გორში, კომბინატის დასახლებაში, 7 იანვრიდან მიუსაფართა თავშესაფარი სამი თვით გაიშალა. კარვების ქალაქს, სამი ბინადარი გახსნის დღიდან ჰყავს. მათ გათბობასა და კვებით უზრუნველყოფაზე ადგილობრივი მთავრობა ზრუნავს.
კარვებში მობინადრეები შექმნილ პირობებს არ უჩივიან, ისინი უკმაყოფილებას სულ სხვა მიზეზით გამოხატავენ.
"ღამე სასმელი მოაქვთ, სვამენ და მერე ჩხუბი მოსდით ერთმანეთში, წინა ღამესაც აყალმაყალი ჰქონდათ. დიდხანს არ გაჩერდნენ და ვერც დავიძინე", - ამბობს გორის კარვების თავშესაფარში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე. მისთვის უცნობია, თუ ვის მოაქვს სასმელი ღამით.
წყარო: qartli.ge