მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი ხმის" მონაწილე სკანდალური შოუს შემდეგ გათხოვდა (ექსკლუზივი)
"ახალი ხმის" მონაწილე სკანდალური შოუს შემდეგ გათხოვდა (ექსკლუზივი)

თაკო ოქ­რო­პი­რი­ძემ "ახა­ლი ხმა" 7 იან­ვარს სკან­და­ლუ­რად და­ტო­ვა: მწვრთნელ­მა, მაია დარსმე­ლი­ძემ მხო­ლოდ ერთი პრო­ცენ­ტით შე­ა­ფა­სა, თიკო მო­სემღვდლიშ­ვილს კი - 99% და­უ­წე­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­კოს მა­ყუ­რებ­ლის ხმა არც ისე ცოტა ჰქონ­და, მან კონ­კურ­სი და­ტო­ვა, ქუ­ლე­ბის სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბა ვერ და­უგ­როვ­და... მაგ­რამ ეს არ არის გუ­შინ­დე­ლი დღის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი. შო­უ­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში, მას შეყ­ვა­რე­ბულ­მა ხელი სთხო­ვა... ყვე­ლა­ფე­რი კი თა­კოს გა­ბედ­ნი­ე­რე­ბით დას­რულ­და...

"ამ­ბე­ბი.გემ" პა­ტარ­ძალ­თან და­კავ­ში­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

- თაკო, გი­ლო­ცავ გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას.

- დიდი მად­ლო­ბა...

- გა­და­წყვე­ტი­ლი გქონ­და გა­თხო­ვე­ბა თუ ყვე­ლა­ფე­რი უეც­რად მოხ­და?

- რო­გორც კი შოუ დამ­თავ­რდა, ჩემ­მა ახლა უკვე ქმარ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, მოვ­დი­ვარ და უნდა წა­მო­გი­ყა­ნოო... ერ­თმა­ნე­თი კონ­კურ­სამ­დე გა­ვი­ცა­ნით. ურ­თი­ერ­თო­ბა აე­წყო. მან ხელი რამ­დენ­ჯერ­მე მთხო­ვა, მაგ­რამ უარს ვე­უბ­ნე­ბო­დი. "ახალ ხმა­ში" რომ შე­ვე­დი, ხელი ამა­ნაც შეგ­ვი­შა­ლა და და­შო­რე­ბუ­ლე­ბი­ვით ვი­ყა­ვით. თუმ­ცა ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, კონ­კურ­სი­დან რომ გა­მოხ­ვალ, უნდა მო­გიყ­ვა­ნოო. ისე, წინა დღე­ებ­ში კი ვფიქ­რობ­დი, აბა, თუ და­რე­კავს და თუ შე­ას­რუ­ლებს თა­ვის და­ნა­პი­რებს-მეთ­ქი...

მოკ­ლედ, გუ­შინ, შოუს დას­რუ­ლე­ბი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში და­რე­კა. პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა, სი­ტყვის კაცი აღ­მოჩ­ნდა (სი­ცი­ლით ამ­ბობს)... სხვა­თა შო­რის ჩემი მე­უღ­ლე მა­ი­ას დიდ მად­ლო­ბას უხ­დის. კარ­გია, რომ გუ­შინ და­გა­ტო­ვე­ბი­ნა პრო­ექ­ტი და შე­და­რე­ბით მალე გახ­დი ჩემი ცო­ლიო. ისე, ერთი კვი­რით გვი­ან მო­გიყ­ვან­დიო.

- ვინ არის შენი მე­უღ­ლე?

- გი­ორ­გი ბოლ­ქვა­ძე, სო­ხუ­მის თე­ატ­რის იუ­რის­ტია და ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი...

- ისე, პრო­ექტს რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ, რას იტყვი?

- თუ წა­მო­ვი­დო­დი, მინ­დო­და, ასე წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ მა­ი­ას თი­კოს­თვის 99% და­ე­წე­რა და ჩემ­თვის - 1%. ხალ­ხის ზა­რე­ბი მეტი მა­ინც მე მქონ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მა­ყუ­რე­ბელს ჰქონ­და იმის გა­აზ­რე­ბის უნა­რი, რომ ჩემ­თვის და­ე­მე­სი­ჯე­ბი­ნა. არც თი­კოა ცუდი კონ­კურ­სან­ტი, უბ­რა­ლოდ ცუდი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა და ამი­ტომ მი­წევს ასე ლა­პა­რა­კი.

- თავ­ზე გვირ­გვი­ნი გედ­გა, თეთ­რი სა­მო­სი გეც­ვა, თით­ქოს სა­პა­ტარ­ძლოდ იყა­ვი გამ­ზა­დე­ბუ­ლი...

- სიმ­ღე­რა რო­კო­პე­რი­დან ("სუ­პერ ვარ­სკვლა­ვი") ვიმ­ღე­რე, მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი გახ­ლდით. სიმ­ბო­ლუ­რად და­ემ­თხვა, თან, შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი იყო. ამას­თან, ეკ­ლე­სი­ა­ში ვგა­ლობ...

ვფიქ­რობ­დი, თუ დავ­რჩე­ბი, კარ­გი ნომ­რით დავ­რჩე­ბი, თუ წა­მო­ვალ, კარ­გი ნომ­რით წა­მო­ვალ-მეთ­ქი. სხავ­თა შო­რის, ისე­თი ნო­მე­რი იყო, რომ ყვე­ლა, კუ­ლი­სებ­ში თა­ვის კო­მენ­ტარ­ში ამ­ბობ­და, ისეთ მა­გარ სიმ­ღე­რას მღე­რი, რომ უკვე ამი­ტომ ხარ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მწვრთნე­ლებ­საც მო­ე­წო­ნათ, მაგ­რამ ყვე­ლამ ხმა­მაღ­ლა ვერ აღი­ა­რა. ლელა წურ­წუ­მი­ას მა­მუ­ლი­ჩას­თან ერ­თად, მე­რაბ სა­ნო­ძეს, ბენ­დს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი...

- ლე­ლა­ზე თა­ვი­დან უარი რა­ტომ თქვი?

- არა იმი­ტომ, რომ ნაკ­ლებ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად მი­ვიჩ­ნიე, უბ­რა­ლოდ, პირ­ვე­ლად იჯდა მწვრთნე­ლებს შო­რის და მე­გო­ნა, ამ საქ­მე­ში გა­მო­უც­დე­ლია-მეთ­ქი. არა­და, ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, რომ ლე­ლას­თან უნდა წა­სუ­ლი­ყა­ვი, ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა და არ გი­ღა­ლა­ტებ­დაო. სხვა­თა შო­რის მა­ი­ა­საც არ ეკუთ­ვნო­და ის სი­ტყვე­ბი, რაც მას­ზე აქამ­დე ვთქვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა სი­ტუ­ა­ცია და ამი­ტომ მოხ­და ის, რაც მოხ­და...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

თაკოს მამაც არაჩვეულებრივად მღეროდა, ნათელი მის სულს, თაკოს უამრავი წარმატებები!!!

ნიკ
0

ერთი ოთხი კიდევ გააჩინე მეტი რა იცი ცეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ახალი ხმის" მონაწილე სკანდალური შოუს შემდეგ გათხოვდა (ექსკლუზივი)

"ახალი ხმის" მონაწილე სკანდალური შოუს შემდეგ გათხოვდა (ექსკლუზივი)

თაკო ოქროპირიძემ "ახალი ხმა" 7 იანვარს სკანდალურად დატოვა: მწვრთნელმა, მაია დარსმელიძემ მხოლოდ ერთი პროცენტით შეაფასა, თიკო მოსემღვდლიშვილს კი - 99% დაუწერა. მიუხედავად იმისა, რომ თაკოს მაყურებლის ხმა არც ისე ცოტა ჰქონდა, მან კონკურსი დატოვა, ქულების სათანადო რაოდენობა ვერ დაუგროვდა... მაგრამ ეს არ არის გუშინდელი დღის მთავარი ამბავი. შოუდან ნახევარ საათში, მას შეყვარებულმა ხელი სთხოვა... ყველაფერი კი თაკოს გაბედნიერებით დასრულდა...

"ამბები.გემ" პატარძალთან დაკავშირება მოახერხა.

- თაკო, გილოცავ გაბედნიერებას.

- დიდი მადლობა...

- გადაწყვეტილი გქონდა გათხოვება თუ ყველაფერი უეცრად მოხდა?

- როგორც კი შოუ დამთავრდა, ჩემმა ახლა უკვე ქმარმა დამირეკა და მითხრა, მოვდივარ და უნდა წამოგიყანოო... ერთმანეთი კონკურსამდე გავიცანით. ურთიერთობა აეწყო. მან  ხელი რამდენჯერმე მთხოვა, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. "ახალ ხმაში" რომ შევედი, ხელი ამანაც შეგვიშალა და დაშორებულებივით ვიყავით. თუმცა ნათქვამი ჰქონდა, კონკურსიდან რომ გამოხვალ, უნდა მოგიყვანოო. ისე, წინა დღეებში კი ვფიქრობდი, აბა, თუ დარეკავს და თუ შეასრულებს თავის დანაპირებს-მეთქი...

მოკლედ, გუშინ, შოუს დასრულებიდან ნახევარ საათში დარეკა. პირობა შეასრულა, სიტყვის კაცი აღმოჩნდა (სიცილით ამბობს)... სხვათა შორის ჩემი მეუღლე მაიას დიდ მადლობას უხდის. კარგია, რომ გუშინ დაგატოვებინა პროექტი და შედარებით მალე გახდი ჩემი ცოლიო. ისე, ერთი კვირით გვიან მოგიყვანდიო.

- ვინ არის შენი მეუღლე?

- გიორგი ბოლქვაძე, სოხუმის თეატრის იურისტია და ძალიან კარგი ადამიანი...

- ისე, პროექტს რომ მივუბრუნდეთ, რას იტყვი?

- თუ წამოვიდოდი, მინდოდა, ასე წამოვსულიყავი, რომ მაიას თიკოსთვის 99% დაეწერა და ჩემთვის - 1%. ხალხის ზარები მეტი მაინც მე მქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს ჰქონდა იმის გააზრების უნარი, რომ ჩემთვის დაემესიჯებინა. არც თიკოა ცუდი კონკურსანტი, უბრალოდ ცუდი ვითარება შეიქმნა და ამიტომ მიწევს ასე ლაპარაკი.

- თავზე გვირგვინი გედგა, თეთრი სამოსი გეცვა, თითქოს საპატარძლოდ იყავი გამზადებული...

- სიმღერა როკოპერიდან ("სუპერ ვარსკვლავი") ვიმღერე, მარიამ მაგდალინელი გახლდით. სიმბოლურად დაემთხვა, თან, შობის დღესასწაული იყო. ამასთან, ეკლესიაში ვგალობ...

ვფიქრობდი, თუ დავრჩები, კარგი ნომრით დავრჩები, თუ წამოვალ, კარგი ნომრით წამოვალ-მეთქი. სხავთა შორის, ისეთი ნომერი იყო, რომ ყველა, კულისებში თავის კომენტარში ამბობდა, ისეთ მაგარ სიმღერას მღერი, რომ უკვე ამიტომ ხარ გამარჯვებულიო. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელებსაც მოეწონათ, მაგრამ ყველამ ხმამაღლა ვერ აღიარა. ლელა წურწუმიას მამულიჩასთან ერთად, მერაბ სანოძეს, ბენდს დიდ მადლობას ვუხდი...

- ლელაზე თავიდან უარი რატომ თქვი?

- არა იმიტომ, რომ ნაკლებ პროფესიონალად მივიჩნიე, უბრალოდ, პირველად იჯდა მწვრთნელებს შორის და მეგონა, ამ საქმეში გამოუცდელია-მეთქი. არადა, ყველა მეუბნება, რომ ლელასთან უნდა წასულიყავი, ღირსეული პიროვნებაა და არ გიღალატებდაო. სხვათა შორის მაიასაც არ ეკუთვნოდა ის სიტყვები, რაც მასზე აქამდე ვთქვი, მაგრამ ძალიან შეიცვალა სიტუაცია და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის