პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში "შაურმის სკანდალი" გრძელდება - საშაურმეები ანტისანიტარიის გამო ჯარიმდებიან
თბილისში "შაურმის სკანდალი" გრძელდება - საშაურმეები ანტისანიტარიის გამო ჯარიმდებიან

ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, თბი­ლი­სის (და არა მარ­ტო) ქუ­ჩებ­ში სა­შა­ურ­მე­ე­ბის რი­ცხვი დღი­თი­დღე მა­ტუ­ლობს, თუმ­ცა სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში ამ­ბო­ბენ, რომ ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში არ­ღვე­ვენ. გუ­შინ შუ­ა­დღით თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შა­ურ­მით მო­წამ­ლუ­ლი 9 პა­ცი­ენ­ტი მო­ა­თავ­სეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ექი­მე­ბის თქმით, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

პა­ცი­ენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, შა­ურ­მა ყვე­ლა მათ­გან­მა ერთი და იგი­ვე სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტში (ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­შა­ურ­მე "ლე­სე­ლი­ძე 2014") შე­ი­ძი­ნეს. ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, რომ 9 პა­ცი­ენ­ტი­დან ყვე­ლას მდგო­მა­რე­ო­ბა გუ­შინ­ვე გა­უმ­ჯო­ბეს­და, ხოლო 3 მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გუ­შინ­ვე გა­წე­რეს.

"გუ­შინ შუ­ა­დღით ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 9 პა­ცი­ენ­ტი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად შე­მო­იყ­ვა­ნეს. ყვე­ლა მათ­განს გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი და ფა­ღა­რა­თი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"შა­ურ­მის­გან მო­წამ­ლუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი შე­მო­უყ­ვა­ნი­ათ, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბო­და და არა­ინ­ტენ­სი­უ­რად, თა­ნაც 3-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად არა­სო­დეს გვყო­ლია. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი შა­ურ­მის­გან მო­ი­წამ­ლა, ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ეს შა­ურ­მით ჯგუ­ფუ­რი მო­წამ­ვლის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, თა­ნაც ერთი და იგი­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტი­დან", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მიმ­ღე­ბი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ მაია ზალ­დას­ტა­ნიშ­ვლმა. ექი­მებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მსგავ­სი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა მეტი ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნდა მოხ­დეს, თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მხო­ლოდ ინ­სპექ­ტი­რე­ბით პრობ­ლე­მა ვერ გა­და­იჭ­რე­ბა. მათი თქმით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებს მეტი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ე­კიდ­ნონ.

"არა­ვინ იცის, და­ინ­ფი­ცი­რე­ბა რა რგოლ­ზე მოხ­და. შე­იძ­ლე­ბა ბოსტნე­უ­ლი, რო­მელ­საც შა­ურ­მას უმა­ტე­ბენ, სა­თა­ნა­დოდ გა­რე­ცხი­ლი არ იყო, ან ხორ­ცი არ იყოს თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. თუკი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და­ცუ­ლი იყო, ასე­თი შემ­თხვე­ვა არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა რო­დე­საც საქ­მე ასეთ ჯგუ­ფურ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ობი­ექ­ტი ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს არ იცავს.

"სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კვე­ბის ობი­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის სინ­დის­ზეა, ვი­ნა­ი­დან მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ყო­ველ წუთს თავ­ზე ვერ და­ად­გე­ბა. ამას­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნე­ბიც უფრო მე­ტად უნდა აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ, რომ სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებს მეტი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ე­კი­დონ. ცხა­დია, პე­რი­ო­დუ­ლი შე­მოწ­მე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მხო­ლოდ ამით პრობ­ლე­მას ვერ აღ­მოვ­ფხვრით", - გა­ნუ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" ექიმ­მა-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა, მაია ბუ­წაშ­ვილ­მა.

ლია გო­გო­ლა­ძე, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი: "ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი გა­უქ­მე­ბუ­ლია, სწო­რედ ამის გამო და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი დღი­თი დღე მა­ტუ­ლობს. მი­მაჩ­ნია, რომ არც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მუ­შა­ობს სა­თა­ნა­დოდ. ასეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მეტი სიხ­ში­რით უნდა ამოწ­მებ­დნენ და შე­სა­ბა­მის ზო­მებს უნდა იღებ­დნენ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არა­სო­დეს გვე­ცო­დი­ნე­ბა რას მი­ვირ­თმევთ სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში".

ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­შა­ურ­მე "ლე­სე­ლი­ძე 2014"-მა მუ­შა­ო­ბა გუ­შინ­ვე შე­წყვი­ტა. რო­გორც "რე­ზო­ნანსს" სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­როს­მა, გიგა ქურ­დო­ვა­ნი­ძემ უთხრა, სა­შა­ურ­მე სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის გამო 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩერ­და.

"ვი­ნა­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა დრო­უ­ლად ვერ მი­ვი­ღეთ, ზო­მე­ბის მი­ღე­ბა ცოტა დაგ­ვი­ან­და, თუმ­ცა ობი­ექ­ტზე არა­გეგ­მი­უ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა უკვე ჩა­ვა­ტა­რეთ. სა­შა­ურ­მე "ლე­სე­ლი­ძე 2014" სულ რამ­დე­ნი­მე დღის გახ­სნი­ლი იყო. ჩვენ მათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ვე­ცით და თუკი გო­ნივ­რულ ვა­და­ში შე­ას­რუ­ლე­ბენ, მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას კვლავ მო­ა­ხერ­ხე­ბენ.

"ვი­ნა­ი­დან სა­შა­ურ­მე მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი ობი­ექ­ტია, გა­სულ წელს ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი იყო. დე­კემ­ბერ­ში სულ 54 სა­შა­ურ­მე შე­ვა­მოწ­მეთ, აქე­დან 20 ბიზ­ნეს-ოპე­რა­ტო­რი და­ჯა­რიმ­და, და­ნარ­ჩე­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ვე­ცით, ხოლო ერთ სა­შა­ურ­მეს კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბის გამო (ან­ტი­სა­ნი­ტა­რია) სა­წარ­მოო საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უ­ჩერ­და", - ამ­ბობს ქურ­დო­ვა­ნი­ძე.

სა­ლო­მე სა­რიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: - "შა­ურ­მა ნე­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბი­ა" - თბი­ლი­სუ­რი სა­შა­ურ­მე­ე­ბის ტოქ­სი­კუ­რი საფრ­თხე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისში "შაურმის სკანდალი" გრძელდება - საშაურმეები ანტისანიტარიის გამო ჯარიმდებიან

თბილისში "შაურმის სკანდალი" გრძელდება - საშაურმეები ანტისანიტარიის გამო ჯარიმდებიან

ბოლო რამდენიმე წელია, თბილისის (და არა მარტო) ქუჩებში საშაურმეების რიცხვი დღითიდღე მატულობს, თუმცა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ჰიგიენურ ნორმებს ყველაზე მეტად ამ სწრაფი კვების ობიექტებში არღვევენ. გუშინ შუადღით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შაურმით მოწამლული 9 პაციენტი მოათავსეს. საბედნიეროდ, ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პაციენტების განცხადებით, შაურმა ყველა მათგანმა ერთი და იგივე სწრაფი კვების ობიექტში (ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმე "ლესელიძე 2014") შეიძინეს. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 9 პაციენტიდან ყველას მდგომარეობა გუშინვე გაუმჯობესდა, ხოლო 3 მათგანი საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს.

"გუშინ შუადღით ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტი თითქმის ერთდროულად შემოიყვანეს. ყველა მათგანს გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და ფაღარათი აღენიშნებოდა.

"შაურმისგან მოწამლული პაციენტები შემოუყვანიათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს პერიოდულად ხდებოდა და არაინტენსიურად, თანაც 3-ზე მეტი ადამიანი ერთდროულად არასოდეს გვყოლია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველა პაციენტი შაურმისგან მოიწამლა, ბოლო თვეების მანძილზე ეს შაურმით ჯგუფური მოწამვლის პირველი შემთხვევა იყო, თანაც ერთი და იგივე კვების ობიექტიდან", - უთხრა "რეზონანსს" ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგემ მაია ზალდასტანიშვლმა. ექიმებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი კვების ობიექტების შემოწმება მეტი ინტენსივობით უნდა მოხდეს, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ინსპექტირებით პრობლემა ვერ გადაიჭრება. მათი თქმით, მოქალაქეები სწრაფი კვების ობიექტებს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ.

"არავინ იცის, დაინფიცირება რა რგოლზე მოხდა. შეიძლება ბოსტნეული, რომელსაც შაურმას უმატებენ, სათანადოდ გარეცხილი არ იყო, ან ხორცი არ იყოს თერმულად დამუშავებული. თუკი ჰიგიენური ნორმები დაცული იყო, ასეთი შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო, თუმცა როდესაც საქმე ასეთ ჯგუფურ შემთხვევასთან გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ობიექტი ჰიგიენურ ნორმებს არ იცავს.

"საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კვების ობიექტის ხელმძღვანელის სინდისზეა, ვინაიდან მარეგულირებელი ყოველ წუთს თავზე ვერ დაადგება. ამასთან ერთად, ადამიანებიც უფრო მეტად უნდა აცნობიერებდნენ, რომ სწრაფი კვების ობიექტებს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. ცხადია, პერიოდული შემოწმება აუცილებელია, თუმცა მხოლოდ ამით პრობლემას ვერ აღმოვფხვრით", - განუცხადა "რეზონანსს" ექიმმა-ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა.

ლია გოგოლაძე, ექიმი-ინფექციონისტი: "ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში ეპიდემიოლოგიური სამსახური გაუქმებულია, სწორედ ამის გამო დაზარალებულთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. მიმაჩნია, რომ არც სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობს სათანადოდ. ასეთ ორგანიზაციებს მეტი სიხშირით უნდა ამოწმებდნენ და შესაბამის ზომებს უნდა იღებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს გვეცოდინება რას მივირთმევთ სწრაფი კვების ობიექტებში".

ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმე "ლესელიძე 2014"-მა მუშაობა გუშინვე შეწყვიტა. როგორც "რეზონანსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, გიგა ქურდოვანიძემ უთხრა, საშაურმე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო 1000 ლარით დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

"ვინაიდან ოფიციალური შეტყობინება დროულად ვერ მივიღეთ, ზომების მიღება ცოტა დაგვიანდა, თუმცა ობიექტზე არაგეგმიური ინსპექტირება უკვე ჩავატარეთ. საშაურმე "ლესელიძე 2014" სულ რამდენიმე დღის გახსნილი იყო. ჩვენ მათ რეკომენდაციები მივეცით და თუკი გონივრულ ვადაში შეასრულებენ, მუშაობის გაგრძელებას კვლავ მოახერხებენ.

"ვინაიდან საშაურმე მაღალი რისკის შემცველი ობიექტია, გასულ წელს ჩვენთვის პრიორიტეტი იყო. დეკემბერში სულ 54 საშაურმე შევამოწმეთ, აქედან 20 ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა, დანარჩენებს რეკომენდაციები მივეცით, ხოლო ერთ საშაურმეს კრიტიკული შეუსაბამობის გამო (ანტისანიტარია) საწარმოო საქმიანობა შეუჩერდა", - ამბობს ქურდოვანიძე.

სალომე სარიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

იხილეთ ასევე: - "შა­ურ­მა ნე­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბი­ა" - თბილისური საშაურმეების ტოქსიკური საფრთხე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია