"ოლიმპიადა არ არის მხოლოდ პუტინი" - თამუნა ამონაშვილმა სოჭში სასტუმროს გახსნაზე იმღერა

"ოლიმპიადა არ არის მხოლოდ პუტინი" - თამუნა ამონაშვილმა სოჭში სასტუმროს გახსნაზე იმღერა

მომღერალმა თამუნა ამონაშვილმა სოჭის ოლიმპიურ სოფელში, სასტუმრო Bridge Resort-ის გახსნაზე Live band "Argo"-სთან ერთად იმღერა. კონცერტისა და სოჭში გატარებული დღეების ამსახველ ფოტოებს მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ოლიმპიადა არ არის მხოლოდ პუტინი. აქ მსოფლიო იღებს მონაწილეობას. მე და თქვენ პოლიტიკას ვერ შევცვლით", - ასე პასუხობს თამუნა მეგობრების კრიტიკულ კომენტარებს.

მომღერალი ზღვის ფონზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: "გეთანხმებით, ეს საქართველოა. სურნელიც კი ჩვენია ქართული. გულდასაწყვეტია".

ოლიმპიურ სოფელში გამართული კონცერტის შემდეგ, როგორც თავად მომღერალი წერს, მოსკოვში კმაყოფილი დაბრუნდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება