პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის მედიკამენტების შეძენა 60%-ით დაბალ ფასში იქნება შესაძლებელი
C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის მედიკამენტების შეძენა 60%-ით დაბალ ფასში იქნება შესაძლებელი

C ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა 60%-ით და­ბალ ფას­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა კი C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს პა­ტიმ­რებს უფა­სოდ მი­აწ­ვდის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია დღეს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო, მისი მო­ად­გი­ლე მა­რი­ამ ჯაში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი, მისი მო­ად­გი­ლე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე და სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რო­გორც მი­ნის­ტრებ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ის და­წყე­ბის წინ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნეს, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვით C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფასი რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი, მსოფ­ლი­ო­ში კი ეგ­ვიპ­ტის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია.

მი­ნის­ტრე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2014-2015 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა პა­ტიმ­რე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყო­ფი 1 000 პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის C ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა. კერ­ძოდ, პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან 1000 პა­ტიმ­რი­სათ­ვის C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტი უფა­სო იქ­ნე­ბა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 1000 პა­ტიმ­რის­თვის პე­გი­ლი­რე­ბულ ინ­ტერ­ფე­რონს 158.67 ლა­რად შე­ი­ძენს, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბულ ფას­ზე 60%-ით ნაკ­ლე­ბია. იგი­ვე შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფასი გავ­რცელ­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის 10 000 პა­ცი­ენტზე, რო­მელ­თაც 1-ლი ივ­ლი­სი­დან სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი 92.88 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტით ლარ­ში შე­ი­ძი­ნონ.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, პა­ცი­ენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცია პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მე­დი­კა­მენ­ტის და­ბალ ფას­ში შე­სა­ძე­ნად და­წე­სე­ბუ­ლია კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რათა რე­გი­ო­ნის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი მარ­ტი­ვად გა­და­ყიდ­ვა არ მოხ­დეს. კერ­ძოდ, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა და­ბალ ფა­სად შე­ეძ­ლე­ბათ მხო­ლოდ მათ, ვინც არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, დრო­ე­ბით მცხოვ­რე­ბი, ვი­საც აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­ა­ნო­ზი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, სო­ზარ სუ­ბა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, გარ­და იმი­სა, რომ ჩ ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტი 1 000 პა­ტი­მარს უფა­სოდ მი­ე­წო­დე­ბა, ასე­ვე მოხ­დე­ბა 5 000 პა­ტიმ­რის აცრა B ჰე­პა­ტიტ­ზე, 12 000 პა­ტი­მარს კი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, C ჰე­პა­ტი­ტის 48 კვი­რი­ა­ნი კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს 13 000 დო­ლა­რი უჯ­დე­ბო­დათ მა­შინ, რო­დე­საც ახლა მკურ­ნა­ლო­ბა 4 000 დო­ლარ­ზე ოდ­ნავ მეტი და­უჯ­დე­ბათ.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შპს "ჯი-ემ-პი"-სთან გა­ა­ფორ­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს "რო­შეს" პრო­დუქ­ცი­ას მო­აწ­ვდის.

პირ­ველ ეტაპ­ზე პირ­ვე­ლი ივ­ლი­სის­თვის შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა პე­გი­ლი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ფე­რო­ნის 6 000 ერ­თე­უ­ლი. პა­ცი­ენ­ტებს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბათ თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში მოქ­მე­დი აფ­თი­ა­ქე­ბი­დან.

ინ­ფორ­მა­ცია ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რე­გის­ტრა­ცი­ი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის, მე­დი­კა­მენ­ტის ფა­სის, შეს­ყიდ­ვის ვა­დე­ბი­სა და ად­გი­ლის შე­სა­ხებ ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე WWW.MOH.GOV.GE. ასე­ვე ცხელ ხაზ­ზე 15-05.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის მედიკამენტების შეძენა 60%-ით დაბალ ფასში იქნება შესაძლებელი

C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის მედიკამენტების შეძენა 60%-ით დაბალ ფასში იქნება შესაძლებელი

C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-ით დაბალ ფასში იქნება შესაძლებელი, სასჯელაღსრულების სისტემა კი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს პატიმრებს უფასოდ მიაწვდის.

აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მისი მოადგილე მარიამ ჯაში, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, მისი მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე ესწრებოდნენ.

როგორც მინისტრებმა პრეზენტაციის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, სახელმწიფო შესყიდვით C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტზე დაფიქსირებული ფასი რეგიონში ყველაზე დაბალი, მსოფლიოში კი ეგვიპტის შემდეგ ყველაზე დაბალია.

მინისტრების ინფორმაციით, 2014-2015 წლებში სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება პატიმრებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი 1 000 პაციენტისათვის C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა. კერძოდ, პირველი მარტიდან 1000 პატიმრისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უფასო იქნება.

ჯანდაცვის სამინისტრო 1000 პატიმრისთვის პეგილირებულ ინტერფერონს 158.67 ლარად შეიძენს, რაც დღეს საქართველოს ბაზარზე აღნიშნული მედიკამენტის დაფიქსირებულ ფასზე 60%-ით ნაკლებია. იგივე შეღავათიანი ფასი გავრცელდება სამოქალაქო სექტორის 10 000 პაციენტზე, რომელთაც 1-ლი ივლისიდან საშუალება ექნებათ აღნიშნული მედიკამენტი 92.88 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეიძინონ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, პაციენტების რეგისტრაცია პირველი თებერვლიდან დაიწყება. მისივე თქმით, მედიკამენტის დაბალ ფასში შესაძენად დაწესებულია კრიტერიუმები, რათა რეგიონისთვის მიმზიდველი ფასიდან გამომდინარე, მისი მარტივად გადაყიდვა არ მოხდეს. კერძოდ, მედიკამენტების შეძენა დაბალ ფასად შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც არის საქართველოს მოქალაქე, დროებით მცხოვრები, ვისაც აქვს დადასტურებული დიანოზი და დადასტურებული დანიშნულება.

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით კი, გარდა იმისა, რომ ჩ ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი 1 000 პატიმარს უფასოდ მიეწოდება, ასევე მოხდება 5 000 პატიმრის აცრა B ჰეპატიტზე, 12 000 პატიმარს კი გამოკვლევა ჩაუტარდება. მისივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის 48 კვირიანი კურსის ჩატარება მოქალაქეებს 13 000 დოლარი უჯდებოდათ მაშინ, როდესაც ახლა მკურნალობა 4 000 დოლარზე ოდნავ მეტი დაუჯდებათ.

მედიკამენტების მიწოდებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება შპს "ჯი-ემ-პი"-სთან გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს "როშეს" პროდუქციას მოაწვდის.

პირველ ეტაპზე პირველი ივლისისთვის შეღავათიან ფასად უზრუნველყოფილი იქნება პეგილირებული ინტერფერონის 6 000 ერთეული. პაციენტებს მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი აფთიაქებიდან.

ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის, მედიკამენტის ფასის, შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე WWW.MOH.GOV.GE. ასევე ცხელ ხაზზე 15-05.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია