სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC - საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები " ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი"
BBC - საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები " ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი"

"სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი "ყუ­თებ­ში ჰყავთ გა­მო­კე­ტი­ლი", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს "ბი­ბი­სი" რა­ი­ან დი­მიტ­რი­ეს სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ზე.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი პოსტ-საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა გახ­და, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფო ბავ­შვთა სახ­ლე­ბი გა­ა­უქ­მა მინ­დო­ბით აღ­ზრდის სა­სარ­გებ­ლოდ. თუმ­ცა, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი კვლა­ვაც მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გრძელ­ვა­დი­ა­ნი იზო­ლა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვის წი­ნა­შე დგა­ნან.

ავ­ტორს ასე­ვე მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს კო­ჯრის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სახ­ლში მცხოვ­რე­ბი, ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 18 წლის ვა­ნოს (ავ­ტორ­მა მას სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლა) მა­გა­ლი­თი და აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი სი­ცო­ცხლის ერ­თა­დერ­თი ნი­შან­წყა­ლი ის ხმაა, რო­მელ­საც ვანო გა­მოს­ცემს.

"ეს არის მისი ცხოვ­რე­ბა. ეს არის ყვე­ლა­ფე­რი, რისი გა­კე­თე­ბაც მას შე­უძ­ლია. რო­გორც აქა­ურ­მა თა­ნამ­შორმ­ლებ­მა გვი­თხრეს, უკვე ხუთი წე­ლია, ვანო სა­წო­ლი­დან მხო­ლოდ და­სა­ბა­ნად დგე­ბა. ეს სა­წო­ლია მისი სახ­ლი", - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (DRI) მკვლე­ვა­რის, ერიკ მე­თი­უ­სის კო­მენ­ტარს.

ამას­თან, ავ­ტო­რი ხაზს უს­ვამს, რომ (DRI)-ის რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით "უყუ­რა­დღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი", ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის ბავ­შვთა ზრუნ­ვის რე­ფორ­მე­ბი­დან გა­რიყ­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ბავ­შვთა თავ­შე­საფ­რებ­ში არ­სე­ბულ პა­რა­ლე­ლურ სის­ტე­მა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ამა­ვე ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ეკ­ლე­სი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მცხოვ­რებ ბავ­შვთა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ამას­თან, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლე­ბო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი არი­ან.

"რო­დე­საც ბავ­შვთა ზრუნ­ვის რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბა და­ვი­წყეთ, იმის გამო, რომ ასე­თი ბევ­რი ბავ­შვი გვყავს, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ გავ­წვდე­ბით. ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად ჯან­მრთელ ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბით და­ვი­წყეთ. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის ახა­ლი ოჯა­ხე­ბის პოვ­ნა კი რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პია", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, მა­მუ­კა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის კო­მენ­ტარს.

რა­ი­ან დი­მიტ­რიე ასე­ვე წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე 104 ბავ­შვი კვლა­ვაც სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­საფ­რებ­ში რჩე­ბა, 127 კი მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

თუმ­ცა, რო­გორც DRI-ის მკვლე­ვა­რი ერიკ მე­თი­უ­სი "ბი­ბი­სის­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა უმ­რავ­ლე­სო­ბა არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ თავ­შე­საფ­რე­ბი­დან მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში.

"ზო­გი­ერ­თი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა, ზო­გი­ერ­თი მოზ­რდილ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ არ­სე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ერიკ მე­თი­უ­სის კო­მენ­ტარს.

ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს "ევ­რი­ჩა­ილდ სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რის ან­დრო და­დი­ა­ნის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც "ბი­ბი­სის­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ლე­სია ყვე­ლა­ზე ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ინ­სტი­ტუ­ტია და პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­სა­ზი­რი­სი­თაც, თუ ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წახ­ვალ, ამომ­რჩე­ველ­თა ხმებს და­კარ­გავ.

"მე ვი­ყა­ვი ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ არ­სე­ბულ რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ისი­ნი კარ­გად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლია, ბავ­შვე­ბიც კარ­გად ჩაც­მუ­ლე­ბი არი­ან და კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, რომ ისი­ნი რა­ი­მეს აშა­ვებ­დნენ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სი სა­ფიქ­რა­ლი ის არის, რომ ეს არის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც 200 ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბა და რომ­ლის­გა­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვას ვცდი­ლობთ", - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი ან­დრო და­დი­ა­ნის სი­ტყვებს.

რა­ი­ან დი­მიტ­რი­ეს ასე­ვე წერს მარ­ტყო­ფის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მო­ზარ­დთა სახ­ლში მცხოვ­რე­ბი 21 წლის სი­მას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გო­გო­ნას თქმით, დე­დამ თა­ვი­სი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გამო უარ­ყო. სიმა ასე­ვე ამ­ბობს, რომ მას არას­დროს უვ­ლია სკო­ლა­ში და არ მი­უ­ღია გა­ნათ­ლე­ბა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ხაზს უს­ვამს, რომ სიმ­ღე­რის, ქსო­ვი­სა და ხელ­საქ­მის სხვა გაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი ბევ­რი ვე­რაფ­რით საქმდე­ბი­ან.

"31 წლის სო­ფი­კო, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­ი­ზარ­და და მცი­რე მენ­ტა­ლუ­რი შე­ფერ­ხე­ბის დი­აგ­ნო­ზი აქვს, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე თა­ვი­სი 2 წლის შვილს მაჩ­ვე­ნებს. სო­ფი­კო იძუ­ლე­ბით მო­წყვი­ტეს შვილს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მას არ აქვს უფ­ლე­ბა ბავ­შვი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ზარ­დოს", - წერს რა­ი­ან დი­მიტ­რიე.

ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს DRI-ის ან­გა­რი­შის ავ­ტო­რის ერიკ მე­თი­უ­სის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი ყუ­თებ­ში ჰყავთ გა­მო­კე­ტი­ლი და იქ აცხოვ­რე­ბენ 18 წლამ­დე.

"რო­დე­საც მათ 18 წელი შე­უს­რულ­დე­ბათ, ისი­ნი სხვა ყუთ­ში, მოზ­რდილ­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ ყუთ­ში გა­დავ­ლენ", - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი ერიკ მე­თი­უ­სის კო­მენ­ტარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

BBC - საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები " ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი"

BBC - საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები " ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი"

"საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები "ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი", - ამ სათაურით აქვეყნებს "ბიბისი" რაიან დიმიტრიეს სტატიას საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველო პირველი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა გახდა, რომელმაც სახელმწიფო ბავშვთა სახლები გააუქმა მინდობით აღზრდის სასარგებლოდ. თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები კვლავაც მარგინალიზებული არიან და საზოგადოებისგან გრძელვადიანი იზოლაციის პერსპექტივის წინაშე დგანან.

ავტორს ასევე მაგალითად მოჰყავს კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლში მცხოვრები, ცერებრალური დამბლით დაავადებული 18 წლის ვანოს (ავტორმა მას სახელი შეუცვალა) მაგალითი და აღნიშნავს, რომ მისი სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი ის ხმაა, რომელსაც ვანო გამოსცემს.

"ეს არის მისი ცხოვრება. ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. როგორც აქაურმა თანამშორმლებმა გვითხრეს, უკვე ხუთი წელია, ვანო საწოლიდან მხოლოდ დასაბანად დგება. ეს საწოლია მისი სახლი", - ციტირებს ავტორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (DRI) მკვლევარის, ერიკ მეთიუსის კომენტარს.

ამასთან, ავტორი ხაზს უსვამს, რომ (DRI)-ის რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით "უყურადღებოდ მიტოვებულები", ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბავშვთა ზრუნვის რეფორმებიდან გარიყვასა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მფარველობის ქვეშ არსებული ბავშვთა თავშესაფრებში არსებულ პარალელურ სისტემაზე თვალის დახუჭვაში ადანაშაულებს.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკლესიის დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვთა ზუსტი რაოდენობა გაურკვეველია.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი წერს საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვები იგნორირებული არიან.

"როდესაც ბავშვთა ზრუნვის რეფორმის გატარება დავიწყეთ, იმის გამო, რომ ასეთი ბევრი ბავშვი გვყავს, ყველა მიმართულებით ვერ გავწვდებით. ამიტომ თავდაპირველად ჯანმრთელ ბავშვებთან მუშაობით დავიწყეთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ახალი ოჯახების პოვნა კი რეფორმის მეორე ეტაპია", - ციტირებს სტატიის ავტორი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, მამუკა მაჭავარიანის კომენტარს.

რაიან დიმიტრიე ასევე წერს, რომ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 104 ბავშვი კვლავაც სახელმწიფო თავშესაფრებში რჩება, 127 კი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.

თუმცა, როგორც DRI-ის მკვლევარი ერიკ მეთიუსი "ბიბისისთან" საუბრისას აღნიშნავს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უმრავლესობა არ გადაუყვანიათ თავშესაფრებიდან მინდობით აღზრდაში.

"ზოგიერთი ბავშვი დაიღუპა, ზოგიერთი მოზრდილთა დაწესებულებებში გადაიყვანეს. დანარჩენები კი ეკლესიის მმართველობის ქვეშ არსებულ დაწესებულებებში არიან ხელისუფლების ზედამხედველობის გარეშე", - ციტირებს სტატიის ავტორი ერიკ მეთიუსის კომენტარს.

ავტორი ასევე ციტირებს "ევრიჩაილდ საქართველოს" დირექტორის ანდრო დადიანის კომენტარს, რომელიც "ბიბისისთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ეკლესია ყველაზე ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტია და პოლიტიკური თვალსაზირისითაც, თუ ეკლესიის წინააღმდეგ წახვალ, ამომრჩეველთა ხმებს დაკარგავ.

"მე ვიყავი ეკლესიის მმართველობის ქვეშ არსებულ რამდენიმე დაწესებულებაში. ისინი კარგად გარემონტებულია, ბავშვებიც კარგად ჩაცმულები არიან და კარგი განათლება აქვთ მიღებული. აუცილებელი არ არის, რომ ისინი რაიმეს აშავებდნენ ამ დაწესებულებებში, მაგრამ უპირველესი საფიქრალი ის არის, რომ ეს არის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტიპის დაწესებულება, რომელშიც 200 ბავშვი იმყოფება და რომლისგანაც თავის დაღწევას ვცდილობთ", - ციტირებს ავტორი ანდრო დადიანის სიტყვებს.

რაიან დიმიტრიეს ასევე წერს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა სახლში მცხოვრები 21 წლის სიმას შესახებ, რომელიც გოგონას თქმით, დედამ თავისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო უარყო. სიმა ასევე ამბობს, რომ მას არასდროს უვლია სკოლაში და არ მიუღია განათლება.

სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს, რომ სიმღერის, ქსოვისა და ხელსაქმის სხვა გაკვეთილების გარდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები ბევრი ვერაფრით საქმდებიან.

"31 წლის სოფიკო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა და მცირე მენტალური შეფერხების დიაგნოზი აქვს, მობილურ ტელეფონზე თავისი 2 წლის შვილს მაჩვენებს. სოფიკო იძულებით მოწყვიტეს შვილს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, მას არ აქვს უფლება ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებაში გაზარდოს", - წერს რაიან დიმიტრიე.

ავტორი ასევე ციტირებს DRI-ის ანგარიშის ავტორის ერიკ მეთიუსის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი და იქ აცხოვრებენ 18 წლამდე.

"როდესაც მათ 18 წელი შეუსრულდებათ, ისინი სხვა ყუთში, მოზრდილთათვის განკუთვნილ ყუთში გადავლენ", - ციტირებს ავტორი ერიკ მეთიუსის კომენტარს.

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

თოვლი, ნისლი, მთაში - ზვავსაშიშროება - მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს