კეთ­დე­ბა და უსუ­სუ­რი პა­ტა­რა არ­სე­ბე­ბის უღვთოდ და­ჩე­ხი­ლი სხე­უ­ლე­ბის აჩ­რდი­ლე­ბი და­დი­ან? და რო­გო­რი სა­ში­ნე­ლე­ბაა იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი, რომ ყო­ველ წელს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ლი­ო­ნამ­დე აბორ­ტი კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამის შემ­ჩე­რე­ბე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ არის". გავ­ქვავ­დი. რა­ტომ არ­თმე­ვენ უფ­ლე­ბას, რომ და­ი­ბა­დოს?! მკვლე­ლო­ბა უამ­რა­ვია, მაგ­რამ და­ბა­დე­ბამ­დე ჩა­დე­ნი­ლი სიკ­ვდი­ლი?! ახ­ლად­შო­ბი­ლო იესო, სად ხარ, შე­მე­წიე... ცხვი­რი­დან სის­ხლი წამსკდა, შიგ­ნით რა­ღაც დარ­ტყმა ვიგ­რძე­ნი. მარ­წუ­ხე­ბის მო­ჭე­რის ხმაც ჩა­მეს­მის და სუნ­თქვაც ამიჩ­ქარ­და... "შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა? ეს პა­ტა­რა ხომ თა­ვი­დან­ვე გა­წი­რეს უსიყ­ვა­რუ­ლო­ბი­სათ­ვის, მი­უ­საფ­რო­ბი­სა და მარ­ტო­ო­ბი­სათ­ვის. იგი კე­თილ­დღე­ო­ბა­შიც რომ გა­ი­ზარ­დოს, მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დის ამ სიმ­ძი­მეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის და ეს, აუ­ცი­ლებ­ლად, იჩენს თავს ზრდას­რულ ასაკ­ში. პრობ­ლე­მა­ტურ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის ბავ­შვე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით და­ი­ბად­ნენ და მათი სი­ცო­ცხლე მრა­ვა­ლი ემ­ბრი­ო­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თარ­და". დრო გა­ჩერ­და. მთვა­რემ ნა­თე­ლი და­კარ­გა. პლა­ნე­ტა­ზე მარ­ტო ვარ. ბეთ­ლე­მის გა­მოქ­ვა­ბუ­ლი და­ცა­რი­ელ­და. პა­ტა­რა, მო­სიყ­ვა­რუ­ლე იესო გამ­კაცრ­და, ასაფ­რე­ნად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ტაძ­რე­ბი დამ­ძიმ­და. დედა ჩა­ი­კე­ტა, მამა ცა­მე­ტი წე­ლია სა­დღაც წა­ვი­და, მე­გო­ბარ­მა თვა­ლი ამა­რი­და, დამ­რი­გე­ბელ­მა ჩემი უმა­მო­ბა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა, სა­ზე­ი­მო სი­ხა­რუ­ლი ახ­ლად­შო­ბი­ლის სახ­ვე­ვი­ვით და­მი­მოკ­ლდა, სამ­ყა­რო სხვა­დას­ხვა ენა­ზე ალა­პა­რაკ­და, ოთა­ხი, სა­დაც რა­მო­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ღმერ­თი იშვა და­ლა­ქა­ვე­ბულ კოლ­ბას და­ემ­სგავ­სა. იქ­ნებ მე ვარ სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი?! იქ­ნებ არ მაქვს უფ­ლე­ბა არ­სე­ბო­ბის, ღი­მი­ლის, შო­ბის სი­ხა­რუ­ლის. იქ­ნებ ფი­ქა­ლის ვარ. იქ­ნებ სხვაა, სუ­ლად გა­ჩე­ნა... მარ­ტო სუ­ლად... მარ­ტო სხე­უ­ლად... ან ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად... მაშ მე ვინ ვარ?!. ადა­მი­ა­ნი?! არა­და­მი­ა­ნი?! თო­ჯი­ნა?! (ჩა)ნა­ხა­ტი?! (ჩა)ნა­ფიქ­რი?! ღმერ­თის მშო­ბე­ლო დე­დაო, შენ მა­ინც მი­თხა­რი, ვინ ვარ?!. ალ­ბათ არა­ვინ... ან იქ­ნებ, ნამ­სხვრე­ვე­ბად ქცე­უ­ლი, ფა­ი­ფუ­რის სული...

სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: იქნებ მე ვარ სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი?!

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: იქნებ მე ვარ სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი?!

ფაიფურის სული

შობის ღამეს, როდესაც ზეცა უჩვეულოდ განათდა, ვარსკვლავის გაუჩინარებამდე სურვილი ჩავიფიქრე და ჯვარს ვემთხვიე. ეს მაქსიმუმი იყო, რაც რელიგიურად შევძელი. დანარჩენი მეორე ხარისხოვნად მიმაჩნდა. ფანჯარასთან სანთლის ანთებაც და სადმე ხალხმრავალ ტაძარში მისვლაც. პირიქით, სანახაობისთვის მისული ადამიანების ნახვა საზეიმო განწყობას დამიკარგავდა. ამიტომ უსასრულო მოლოდინიც არ დამიწყია. სიხარულმა ამიტაცა და ალბათ ეს იყო შობის დადგომაც. "ქრისტე იშვა ბეთლემსა, სიყვარული ჩვენზედა"... ყველაზე იმედიანი და ნათელი დღეა. თითქოს სხეული მამძიმებს და ხელს მიშლის, რომ ანგელოზთა გუნდს შევუერთდე, "დიდება მაღალთა შინას შეძახილით''... არ მაქვს ფრთები, მაგრამ დავფრინავ. არ მესმის საღმრთო ლიტურგია, მაგრამ ვგრძნობ, არ წამიკითხავს ზიარების ლოცვები, მაგრამ უკუნ სიბნელეში "ბრწყინავ წყვდიადს'' ვეზიარე. დედა ტაძარშია. დამტუქსა, თავის ტკივილი მოვიმიზეზე და მაინც არ გავყევი. ვერ ვხვდები, იქ რაზე წავიდა, ჩვილი იესო ჩემს გულში უკვე იშვა და სანთლის შუქივით ნათელ თითებს სულის ფსკერზე მიფათურებს. უცრემლოდ ვტირი. მგონი მეც მასთან ერთად დავიბადე და ღვთისმშობელს მივეკედლე. საოცარია, ღმერთი ადამიანად გადაიქცა, გამოქვაბული განათდა, ზამთრის ყველაზე ცივი ღამე, სოფელში ბაბუის მიერ აბრიალებული ბუხარივით გათბა და მოგვეცა იმედი, "შინ'' დაბრუნებისა. ოთახში შუქი ჩავაქრე, სარკმლიდან გავყურებდი ნამგალა მთვარეს და მწყემსები გამახსენდა. პირველი ხომ ისინი მივიდნენ ბაგაში, ძღვენით. ნახევარ მთვარეზე მთელი სამყარო ქანაობდა, ანუ ჩემი ჩამუქებული ოთახიდან დედამიწის მეორე მხარეს ვხედავდი, მორთული ნაძვის ხეებით და ლოცვად აღვლენილი ტაძრებით. ჩემი პატარა ტაძარი ჯერ დასრულებული არ მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან მამშვიდებს. ცამეტი წელია ვაშენებ. ვინ იცის, როდის დავასრულებ. ალბათ მანამდე ბევრჯერ იშვება იესო. საბოლოოდ კი მეც წამიყვანს. თაროზე ორ წიგნს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ესენია-"იესო ქრისტეს ცხოვრება'' და "პატარა უფლისწული''. თუმცა ორივე ერთი და იგივე მგონია. ახლა არაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ მიხარია, მიყვარს, მენატრება, მამშვიდებს, ვიღიმი... კარზე აკაკუნებენ. რა დრო გასულა, დედა დაბრუნდა. "ქრისტე იშვა, შვილო''... "ვიცი, დედა. აქ მყავს, გულში''... თბილად ჩამიკრა და რაღაც სიცივე გადამედო... "ეპისტოლე'' მომაწოდა და თვითონ დასაძინებლად შევიდა. მეც საკუთარ "ბაგას'' მივაშურე, კარი მოვიხურე და შუქი ავანთე, მაგრამ ვიგრძენი, რომ სხვა სინათლე ჩაქრა. "ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლიტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი". რამდენ რამეს გვასწავლის ბიბლია. ჩვენ ხშირად ვერ, ან არ ვსწავლობთ. ყველაზე მეტად სახარებაში მოთხრობილი სიყვარული მიყვარს. მიტევებას, ჩახუტებას, სითბოს და თანადგომას რომ გულისხმობს. "ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის". ეს არ მესმის, რადგან მე და დედა მარტო ვცხოვრობთ. ამ თემაზე არც გვისაუბრია. ალბათ მაგის დროც მოვა. ისე კი მაინტერესებს, ვინ არის მამაჩემი. დაახლოებით ვხვდები. ის, ვინც ყველაზე მოსიყვარულე და მზრუნველია, თუმცა... "განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის". გავქვავდი. რატომ ართმევენ უფლებას, რომ დაიბადოს?! მკვლელობა უამრავია, მაგრამ დაბადებამდე ჩადენილი სიკვდილი?! ახლადშობილო იესო, სად ხარ, შემეწიე... ცხვირიდან სისხლი წამსკდა, შიგნით რაღაც დარტყმა ვიგრძენი. მარწუხების მოჭერის ხმაც ჩამესმის და სუნთქვაც ამიჩქარდა... "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა". დრო გაჩერდა. მთვარემ ნათელი დაკარგა. პლანეტაზე მარტო ვარ. ბეთლემის გამოქვაბული დაცარიელდა. პატარა, მოსიყვარულე იესო გამკაცრდა, ასაფრენად გამზადებული ტაძრები დამძიმდა. დედა ჩაიკეტა, მამა ცამეტი წელია სადღაც წავიდა, მეგობარმა თვალი ამარიდა, დამრიგებელმა ჩემი უმამობა ეჭვქვეშ დააყენა, საზეიმო სიხარული ახლადშობილის სახვევივით დამიმოკლდა, სამყარო სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა, ოთახი, სადაც რამოდენიმე საათის წინ ღმერთი იშვა დალაქავებულ კოლბას დაემსგავსა. იქნებ მე ვარ სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი?! იქნებ არ მაქვს უფლება არსებობის, ღიმილის, შობის სიხარულის. იქნებ ფიქალის ვარ. იქნებ სხვაა, სულად გაჩენა... მარტო სულად... მარტო სხეულად... ან ორივე ერთდროულად... მაშ მე ვინ ვარ?!. ადამიანი?! არადამიანი?! თოჯინა?! (ჩა)ნახატი?! (ჩა)ნაფიქრი?! ღმერთის მშობელო დედაო, შენ მაინც მითხარი, ვინ ვარ?!. ალბათ არავინ... ან იქნებ, ნამსხვრევებად ქცეული, ფაიფურის სული...

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს