ტასო და ჯეკო: ''ძალიან კარგი მამიკო გვყავს და არ დაგვტოვებს''

ტასო და ჯეკო: ''ძალიან კარგი მამიკო გვყავს და არ დაგვტოვებს''

''ჩემი ცოლის დაქალები'' უკვე რამდენიმე სეზონია, წარმატებით გადის ''რუსთავი 2''-ის ეთერში. სერიალში მონაწილე ბავშვებს - გიორგი ბარბაქაძეს და ქეთა ორბელაძეს - ჯერ საბოლოოდ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ მსახიობობას თავი გადასარევად გაართვეს და ყველას შეგვაყვარეს თავი.

- დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ორივეს ძალიან გიყვართ.

ქეთა:

- მე თოვლის ბაბუების არ მჯერა. შვიდი წლის რაც გავხდი, მას შემდეგ აღარ მჯერა, რომ საჩუქრები ჩემთვის თოვლის ბაბუას მოაქვს.

გიორგი:

- და-ძმას არ გვჯერა თოვლის ბაბუის. ახალი წლის შესახვედრად ნაძვის ხე მაინც მოვრთეთ.

ქეთა:

- დედიკოს შობას დაბადების დღე აქვს და ამიტომ მიხარია ეს დღეები. ჩემი აზრით, ახალი წელი და ზაფხული ძალიან მხიარული პერიოდია. მართალია, თოვლის ბაბუის არ მჯერა, მაგრამ საჩუქრები მაინც მივიღეთ. ჩვენმა მშობლებმა გვიყიდეს. მე ''აიპოდი'' და ფუმფულა თოჯინა მაჩუქეს. ადრე თოვლის ბაბუას ბარბი დავაბარე და ისიც მომიტანა, ამ თოჯინას ბევრი კაბა და თმის ბრჭყვიალა საღებავები მოჰყვა. ძალიან მიყვარს ბარბები.

გიორგი:

- ერთხელ უზარმაზარი ყუთი მივიღე საჩუქრად, რომელშიც სულ ასაფეთქებლები იყო. დაახლოებით ორასი ბომბი მაინც. ძალიან მაგარი იყო, ყველა ავაფეთქე.

- საახალწლო კერძებიდან ყველაზე მეტად რა გიყვართ?

- სუფრაზე რაც იქნება, ყველაფერი მიყვარს, არაფერზე არ მაქვს პრეტენზია.

ქეთა:

- მე გოზინაყი მიყვარს ყველაზე მეტად.

- სერიალში მალე სამი და-ძმა გეყოლებათ. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- ძალიან მაგარია, ბევრი და-ძმა რომ ვიქნებით, ვითამაშებთ და გავერთობით. კარგია, ოჯახში ბევრი ბავშვი რომ არის.

- სერიალში ჯეკოს შეყვარებული ჰყავს…...

- მე მყავდა და ძალიან მიშლიდა გიორგი ნერვებს.

- რატომ გიშლიდა ნერვებს?

გიორგი:

- ვეუბნებოდი, დიდყურება საბა გიყვარს-მეთქი. სცენარში ასე იყო.

ქეთა:

- სცენარში კი ასე იყო, მაგრამ მერე ისედაც მაბრაზებდა, დიდყურება საბა გიყვარსო, მეუბნებოდა.

გიორგი:

- ამის შეყვარებულს მართლა დიდი ყურები აქვს.

ქეთა:

- დიდი ყურები და დიდი ცხვირი შენს შეყვარებულს აქვს და კიდევ - გრძელი ენა აქვს.

გიორგი:

- არაა ჩემი შეყვარებული ასეთი, იტყუები.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება