საქართველოს საპატრიარქოსთან პატრიარქის ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებების მომხრეები და მოწინააღმდეგეები პოლიციის ცოცხალი კედლით არიან გამიჯნული.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე ვითარება შედარებით განიმუხტა და დაპირისპირება ამ დროისთვის ამოწურულია.
სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს ერთმანეთთან მიახლოებას საპატრულო პოლიცია უკრძალავს.
აქციაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა, თუმცა ამ დროისთვის საპატრულო პოლიციამ გზის სავალი ნაწილი უკვე გაათავისუფლა.
საპატრიარქოსთან საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები იმართება.