საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - 2013 წელს დანაშაულმა ქვეყნის მასშტაბით 25,7%-ით იკლო
შსს - 2013 წელს დანაშაულმა ქვეყნის მასშტაბით 25,7%-ით იკლო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­სუ­ლი 2013 სრუ­ლი კა­ლენ­და­რუ­ლი წლის და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კას აქ­ვეყ­ნებს. მო­ნა­ცე­მე­ბი კრი­მი­ნო­გე­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბას რო­გორც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით , ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ასა­ხავს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წელს, გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის 10036 ერ­თე­უ­ლით კლე­ბა და­ფიქ­სირ­და, რაც 25,7%-ს შე­ად­გენს, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა კი 40,9%-ით მო­ი­მა­ტა და 59,9%-ს შე­ად­გენს.

შსს ასე­ვე აქ­ვეყ­ნებს დე­კემ­ბრის თვის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით. 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­ნა­შა­ულ­მა 1470 ერ­თე­უ­ლით იკლო, რაც 36,9%-ია, ხოლო გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 27,4%-ით მო­ი­მა­ტა და 50,2%-ს შე­ად­გენს.

2013 წელს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28970 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, სა­ი­და­ნაც გახ­სნი­ლია 17 339 და გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 59,9% შე­ად­გი­ნა. გა­სულ წელს თბი­ლის­ში 14 033 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, სა­ი­და­ნაც გახ­სნი­ლია 6494. გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა დე­და­ქა­ლაქ­ში 46,3 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით თბი­ლის­ში და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ 2512-ით (15,2%) იკლო, გახ­სნი­ლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 27%-ით იკლო.

იმე­რეთ­ში, რაჭა-ლე­ჩხუმ­ში და ქვე­მო სვა­ნეთ­ში 2013 წელს 2811 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. გახ­სნი­ლია 2288 (81,4%) და­ნა­შა­უ­ლი. 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით სა­მი­ვე რე­გი­ონ­ში ერ­თად და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ 2804-ით (49,9%) იკლო, ხოლო გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 63,5%-ით იმა­ტა.

ქვე­მო ქარ­თლში გა­სულ წლის და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ მთლი­ა­ნო­ბა­ში 1983 შე­ად­გი­ნა, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა კი 61% შე­ად­გი­ნა. 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით ქვე­მო ქარ­თლში და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ 57,1-ით იკლო, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა კი 50%-ით მო­ი­მა­ტა.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში 2013 წელს 1521 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, სა­ი­და­ნაც გახ­სნი­ლია 1102 (72,5%). 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ 1248-ით (45,1%) იკლო, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა კი 51,9-ით იმა­ტა.

აჭა­რა­ში გა­სულ წელს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ 2947 შე­ად­გი­ნა, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 66,5%-ია. აჭა­რა­ში და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით 15,4%-ით იკლო, ხოლო გახ­სნის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­მა 55,5%-ით იმა­ტა.

შიდა ქარ­თლში 2013 წელს 1395 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. აქე­დან გახ­სნი­ლია 997. შიდა ქარ­თლში 2013 წელს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით 11,9%-ით იკლო, ხოლო გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 45,6 იმა­ტა.

კა­ხეთ­ში გა­სულ წელს 2012 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, სა­ი­და­ნაც 1704 გა­იხ­სნა. 2012 წელს აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში 2161 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 2013 წელს და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ კა­ხეთ­ში 6,5%-ით იკლო, ხოლო გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 52,6%-ით იმა­ტა.

მცხეთ-მთი­ა­ნეთ­ში 2013 წელს 844 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, რომ­ლის 70,6% გახ­სნი­ლია. 2013 წელს 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბის 8,2%-იანი კლე­ბა და­ფიქ­სირ­და, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა კი 53,5%-ით იმა­ტა.

გუ­რი­ა­ში 2013 წელს 619 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, სა­ი­და­ნაც გახ­სნი­ლია 353 (57%). აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში გა­სულ წელს, 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ 7,6%-ით იკლო, ხოლო გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 32,7%-ით იმა­ტა.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში 2013 წელს 796 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა კი 79,9% შე­ად­გი­ნა. 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით და­ნა­შა­უ­ლის მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და 24,6%-ით, გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა კი ასე­ვე იმა­ტა 28,1%-ით.

2013 წლის დე­კემ­ბერ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 2511 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, სა­ი­და­ნაც 1260 (50,2%) გახ­სნი­ლია. 2012 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით და­ნა­შა­უ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 36.9%-ით იკლო, ხოლო გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 24,4%-ით იმა­ტა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

შსს - 2013 წელს დანაშაულმა ქვეყნის მასშტაბით 25,7%-ით იკლო

შსს - 2013 წელს დანაშაულმა ქვეყნის მასშტაბით 25,7%-ით იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული 2013 სრული კალენდარული წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები კრიმინოგენურ მდგომარეობას როგორც ქვეყნის მასშტაბით , ასევე რეგიონების მიხედვით ასახავს. შსს-ს ინფორმაციით, 2013 წელს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დანაშაულის 10036 ერთეულით კლება დაფიქსირდა, რაც 25,7%-ს შეადგენს, გახსნის მაჩვენებელმა კი 40,9%-ით მოიმატა და 59,9%-ს შეადგენს.

შსს ასევე აქვეყნებს დეკემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით. 2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1470 ერთეულით იკლო, რაც 36,9%-ია, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,4%-ით მოიმატა და 50,2%-ს შეადგენს.

2013 წელს ქვეყნის მასშტაბით 28970 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 17 339 და გახსნის მაჩვენებელმა 59,9% შეადგინა. გასულ წელს თბილისში 14 033 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 6494. გახსნის მაჩვენებელმა დედაქალაქში 46,3 პროცენტი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით თბილისში დანაშაულის რაოდენობამ 2512-ით (15,2%) იკლო, გახსნილის მაჩვენებელმა 27%-ით იკლო.

იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში 2013 წელს 2811 დანაშაული მოხდა. გახსნილია 2288 (81,4%) დანაშაული. 2012 წელთან შედარებით სამივე რეგიონში ერთად დანაშაულის რაოდენობამ 2804-ით (49,9%) იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 63,5%-ით იმატა.

ქვემო ქართლში გასულ წლის დანაშაულის რაოდენობამ მთლიანობაში 1983 შეადგინა, გახსნის მაჩვენებელმა კი 61% შეადგინა. 2012 წელთან შედარებით ქვემო ქართლში დანაშაულის რაოდენობამ 57,1-ით იკლო, გახსნის მაჩვენებელმა კი 50%-ით მოიმატა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 2013 წელს 1521 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 1102 (72,5%). 2012 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობამ 1248-ით (45,1%) იკლო, გახსნის მაჩვენებელმა კი 51,9-ით იმატა.

აჭარაში გასულ წელს ჩადენილი დანაშაულის რაოდენობამ 2947 შეადგინა, გახსნის მაჩვენებელი 66,5%-ია. აჭარაში დანაშაულის რაოდენობამ 2012 წელთან შედარებით 15,4%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებლებმა 55,5%-ით იმატა.

შიდა ქართლში 2013 წელს 1395 დანაშაული მოხდა. აქედან გახსნილია 997. შიდა ქართლში 2013 წელს მომხდარი დანაშაულის რაოდენობამ 2012 წელთან შედარებით 11,9%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 45,6 იმატა.

კახეთში გასულ წელს 2012 დანაშაული მოხდა, საიდანაც 1704 გაიხსნა. 2012 წელს აღნიშნულ რეგიონში 2161 დანაშაული მოხდა. 2013 წელს დანაშაულის რაოდენობამ კახეთში 6,5%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 52,6%-ით იმატა.

მცხეთ-მთიანეთში 2013 წელს 844 დანაშაული მოხდა, რომლის 70,6% გახსნილია. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობის 8,2%-იანი კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი 53,5%-ით იმატა.

გურიაში 2013 წელს 619 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 353 (57%). აღნიშნულ რეგიონში გასულ წელს, 2012 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობამ 7,6%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 32,7%-ით იმატა.

სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს 796 დანაშაული მოხდა, გახსნის მაჩვენებელმა კი 79,9% შეადგინა. 2012 წელთან შედარებით დანაშაულის მატება დაფიქსირდა 24,6%-ით, გახსნის მაჩვენებელმა კი ასევე იმატა 28,1%-ით.

2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით 2511 დანაშაული მოხდა, საიდანაც 1260 (50,2%) გახსნილია. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის მაჩვენებელმა 36.9%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 24,4%-ით იმატა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ