მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
google-ში ინფორმაციის ძიების 9 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის
google-ში ინფორმაციის ძიების 9 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის

1. რო­გორ მოვ­ძებ­ნოთ ზუს­ტი ფრა­ზა ან სი­ტყვის ფორ­მა

ოპე­რა­ტორ " "-ის დახ­მა­რე­ბით. ჩას­ვით ფრა­ზა ან სი­ტყვა ბრჭყა­ლებ­ში და Google იმ ვებ-გვერ­დებს მო­ძებ­ნის, სა­დაც ზუს­ტად ეს ფრა­ზა (სი­ტყვის ფორ­მა) იქ­ნე­ბა.

მა­გა­ლი­თად: "მე თქვენ გწერთ"

2. რო­გორ მოვ­ძებ­ნოთ ცი­ტა­ტა, რო­მელ­შიც სი­ტყვაა გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი

და­გა­ვი­წყდათ სი­ტყვა ან ცი­ტა­ტა? მთე­ლი ცი­ტა­ტა ბრჭყა­ლებ­ში ჩას­ვით, ხოლო გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი სი­ტყვის ნაც­ვლად ფიფ­ქი * ჩა­წე­რეთ. ცი­ტა­ტას და­ვი­წყე­ბულ სი­ტყვას­თან ერ­თად იპო­ვით. მა­გა­ლი­თად: "ღამე ქუჩა *აფ­თი­ა­ქი"

3. რო­გორ მოვ­ძებ­ნოთ ნე­ბის­მი­ე­რი რამ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით

უბ­რა­ლოდ ჩა­მოთ­ვა­ლეთ ყვე­ლა შე­სა­ფე­რი­სი ვერ­სია და ვერ­ტი­კა­ლუ­რი ხა­ზით | გა­მო­ყა­ვით. Google ნე­ბის­მი­ე­რი ამ სი­ტყვი­დან დო­კუ­მენ­ტებს მო­ძებ­ნის.

მა­გა­ლი­თად: ანა­ნა­სი |ჩიტი | შამ­პა­ნუ­რი

4. რო­გორ ვი­პო­ვოთ სი­ტყვა ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში

გა­მო­ი­ყე­ნეთ ოპე­რა­ტო­რი - &. თუ სი­ტყვებს &-ით შე­ვა­ერ­თებთ, Google მო­ძებ­ნის დო­კუ­მენ­ტებს, სა­დაც ეს სი­ტყვე­ბი ერთ წი­ნა­და­დე­ბა­შია.

მა­გა­ლი­თად: შევ­ჩენ­კოს ძეგლი & ჭავ­ჭა­ვა­ძე

5. რო­გორ მო­ძებ­ნო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ სი­ტყვას შე­ი­ცავს

სა­ჭი­რო სი­ტყვის წინ პლუ­სი და­წე­რეთ, ისე რომ სი­ტყვა ერ­თმა­ნეთს არ და­ა­ცი­ლოთ. მო­თხოვ­ნა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე აუ­ცი­ლე­ბე­ლი სი­ტყვის ჩარ­თვა.

მა­გა­ლი­თად: ქარ­თლის დედა+ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი

6. რო­გორ გა­მოვ­რი­ცხოთ სი­ტყვა სი­ი­დან

და­წე­რეთ მი­ნუ­სი სი­ტყვის წინ, რო­მე­ლის ნახ­ვაც პა­სუ­ხებ­ში არ გსურთ. ასე შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე სი­ტყვის გა­მო­რი­ცხვაც კი:

მა­გა­ლი­თად:ქსო­ვის ინ­სტრუქ­ცია-ყიდ­ვა

7. რო­გორ მოვ­ძებ­ნოთ გარ­კვე­ულ სა­იტ­ზე

ამის­თვის ოპე­რა­ტო­რი site გა­მო­გად­გე­ბათ. იგი შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა პირ­და­პირ მო­თხოვ­ნა­ზე მი­უ­თი­თო სა­ი­ტი, რო­მელ­ზეც სა­ჭი­როა მო­ძებ­ნა. მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლად დას­ვათ site-ის შემ­დეგ ორი წერ­ტი­ლი.

მა­გა­ლი­თად: სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია site:parliament (წერ­ტი­ლი)ge

8. რო­გორ მოვ­ძებ­ნოთ გარ­კვე­უ­ლი ტი­პის დო­კუ­მენ­ტე­ბი

გა­მო­გად­გე­ბათ ოპე­რა­ტო­რი mime ორი წერ­ტი­ლი და შემ­დეგ დო­კუ­მენ­ტის ტიპი, რო­მე­ლიც გჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად: pdf ან doc.

მა­გა­ლი­თად: პას­პორ­ტის გა­ნა­ცხა­დი mime:pdf

9. რო­გორ მოვ­ძებ­ნოთ სა­ი­ტებ­ზე გარ­კვე­ულ ენა­ზე

ამას ოპე­რა­ტორ lang-ის წყა­ლო­ბით შეძ­ლებთ. lang-ის შემ­დეგ ორი წერ­ტი­ლი უნდა დას­ვათ და და­წე­როთ, რა ენა­ზე გინ­დათ დო­კუ­მენ­ტი. თუ ეს რუ­სუ­ლი ენაა, უნდა მი­უ­თი­თოთ ru, თუ უკ­რა­ი­ნუ­ლი - uk. ინ­გლი­სურ­ზე en, ფრან­გულ­ზე - fr.

მა­გა­ლი­თად: კრუ­ა­სა­ნი lang:fr

მომ­ზა­დე­ბუ­ლია memo.im-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

google-ში ინფორმაციის ძიების 9 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის

google-ში ინფორმაციის ძიების 9 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის

1. როგორ მოვძებნოთ ზუსტი ფრაზა ან სიტყვის ფორმა

ოპერატორ " "-ის დახმარებით. ჩასვით ფრაზა ან სიტყვა ბრჭყალებში და Google იმ ვებ-გვერდებს მოძებნის, სადაც ზუსტად ეს ფრაზა (სიტყვის ფორმა) იქნება.

მაგალითად: "მე თქვენ გწერთ"

2. როგორ მოვძებნოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული

დაგავიწყდათ სიტყვა ან ციტატა? მთელი ციტატა ბრჭყალებში ჩასვით, ხოლო გამოტოვებული სიტყვის ნაცვლად ფიფქი * ჩაწერეთ. ციტატას დავიწყებულ სიტყვასთან ერთად იპოვით. მაგალითად: "ღამე ქუჩა *აფთიაქი"

3. როგორ მოვძებნოთ ნებისმიერი რამ რამდენიმე სიტყვით

უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა შესაფერისი ვერსია და ვერტიკალური ხაზით | გამოყავით. Google ნებისმიერი ამ სიტყვიდან დოკუმენტებს მოძებნის.

მაგალითად: ანანასი |ჩიტი | შამპანური

4. როგორ ვიპოვოთ სიტყვა ერთ წინადადებაში

გამოიყენეთ ოპერატორი - &. თუ სიტყვებს &-ით შევაერთებთ, Google მოძებნის დოკუმენტებს, სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადებაშია.

მაგალითად: შევჩენკოს ძეგლი & ჭავჭავაძე

5. როგორ მოძებნო დოკუმენტი, რომელიც გარკვეულ სიტყვას შეიცავს

საჭირო სიტყვის წინ პლუსი დაწერეთ, ისე რომ სიტყვა ერთმანეთს არ დააცილოთ. მოთხოვნაში შესაძლებელია რამდენიმე აუცილებელი სიტყვის ჩართვა.

მაგალითად: ქართლის დედა+ბოტანიკური ბაღი

6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა სიიდან

დაწერეთ მინუსი სიტყვის წინ, რომელის ნახვაც პასუხებში არ გსურთ. ასე შესაძლებელია რამდენიმე სიტყვის გამორიცხვაც კი:

მაგალითად: ქსოვის ინსტრუქცია-ყიდვა

7. როგორ მოვძებნოთ გარკვეულ საიტზე

ამისთვის ოპერატორი site გამოგადგებათ. იგი შესაძლებლობას იძლევა პირდაპირ მოთხოვნაზე მიუთითო საიტი, რომელზეც საჭიროა მოძებნა. მხოლოდ აუცილებლად დასვათ site-ის შემდეგ ორი წერტილი.

მაგალითად: საქართველოს კონსტიტუცია site:parliament (წერტილი)ge

8. როგორ მოვძებნოთ გარკვეული ტიპის დოკუმენტები

გამოგადგებათ ოპერატორი mime ორი წერტილი და შემდეგ დოკუმენტის ტიპი, რომელიც გჭირდებათ. მაგალითად: pdf ან doc.

მაგალითად: პასპორტის განაცხადი mime:pdf

9. როგორ მოვძებნოთ საიტებზე გარკვეულ ენაზე

ამას ოპერატორ lang-ის წყალობით შეძლებთ. lang-ის შემდეგ ორი წერტილი უნდა დასვათ და დაწეროთ, რა ენაზე გინდათ დოკუმენტი. თუ ეს რუსული ენაა, უნდა მიუთითოთ ru, თუ უკრაინული - uk. ინგლისურზე en, ფრანგულზე - fr.

მაგალითად: კრუასანი lang:fr

მომზადებულია memo.im-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს