მოდელებმა ბიანკა ბალტიმ და ევა ჰერციგოვამ Dolce & Gabbana-ს 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ გააგრძელეს ტრადიციული, დიდი იტალიური ოჯახის თემატიკა და ამჯერად "მხიარული სიცილიური წვეულება" წარმოადგინეს, რომლის ამსახველი ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.
შეგახსენებთ, ბიანკა ბალტის უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული Dolce & Gabbana-ს მსგავს სარეკლამო კამპანიაში. მაშინ მოდელი მსახიობ მონიკა ბელუჩისთან ერთად გადაიღეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე იხილეთ: ბიანკა ბალტი - ქალი, რომელიც მონიკა ბელუჩიმ ვერ დაჩრდილა
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.