Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი: ციხის მაყურებელთა გავლენა ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა
სოზარ სუბარი: ციხის მაყურებელთა გავლენა ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა

სო­ზარ სუ­ბა­რი 14 თვეა, რაც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრია. რო­გორც თა­ვად მი­იჩ­ნევს, ამ ხნის მან­ძილ­ზე ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა მო­ას­წრო და ბევ­რსაც გეგ­მავს. მისი გან­ცხა­დე­ბით, 24 500 პა­ტიმ­რი­დან, მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, 10 ათა­სამ­დე ჩა­მო­ვი­და. მი­ნის­ტრი ამ დრო­ი­სათ­ვის კვლავ მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად ცი­ხე­ე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ზო­გან ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად რე­მონტდე­ბა, ზო­გან კი შენ­დე­ბა. ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ, "ჭორს" უწო­დებს.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სო­ზარ სუ­ბა­რის TSpress-თან მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდს?

- როცა ეს სფე­რო ჩა­ვი­ბა­რე, არა­ფე­რი არ­სე­ბობ­და და კო­რუფ­ცია იყო გამ­ჯდა­რი ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლის დო­ნე­ზე. იყო და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მოშ­ლი­ლი და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ჯან­დაც­ვა ნულ­ზე დაბ­ლა, წლე­ბის მან­ძილ­ზე, უმ­კურ­ნა­ლე­ბე­ლი, ნა­წა­მე­ბი და სტრეს­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი... ამ ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად იჩი­ნა თავი, ამი­ტომ ეს ერთი წელი მო­ვან­დო­მეთ ამ დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის ოდ­ნავ მა­ინც გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას. ჩემი ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი აქა­უ­რო­ბას ბრძო­ლის შემ­დგომ სი­ტუ­ა­ცი­ას ადა­რებ­და: გვე­გო­ნა მო­ვე­დით რე­ფორ­მე­ბის სა­კე­თებ­ლად და აღ­მოვ­ჩნდით ბრძო­ლის ველ­ზე, რო­მე­ლიც სავ­სეა დაჭ­რი­ლე­ბით და და­ხო­ცი­ლე­ბით და ეს დრო მათი გაყ­ვა­ნას დას­ჭირ­დაო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მა გა­ვა­ტა­რეთ. ამ­ნის­ტი­ის და პი­რო­ბით ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ის ამოქ­მე­დე­ბის გამო, პა­ტი­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 60%-ით შემ­ცირ­და, რა­მაც ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის კუ­თხით. ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით 1500 კაც­ზე გან­სა­ზღვრულ ცი­ხე­ში, 4 ათა­სამ­დე პა­ტი­მა­რი იყო, ჩად­გმუ­ლი ქონ­დათ 3-4 სარ­თუ­ლი­ა­ნი იმ­დე­ნი სა­წო­ლი, რამ­დე­ნიც და­ე­ტია. ამ პრობ­ლე­მის ნა­წი­ლი ამ­ნის­ტი­ამ მოგ­ვიგ­ვა­რა, გან­თა­ვი­სუფ­ლდა 8 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, პი­რო­ბით ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ამ - 2,5 ათა­სი. ჩვე­ნამ­დე შექ­მნილ­მა ამ კო­მი­სი­ამ კი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ 800-მდე პა­ტი­მა­რი გა­ან­თა­ვი­სუფ­ლა.

- გა­სულ წელს რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე იყო: კორ­ტა­ვას, ძვე­ლა­ი­ას, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრომ ექი­მე­ბის შეც­დო­მით ახ­სნა... ზო­გი­ერ­თე­ბი ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­სა თუ მა­ყუ­რებ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რო­ბენ. ომ­ბუდსმენ­საც აქვს გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მსგავს სა­კი­თხებ­ზე.

- პირ­და­პირ ვი­ტყვი - არც ერთი წა­მე­ბა არ ყო­ფი­ლა! ბოლო ფაქ­ტი­დან და­ვი­წყებ. მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 300 ათა­სი ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა ექი­მის შეც­დო­მის გამო. ამას ვე­რა­ვინ გა­მო­რი­ცხავს. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ქი­რურ­გმა დას­ვა დი­აგ­ნო­ზი, რომ არ­სე­ბობ­და მწვა­ვე მუ­ცე­ლი და სა­ჭი­რო­ებ­და შემ­დგომ გა­მოკ­ვლე­ვას, მერე მისი სა­მუ­შაო სა­ა­თი დას­რულ­და და ვინც მო­ვი­და, იმან ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია ან ვერ მიხ­ვდა რა სჭირ­და. ამ საქ­მე­ში, ოთხი ადა­მი­ა­ნის დის­ციპ­ლი­ნუ­რი თუ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ნიშ­ნე­ბი იკ­ვე­თე­ბა და ისი­ნი ძა­ლი­ან მკაც­რად აგე­ბენ პა­სუხს. ამით ვა­ღი­ა­რებ, რომ არის ხარ­ვე­ზი, მაგ­რამ ეს არაა პო­ლი­ტი­კა, რაც ადრე იყო, არა­მედ შეც­დო­მა, რაც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­შიც შე­საძ­ლოა მოხ­დეს. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა - მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის მკაც­რად დას­ჯაა. კორ­ტა­ვას შემ­თხვე­ვა­ში, ის ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი თუ მა­ყუ­რებ­ლე­ბი, ჩვენ არ მიგ­ვიყ­ვა­ნია, ისი­ნი ჩვენს დროს და­ჭე­რი­ლე­ბი არ არი­ან. სამ­წუ­ხა­როა, რომ ინ­ცი­დენ­ტის აცი­ლე­ბა ვერ მოხ­და. მაგ­რამ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა ყვე­ლა, ვინც რა­ღაც ფორ­მით მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამა­ში. თა­ვი­დან ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ჩვე­ნი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა იყო, რის­თვი­საც დო­კუ­მე­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გამო, ისი­ნიც და­ი­სა­ჯნენ. არას­რულ­წლო­ვან ძვე­ლა­ი­ას შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სპერ­ტი­ზამ ცალ­სა­ხად გა­მო­ავ­ლი­ნა სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ თუკი ოჯახს ისევ ეეჭ­ვე­ბა რა­ი­მე, თა­ნახ­მა ვარ, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­იგ­ზავ­ნოს ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

- გა­მო­დის მა­ყუ­რებ­ლე­ბი ისევ არი­ან? ამ­ბო­ბენ, რომ დღე­საც მა­თით იმარ­თე­ბა ცი­ხე­ე­ბი.

- მა­ყუ­რებ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ცი­ხე­ში არი­ან. ჩვენ არ გვით­ქვამს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მსგავ­სად და თვა­ლებ­ში ნა­ცა­რი არ გვიყ­რია, რომ ისი­ნი არ არი­ან. ვამ­ბობთ: არი­ან, მაგ­რამ ვებ­რძვით! თუმ­ცა, მათი გავ­ლე­ნა ასე­თი სუს­ტი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ჩვენ რომ ძვე­ლი სის­ტე­მით ვმარ­თავ­დეთ, ამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი კა­ნო­ნის რო­მე­ლი­ღაც მუხ­ლის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით, შიმ­ში­ლო­ბას ვერ გა­მო­ა­ცხა­დებ­და. ვე­ტყო­დით, რომ გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ და ეგ­რეც იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ მათი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და გავ­ლე­ნე­ბი იფუ­შე­ბა იმი­ტომ, რომ მათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კავ­ში­რი არ აქვთ, რო­გორც ეს იყო უწინ. უფრო მე­ტიც, ავ­ტო­რი­ტე­ტებს ჩვენ ავუკ­რძა­ლეთ ასე­ვე ე.წ "აბსლუ­გის"(მომ­სა­ხუ­რე პა­ტიმ­რე­ბი) თან­ხის მი­ღე­ბაც და ეს მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა. ამ ფუ­ლის ნა­ხე­ვა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი იყო. ე.წ. "აბსლუ­გის" ბრი­გა­დი­რებს, ზოგ­ჯერ 8-10 ათა­სი ლარი ქონ­დათ თვე­ში შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც უგ­როვ­დე­ბო­დათ პა­ტიმ­რე­ბის მიერ და­ლა­გე­ბა­ში, საჭ­მლის და­რი­გე­ბა­ში, მა­ღა­ზი­ა­ში გაგ­ზავ­ნა­სა და ა.შ. გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბით. დღეს ეს ე.წ. "აბსლუ­გა" ხელ­ფასს იღებს, რის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­ყო 1,5 მი­ლი­ო­ნი ლარი, რომ­ლის გა­ღე­ბაც ღირს, ამ მან­კი­ერ სის­ტე­მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. პარ­ლა­მენ­ტარ­მა უმ­ცი­რე­სო­ბი­დან, აკო მი­ნაშ­ვილ­მა ერთხელ და­ა­სა­ხე­ლა ე.წ. მა­ყუ­რებ­ლე­ბის გვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს ცი­ხე­ებს მარ­თა­ვენ. ჩვენ გა­და­ვა­მოწ­მეთ ეს გვა­რე­ბი, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ამ გან­ცხა­დე­ბის მერე პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა, ხოლო რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი უკვე დას­ჯი­ლი და ცალ­კე გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო.

იხი­ლეთ ვრცლად

tspress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სოზარ სუბარი: ციხის მაყურებელთა გავლენა ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა

სოზარ სუბარი: ციხის მაყურებელთა გავლენა ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა

სოზარ სუბარი 14 თვეა, რაც სასჯელაღსრულების მინისტრია. როგორც თავად მიიჩნევს, ამ ხნის მანძილზე ბევრი რამის გაკეთება მოასწრო და ბევრსაც გეგმავს. მისი განცხადებით, 24 500 პატიმრიდან, მისი მინისტრობის პერიოდში, 10 ათასამდე ჩამოვიდა. მინისტრი ამ დროისათვის კვლავ მოუგვარებელ პრობლემად ციხეების ინფრასტრუქტურას ასახელებს, თუმცა, მისივე თქმით, ზოგან ევროპული სტანდარტის შესაბამისად რემონტდება, ზოგან კი შენდება. ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, "ჭორს" უწოდებს.

გთავაზობთ ამონარიდს სოზარ სუბარის TSpress-თან მიცემული ინტერვიუდან:

- როგორ შეაფასებთ მინისტრობის პერიოდს?

- როცა ეს სფერო ჩავიბარე, არაფერი არსებობდა და კორუფცია იყო გამჯდარი ნებისმიერი თანამშრომლის დონეზე. იყო დაბალი ხელფასები, აბსოლუტურად მოშლილი და კატასტროფული ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა ნულზე დაბლა, წლების მანძილზე, უმკურნალებელი, ნაწამები და სტრესში მყოფი ადამიანები... ამ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი, ამიტომ ეს ერთი წელი მოვანდომეთ ამ დაგროვილი პრობლემების ოდნავ მაინც განეიტრალებას. ჩემი ერთი თანამშრომელი აქაურობას ბრძოლის შემდგომ სიტუაციას ადარებდა: გვეგონა მოვედით რეფორმების საკეთებლად და აღმოვჩნდით ბრძოლის ველზე, რომელიც სავსეა დაჭრილებით და დახოცილებით და ეს დრო მათი გაყვანას დასჭირდაო. მიუხედავად ამისა, მაინც სერიოზული რეფორმა გავატარეთ. ამნისტიის და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიის ამოქმედების გამო, პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 60%-ით შემცირდა, რამაც ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა ინფრასტრუქტურის კუთხით. ევროპული სტანდარტით 1500 კაცზე განსაზღვრულ ციხეში, 4 ათასამდე პატიმარი იყო, ჩადგმული ქონდათ 3-4 სართულიანი იმდენი საწოლი, რამდენიც დაეტია. ამ პრობლემის ნაწილი ამნისტიამ მოგვიგვარა, განთავისუფლდა 8 ათასი ადამიანი, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ - 2,5 ათასი. ჩვენამდე შექმნილმა ამ კომისიამ კი 3 წლის განმავლობაში, მხოლოდ 800-მდე პატიმარი გაანთავისუფლა.

- გასულ წელს რამდენიმე გახმაურებული საქმე იყო: კორტავას, ძველაიას, ასევე რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი პატიმრის, რომელიც სამინისტრომ ექიმების შეცდომით ახსნა... ზოგიერთები ციხეებში წამების შემთხვევებისა თუ მაყურებლების შესახებაც საუბრობენ. ომბუდსმენსაც აქვს გარკვეული რეკომენდაციები მსგავს საკითხებზე.

- პირდაპირ ვიტყვი - არც ერთი წამება არ ყოფილა! ბოლო ფაქტიდან დავიწყებ. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი კვდება ექიმის შეცდომის გამო. ამას ვერავინ გამორიცხავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქირურგმა დასვა დიაგნოზი, რომ არსებობდა მწვავე მუცელი და საჭიროებდა შემდგომ გამოკვლევას, მერე მისი სამუშაო საათი დასრულდა და ვინც მოვიდა, იმან ყურადღება არ მიაქცია ან ვერ მიხვდა რა სჭირდა. ამ საქმეში, ოთხი ადამიანის დისციპლინური თუ სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება და ისინი ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს. ამით ვაღიარებ, რომ არის ხარვეზი, მაგრამ ეს არაა პოლიტიკა, რაც ადრე იყო, არამედ შეცდომა, რაც სამოქალაქო საავადმყოფოებშიც შესაძლოა მოხდეს. ჩვენი პოლიტიკა - მსგავსი დანაშაულის მკაცრად დასჯაა. კორტავას შემთხვევაში, ის ავტორიტეტები თუ მაყურებლები, ჩვენ არ მიგვიყვანია, ისინი ჩვენს დროს დაჭერილები არ არიან. სამწუხაროა, რომ ინციდენტის აცილება ვერ მოხდა. მაგრამ კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიეცა ყველა, ვინც რაღაც ფორმით მონაწილეობდა ამაში. თავიდან ციხის ადმინისტრაციიდან ჩვენი შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო, რისთვისაც დოკუმეტების გაყალბების გამო, ისინიც დაისაჯნენ. არასრულწლოვან ძველაიას შემთხვევაში, ექსპერტიზამ ცალსახად გამოავლინა სუიციდის შემთხვევა, მაგრამ თუკი ოჯახს ისევ ეეჭვება რაიმე, თანახმა ვარ, მსოფლიოს ნებისმიერი ექსპერტიზაზე გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება.

- გამოდის მაყურებლები ისევ არიან? ამბობენ, რომ დღესაც მათით იმართება ციხეები.

- მაყურებლები მსოფლიოს ყველა ციხეში არიან. ჩვენ არ გვითქვამს ნაციონალების მსგავსად და თვალებში ნაცარი არ გვიყრია, რომ ისინი არ არიან. ვამბობთ: არიან, მაგრამ ვებრძვით! თუმცა, მათი გავლენა ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა. ჩვენ რომ ძველი სისტემით ვმართავდეთ, ამდენი პატიმარი კანონის რომელიღაც მუხლის გაუქმების მოთხოვნით, შიმშილობას ვერ გამოაცხადებდა. ვეტყოდით, რომ გაეუქმებინათ და ეგრეც იქნებოდა. მაგრამ მათი ძალაუფლება და გავლენები იფუშება იმიტომ, რომ მათ ადმინისტრაციასთან კავშირი არ აქვთ, როგორც ეს იყო უწინ. უფრო მეტიც, ავტორიტეტებს ჩვენ ავუკრძალეთ ასევე ე.წ "აბსლუგის"(მომსახურე პატიმრები) თანხის მიღებაც და ეს მკაცრად კონტროლდება. ამ ფულის ნახევარი ავტორიტეტების შემოსავალი იყო. ე.წ. "აბსლუგის" ბრიგადირებს, ზოგჯერ 8-10 ათასი ლარი ქონდათ თვეში შემოსავალი, რომელიც უგროვდებოდათ პატიმრების მიერ დალაგებაში, საჭმლის დარიგებაში, მაღაზიაში გაგზავნასა და ა.შ. გადახდილი თანხებით. დღეს ეს ე.წ. "აბსლუგა" ხელფასს იღებს, რისთვისაც სახელმწიფომ გამოყო 1,5 მილიონი ლარი, რომლის გაღებაც ღირს, ამ მანკიერ სისტემასთან საბრძოლველად. პარლამენტარმა უმცირესობიდან, აკო მინაშვილმა ერთხელ დაასახელა ე.წ. მაყურებლების გვარები, რომლებიც თითქოს ციხეებს მართავენ. ჩვენ გადავამოწმეთ ეს გვარები, ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ არსებობდა, ერთ-ერთი მათგანი ამ განცხადების მერე პრეზიდენტმა შეიწყალა, ხოლო რამდენიმე მათგანი უკვე დასჯილი და ცალკე გადაყვანილი იყო.

იხილეთ ვრცლად

tspress.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა