პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო - შვილად აყვანაზე 3000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია
დავით სერგეენკო - შვილად აყვანაზე 3000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია

შვი­ლად აყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მო­სუ­ლია 3000-ზე მეტი გან­ცხა­დე­ბა, მა­შინ რო­დე­საც გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ 20 ბავ­შვია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა, და­ვით სერ­გე­ენ­კომ სა­მი­ნის­ტრო­ში დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კი­თხი არა პრო­ცე­დუ­რის სირ­თუ­ლე­ში, არა­მედ მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბის კუ­თხით დგას.

"შვი­ლად აყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­მო­სუ­ლია 3000-ზე მეტი გან­ცხა­დე­ბა, მა­შინ რო­დე­საც გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ 20 ბავ­შვია. რო­დე­საც ოჯახს სურს აიყ­ვა­ნოს ბავ­შვი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი იქ­ნე­ბა, ასე­თი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ცო­ტაა და და­ლო­დე­ბის ვადა ხან­გრძლი­ვია, ხში­რად წლე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, ჩემი პი­რა­დი სა­ნაც­ნო­ბო­და­ნაც ვიცი, რო­დე­საც ოჯა­ხი თა­ნახ­მაა ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლით ბავ­შვი აიყ­ვა­ნოს, მა­შინ ბევ­რად სწრა­ფად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სირ­თუ­ლე არა იმ­დე­ნად გარ­თუ­ლე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ა­ში, არა­მედ არ­სე­ბულ სუ­რათ­შია.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ბევ­რი დედა, რო­მე­ლიც შვილს მი­ა­ტო­ვებ­და და გა­საშ­ვი­ლე­ბელ პირ­თა ჯგუფ­ში ჩას­ვამ­და", - აღ­ნიშ­ნა და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა აბორ­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ პრობ­ლე­მა არა მარ­ტო აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში, არა­მედ აბორ­ტე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, კა­ტას­ტრო­ფაა არ­ჩე­ვი­თი აბორ­ტე­ბი, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ტყო­ბენ, რომ გო­გო­ნას ელო­დე­ბი­ან ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ღე­ბუ­ლო­ბენ. მი­სი­ვე თქმით, მე­ქა­ნი­კუ­რი აკ­რძალ­ვა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­ის გამ­კაც­რე­ბა უკუ­შე­დეგს იძ­ლე­ვა, რო­დე­საც აბორ­ტის კე­თე­ბა ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში ინაც­ვლებს. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად არ მცირ­დე­ბა, რამ­დე­ნა­დაც იზ­რდე­ბა რის­კე­ბი და დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საფრ­თხე­ე­ბი მა­ტუ­ლობს. რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­სუ­ლი წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან დე­და­თა და ბავ­შვთა საბ­ჭო მუ­შა­ობს.

"მე ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ შევ­ძლებთ რა­ღაც სტრა­ტე­გია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ. მაგ­რამ მო­გი­წო­დებთ, გთხოვთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს, მხარ­ში ამოგ­ვიდ­გეთ ამა­ში. ეს მარ­თლაც კა­ტას­ტრო­ფა არის. გან­სა­კუთ­რე­ბით არ­ჩე­ვი­თი აბორ­ტე­ბი. ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­დის ჩემს აზ­როვ­ნე­ბამ­დე - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ნორ­მა­ლურ­მა ადა­მი­ან­მა ეს გა­ა­კე­თოს. დიდი იმე­დი მაქვს, შევ­ძლებთ ამ ბა­რი­ე­რის გარ­ღვე­ვას და რა­ღაც ლო­გი­კუ­რი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას ამ მხრივ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ არ გა­მო­ვა", - აღ­ნიშ­ნა და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელს, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 37 000 - 40 000 შე­ად­გი­ნა. სა­მი­ნის­ტრო­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აბორ­ტე­ბის რი­ცხვი ამა­ზე მე­ტია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დავით სერგეენკო - შვილად აყვანაზე 3000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია

დავით სერგეენკო - შვილად აყვანაზე 3000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია

შვილად აყვანასთან დაკავშირებით შემოსულია 3000-ზე მეტი განცხადება, მაშინ როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საკითხი არა პროცედურის სირთულეში, არამედ მოთხოვნა-მიწოდების კუთხით დგას.

"შვილად აყვანასთან დაკავშირებით, შემოსულია 3000-ზე მეტი განცხადება, მაშინ როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია. როდესაც ოჯახს სურს აიყვანოს ბავშვი, რომელიც ფიზიკურად ჯანმრთელი იქნება, ასეთი ბავშვების რაოდენობა ცოტაა და დალოდების ვადა ხანგრძლივია, ხშირად წლები. საბედნიეროდ, არის შემთხვევები, ჩემი პირადი სანაცნობოდანაც ვიცი, როდესაც ოჯახი თანახმაა ფიზიკური ნაკლით ბავშვი აიყვანოს, მაშინ ბევრად სწრაფად ხორციელდება ყველაფერი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე შეფასებით, სირთულე არა იმდენად გართულებულ რეგულაციაში, არამედ არსებულ სურათშია.

"საბედნიეროდ, საქართველოში არ არის ბევრი დედა, რომელიც შვილს მიატოვებდა და გასაშვილებელ პირთა ჯგუფში ჩასვამდა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა აბორტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემა არა მარტო აბორტების რაოდენობაში, არამედ აბორტებისადმი დამოკიდებულებაშია. მისივე შეფასებით, კატასტროფაა არჩევითი აბორტები, როდესაც მშობლები მას შემდეგ, რაც შეიტყობენ, რომ გოგონას ელოდებიან ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ღებულობენ. მისივე თქმით, მექანიკური აკრძალვა და რეგულაციებიის გამკაცრება უკუშედეგს იძლევა, როდესაც აბორტის კეთება იატაკქვეშეთში ინაცვლებს. მინისტრის ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში, აბორტების რაოდენობა იმდენად არ მცირდება, რამდენადაც იზრდება რისკები და დედის გარდაცვალების საფრთხეები მატულობს. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით გასული წლის გაზაფხულიდან დედათა და ბავშვთა საბჭო მუშაობს.

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ რაღაც სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ. მაგრამ მოგიწოდებთ, გთხოვთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მხარში ამოგვიდგეთ ამაში. ეს მართლაც კატასტროფა არის. განსაკუთრებით არჩევითი აბორტები. ვერანაირად ვერ დადის ჩემს აზროვნებამდე - როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ეს გააკეთოს. დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ამ ბარიერის გარღვევას და რაღაც ლოგიკური წესრიგის დამყარებას ამ მხრივ, მაგრამ საზოგადოების დახმარების გარეშე, უბრალოდ არ გამოვა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს, რეგისტრირებული აბორტების რაოდენობამ 37 000 - 40 000 შეადგინა. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი ამაზე მეტია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია