მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყირგიზეთის მუფთი სექს-ვიდეოს გამო გადადგა
ყირგიზეთის მუფთი სექს-ვიდეოს გამო გადადგა

ყირ­გი­ზეთ­ში მუფ­თი რახ­მა­ტუ­ლა ეგემ­ბერ­დი­ე­ვი გა­დად­გა. ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან სექ­სუ­ა­ლუ­რი სკან­და­ლის გამო მი­ი­ღო.

ულე­მე­ბის საბ­ჭოს რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე ეგემ­ბერ­დი­ე­ვის გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თხმად მი­ი­ღეს. დრო­ე­ბით მის მო­ვა­ლე­ო­ბებს მისი მო­ად­გი­ლე მაკ­სატ ტო­კტო­მუ­შე­ვი შე­ას­რუ­ლებს. ახალ მუფ­თის 8 თე­ბერ­ვალს აირ­ჩე­ვენ.

ეგემ­ბერ­დი­ე­ვის გარ­შე­მო სკან­და­ლი იან­ვრის და­სა­წყის­ში აგორ­და, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­ში მუფ­თი­სა და ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დეო გავ­რცელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­დეო წა­შა­ლეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი ფა­რუ­ლი კა­მე­რით გა­და­ი­ღეს.

თა­ვად მუფ­თიმ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ვი­დე­ო­ზე სწო­რედ ის იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ქალს, იგი მის მე­ო­რე ცო­ლად და­ა­სა­ხე­ლა. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ეგემ­ბერ­დი­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა მათ ტრა­დი­ცი­ებ­სა და შა­რი­ათს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა ყირ­გი­ზეთ­ში აკ­რძა­ლუ­ლია, იგი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. ეგემ­ბერ­დი­ე­ვის თქმით, ქალი მისი მე­ო­რე ცოლი ე.წ ნი­კი­ა­ხის - ის­ლა­მუ­რი ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ით გახ­და. ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, მა­მა­კა­ცე­ბი ამ ცე­რე­მო­ნი­ის წყა­ლო­ბით რამ­დე­ნი­მე ცოლს ირ­თა­ვენ.

ეგემ­ბერ­დი­ევ­მა სკან­დალ­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და­ა­და­ნა­შუ­ლა. "აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ბინ­ძუ­რი და ამაზ­რზე­ნი საქ­ცი­ე­ლია",- გა­ნა­ცხა­და მან.

6 იან­ვარს ბიშ­კეკ­ში მუფ­თის ოფი­სის წინ მისი გა­და­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით აქ­ცია გა­ი­მარ­თა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rus.azattyq.org-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ყირგიზეთის მუფთი სექს-ვიდეოს გამო გადადგა

ყირგიზეთის მუფთი სექს-ვიდეოს გამო გადადგა

ყირგიზეთში მუფთი რახმატულა ეგემბერდიევი გადადგა. ასეთი გადაწყვეტილება მან სექსუალური სკანდალის გამო მიიღო.

ულემების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ეგემბერდიევის გადადგომის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. დროებით მის მოვალეობებს მისი მოადგილე მაკსატ ტოკტომუშევი შეასრულებს. ახალ მუფთის 8 თებერვალს აირჩევენ.

ეგემბერდიევის გარშემო სკანდალი იანვრის დასაწყისში აგორდა, როდესაც ინტერნეტში მუფთისა და ახალგაზრდა ქალის მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ვიდეო გავრცელდა. მოგვიანებით ვიდეო წაშალეს. სავარაუდოდ, იგი ფარული კამერით გადაიღეს.

თავად მუფთიმ დაადასტურა, რომ ვიდეოზე სწორედ ის იყო აღბეჭდილი. რაც შეეხება ქალს, იგი მის მეორე ცოლად დაასახელა. ერთ-ერთ ინტერვიუში ეგემბერდიევმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახური ცხოვრება მათ ტრადიციებსა და შარიათს შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად მრავალცოლიანობა ყირგიზეთში აკრძალულია, იგი სისხლის სამართლის დანაშაულია. ეგემბერდიევის თქმით, ქალი მისი მეორე ცოლი ე.წ ნიკიახის - ისლამური ქორწინების ცერემონიით გახდა. ქვეყნებში, სადაც მრავალცოლიანობა აკრძალულია, მამაკაცები ამ ცერემონიის წყალობით რამდენიმე ცოლს ირთავენ.

ეგემბერდიევმა სკანდალში მაღალი თანამდებობის პირები დაადანაშულა. "აღნიშნული ვიდეოს გამოაშკარავება ჩვენი პოლიტიკოსების ბინძური და ამაზრზენი საქციელია",- განაცხადა მან.

6 იანვარს ბიშკეკში მუფთის ოფისის წინ მისი გადაყენების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

მომზადებულია rus.azattyq.org-ის მიხედვით.

რაში დაარწმუნა პუტინმა ფაშინიანი და როგორია ვითარება მთიან ყარაბაღში - კონფლიქტის მე-11 დღე

ყირგიზეთის პრემიერად პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი პრემიერი დანიშნეს, ხელისუფლება კი ხელში ოპოზიციამ ჩაიგდო - რა ხდება ბიშკეკში

"აზერბაიჯანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა დაიწყო" - რა ინფორმაციას ავრცელებს სომხური მედია