პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო - ექსპერტები, რომლებმაც პატრიარქს რეკომენდაცია მიაწოდეს, ალბათ ვალდებულები იყვნენ, საკითხში ღრმად ჩაეხედათ
დავით სერგეენკო - ექსპერტები, რომლებმაც პატრიარქს რეკომენდაცია მიაწოდეს, ალბათ ვალდებულები იყვნენ, საკითხში ღრმად ჩაეხედათ

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს მო­საზ­რე­ბით, ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც პატ­რი­არ­ქს სუ­რო­გა­ცი­ი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცია მი­ა­წო­დეს, ალ­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, სა­კი­თხში უფრო ღრმად ჩა­ე­ხე­დათ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­საზ­რე­ბით, პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში რე­ა­ლუ­რად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხე­ბი იყო წარ­მო­ჩე­ნი­ლი. და­ვით სერ­გე­ენ­კოს შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აბორ­ტის თემა იყო.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, გულ­სატ­კე­ნია, რომ აბორ­ტე­ბის თემა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან რე­ა­ლუ­რად არ მოხ­სნი­ლა. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია რამ­დენ­ჯერ­მე ნაკ­ლე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე სუ­რო­გა­ცი­ის თე­მას მოჰ­ყვა, ეს სა­კი­თხი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სუ­რო­გა­ცი­ი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სა­კი­თხებს, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის რე­აქ­ცია ამა­ზე, ერ­თგვა­რად მარ­გი­ნა­ლუ­რია, ამავდრო­უ­ლად, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფის­გან, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრის მო­საზ­რე­ბით საქ­მის სპე­ცი­ფი­კა­ში ჩა­ხე­დუ­ლე­ბი არ არი­ან.

რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კომ გან­მარ­ტა, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, ე.წ. ინ ვიტ­რო უკვე 36 წე­ლია და­ნერ­გი­ლია. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტექ­ნო­ლო­გი­ის ავ­ტო­რი რო­ბერტ ედუ­არდსი 2010 წელს ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში უმაღ­ლე­სი რან­გის ჯილ­დოს მო­პო­ვე­ბი­სა, უშუ­ა­ლოდ ტექ­ნო­ლო­გი­ის ავ­ტო­რიც კი სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბამ­დე ტო­ვებ­და უამ­რავ კი­თხვას.

რო­გორც სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სია სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებ­ში აღ­ნიშ­ნულ ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2010 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ბავ­შვი და­ი­ბა­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით. პირ­ვე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი გზით გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი ბავ­შვი ქვე­ყა­ნას 1978 წელს მო­ევ­ლი­ნა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, დღე­საც სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი დის­კუ­სია საფრ­თხე­ებ­ზე, ხან­გრძლივ შე­დე­გებ­ზე და არ­სე­ბობს არა­მარ­ტო რე­ლი­გი­უ­რი, არა­მედ ბი­ო­ე­თი­კუ­რი სა­კი­თხი.

და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ხდე­ბა რამ­დე­ნი­მე კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ობს ერ­თის ან რამ­დე­ნი­მეს გან­ვი­თა­რე­ბა, ანუ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი იღუ­პე­ბა. და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, არა მარ­ტო რე­ლი­გი­უ­რი არა­მედ ბი­ო­ე­თი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც ეს არის თემა, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მა­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს და მას ღრმა და ექ­სპერ­ტუ­ლი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა.

მი­ნის­ტრი ვა­რა­უ­დობს, რომ ექ­სპერ­ტე­ბი, ვინც პატ­რი­არ­ქს სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცია და ანა­ლი­ზი მი­ა­წო­დეს, ალ­ბათ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, უფრო ღრმად ჩა­ე­ხე­დათ ამ სა­კი­თხში და ფა­ქი­ზი თე­მის უფრო დახ­ვე­წი­ლი ანა­ლი­ზი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

"ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს სა­კი­თხი მო­ამ­ზა­დეს ეპის­ტო­ლე­სათ­ვის, ალ­ბათ უფრო ღრმა და დახ­ვე­წი­ლი ანა­ლი­ზი უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ასე­თი ფა­ქი­ზი სა­კი­თხის", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, სუ­რო­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლი არ არის.

"შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა? – ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში სა­უბ­რობს.

პატ­რი­არ­ქი ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, სინ­ჯა­რა­ში ჩა­სა­ხუ­ლი ბავ­შვებ­სა და სუ­რო­გა­ცი­ას მძი­მე ეთი­კურ სა­კი­თხე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს და ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"განა შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რი იყოს ის ოჯა­ხი, სა­დაც აბორ­ტი კეთ­დე­ბა და უსუ­სუ­რი პა­ტა­რა არ­სე­ბე­ბის უღვთოდ და­ჩე­ხი­ლი სხე­უ­ლე­ბის აჩ­რდი­ლე­ბი და­დი­ან? რო­გო­რი სა­ში­ნე­ლე­ბაა იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი, რომ ყო­ველ წელს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ლი­ო­ნამ­დე აბორ­ტი კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამის შემ­ჩე­რე­ბე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ არის.

შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა? ეს პა­ტა­რა ხომ თა­ვი­დან­ვე გა­წი­რეს უსიყ­ვა­რუ­ლო­ბის­თვის, მი­უ­საფ­რო­ბი­სა და მარ­ტო­ო­ბის­თვის. იგი კე­თილ­დღე­ო­ბა­შიც რომ გა­ი­ზარ­დოს, მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დის ამ სიმ­ძი­მეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის და ეს აუ­ცი­ლებ­ლად იჩენს თავს ზრდას­რულ ასაკ­ში.

პრობ­ლე­მა­ტურ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის ბავ­შვე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით და­ი­ბად­ნენ და მათი სი­ცო­ცხლე მრა­ვა­ლი ემ­ბრი­ო­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თარ­და", - აღ­ნიშ­ნავს პატ­რი­არ­ქი ეპის­ტო­ლე­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დავით სერგეენკო - ექსპერტები, რომლებმაც პატრიარქს რეკომენდაცია მიაწოდეს, ალბათ ვალდებულები იყვნენ, საკითხში ღრმად ჩაეხედათ

დავით სერგეენკო - ექსპერტები, რომლებმაც პატრიარქს რეკომენდაცია მიაწოდეს, ალბათ ვალდებულები იყვნენ, საკითხში ღრმად ჩაეხედათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოსაზრებით, ექსპერტები, რომლებმაც პატრიარქს სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რეკომენდაცია მიაწოდეს, ალბათ ვალდებულები იყვნენ, საკითხში უფრო ღრმად ჩაეხედათ.

ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში რეალურად უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო წარმოჩენილი. დავით სერგეენკოს შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი აბორტის თემა იყო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გულსატკენია, რომ აბორტების თემა საზოგადოების მხრიდან რეალურად არ მოხსნილა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების რეაქცია რამდენჯერმე ნაკლები რომ ყოფილიყო, ვიდრე სუროგაციის თემას მოჰყვა, ეს საკითხი მნიშვნელოვანი იქნებოდა.

რაც შეეხება სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების საკითხებს, მინისტრის განცხადებით, საზოგადოების ნაწილის რეაქცია ამაზე, ერთგვარად მარგინალურია, ამავდროულად, ადამიანების ჯგუფისგან, რომელიც მინისტრის მოსაზრებით საქმის სპეციფიკაში ჩახედულები არ არიან.

როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, ხელოვნური განაყოფიერება, ე.წ. ინ ვიტრო უკვე 36 წელია დანერგილია. მინისტრის ინფორმაციით, ტექნოლოგიის ავტორი რობერტ ედუარდსი 2010 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, მაგრამ მიუხედავად ასეთი მასშტაბური ტექნოლოგიისა და მეცნიერებაში უმაღლესი რანგის ჯილდოს მოპოვებისა, უშუალოდ ტექნოლოგიის ავტორიც კი სიცოცხლის ბოლო წლებამდე ტოვებდა უამრავ კითხვას.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ახლაც მიმდინარეობს დისკუსია სამედიცინო წრეებში აღნიშნულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2010 წლის მდგომარეობით 4 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა აღნიშნული ტექნოლოგიით. პირველი ხელოვნური გზით განაყოფიერებული ბავშვი ქვეყანას 1978 წელს მოევლინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღესაც სამეცნიერო წრეებში მიმდინარეობს ინტენსიური დისკუსია საფრთხეებზე, ხანგრძლივ შედეგებზე და არსებობს არამარტო რელიგიური, არამედ ბიოეთიკური საკითხი.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მსჯელობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერება, თუმცა მიმდინარეობს ერთის ან რამდენიმეს განვითარება, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედები იღუპება. დავით სერგეენკოს განცხადებით, არა მარტო რელიგიური არამედ ბიოეთიკური თვალსაზრისითაც ეს არის თემა, რომელიც პრობლემატურად შეიძლება ჩაითვალოს და მას ღრმა და ექსპერტული ანალიზი სჭირდება.

მინისტრი ვარაუდობს, რომ ექსპერტები, ვინც პატრიარქს საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაცია და ანალიზი მიაწოდეს, ალბათ, ვალდებულები იყვნენ, უფრო ღრმად ჩაეხედათ ამ საკითხში და ფაქიზი თემის უფრო დახვეწილი ანალიზი გაეკეთებინათ.

"ექსპერტები, რომლებმაც ეს საკითხი მოამზადეს ეპისტოლესათვის, ალბათ უფრო ღრმა და დახვეწილი ანალიზი უნდა ჩაეტარებინათ ასეთი ფაქიზი საკითხის", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, სუროგაცია საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

"შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში საუბრობს.

პატრიარქი ხელოვნურ განაყოფიერებას, სინჯარაში ჩასახული ბავშვებსა და სუროგაციას მძიმე ეთიკურ საკითხებად მოიხსენიებს და ოჯახის ღირებულებაზე საუბრობს.

"განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა", - აღნიშნავს პატრიარქი ეპისტოლეში.

"ინტერპრესნიუსი"

"10 შვილი გვყავს და გვინდა 105 გვყავდეს" - თურქი ბიზნესმენი ბათუმში სუროგატი დედების წყალობით ოჯახურ იმპერიას აშენებს

სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ  სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

ვინ არიან ქართველი ასტრობიოლოგები, რომელთა გვარ-სახელებიც მარსზე გაიგზავნა - "თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს დაჯდება"