მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაუქმებული პირადი გვერდი აღადგინა.
"დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი ჩემს გარშემო თუ რატომ წავშალე facebook-ი! )) ძალიან ბევრი ვერსია მოვისმინე. მეგობრებო, არავის გამო არ წამიშლია, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანი დამესვენა, მაგრამ არ გამომივიდა სამწუხაროდ:)", - წერს ნინი.
მომღერალმა გუშინ "ფეისბუქის" პირადი გვერდი გააუქმა. ამის მიზეზი სავარაუდოდ მისი ერთ-ერთი ბოლო სტატუსი გახდა, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი განხილვისა და კრიტიკის საგანი გახდა:
"ნუ სტრანნობთ და ნუ სვეცკობთ რა რელიგიურ თემებზე! გასაგებია, რო რაღაცები არ მოგწონთ მაგრამ, ძაან გაუტიეთ და დაწყნარდით!)...
წადით რა წიგნები იკითხეთ და მდაბიო იუმორი ჩაიხშეთ! მოდაში შემოვიდა ათეიზმი თუ რა ხდება, ვერ გავიგე და ეკლესიის მიმართ ცინიზმი! შეიძლება რაღაცებს ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ ვითომ ცოტა გაოცებულები რო არიან და ეკლესიის მიმართ ასეთი არასწორი და უპატივცემულო დამოკიდებულება მაგიჟებს!", - წერდა ნინი.