საპატრიარქოსთან მიმდინარე ორ ურთიერთსაწინააღმდეგო აქციაზე ვითარება დაიძაბა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციების მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წარმომადგენლები", რომლებიც ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკაშირებით საპატრიარქოს პოზიციას იცავენ, საპატრიარქოსთან აქციას მართავენ.
საპატრიარქოს პოზიციის მოწინააღმდეგეებსა და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ვითარების განმუხტვას საპატრულო პოლიცია ცდილობს.