ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოპერატორი თემურ დიდბერაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება.
"ეკლესიამ თავის ეპისტოლეში დაგმო:
მამა ღმერთი, ღვთის მშობელი და ქრისტე.
ეწინააღმდეგებოდე არა ტრადიციული მეთოდით ბავშვის გაჩენას.
იგივეა რაც ეწინააღმდეგებოდე ფორმას ქრისტეს მოვლენისა.
ქრისტე მამა ღმერთმა არა ტრადიციული მეთოდით მოავლინა ქვეყანას", - წერს დიდბერაშვილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი ნაწილი კი, გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი.
იხილეთ ასევე: ნოე სულაბერიძე - "პატრიარქზე ასეთი შეტევა არ მოსულა"