თუ თევზს ხშირად ამზადებთ, შესაძლოა ეს პატარა ეშმაკობები უკვე იცოდეთ კიდეც, მაგრამ დამწყებ კულინარებს ნამდვილად გამოადგებათ.
თუ ახალდაჭერილი თევზის მომზადებას მაშინვე არ აპირებთ, შეახვიეთ მარილიან წყალში დასველებულ ნაჭერში და მაცივარში შეინახეთ. ამ მეთოდით თევზის შენახვა შეიძლება 24 საათის განმავლობაში, უფრო ხანგრძლივი შენახვისთვის თევზი უნდა გაყინოთ.
გაყინული თევზი ნელა უნდა გაალღვოთ, დაუშვებელია მისი გალღვობა ცხელი წყლის ან ცხელი ჰაერის ჭავლის ქვეშ.
თუ თევზი ძალიან სლიკინაა და გასუფთავებისას ხელიდან გისხლტებათ, შეგიძლიათ მარილი მოაყაროთ და ისე გაწმინდოთ. თუ თევზი დიდია, ჯერ თავი მოაჭერით და შემდეგ მუცელის გაუფატრავად გამოაცალეთ შიგნეული, ასე მთლიან პორციულ ნაჭრებს მიიღებთ.
თუ გსურთ, რომ დაფამ თევზის სუნი არ აიღოს, წინასწარ ლიმონის ნაჭერი წაუსვით.