ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე "ფესიბუქის" პირად გვერდზე წერს.
"რადგან ბიუჯეტი დამტკიცდა, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკა გახდა იმ იშვიათ ორგანიზაციათაგანი, სადაც ხელფასი გაიზარდა და გაუთანაბრდა პარლამენტის აპარატის მუშაკთა სარგოებს. ახლა მისახედია რაიონის ბიბლიოთეკართა კატასტროფული ხელფასები და ამისთვის ვიბრძოლებ.
p.s. რაც შეეხება ჩემს მომატებულ სარგოს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადავრიცხავ, დარწმუნებული ვარ - შემდეგი დირექტორიც იგივეს გააკეთებს", - წერს კეკელიძე.