პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბასილ კობახიძე - უკვე მრავალი წელია, საქართველოს ეკლესია, ადამიანებს გაუკუღმართებულ ქრისტიანობას ასწავლის
ბასილ კობახიძე - უკვე მრავალი წელია, საქართველოს ეკლესია, ადამიანებს გაუკუღმართებულ ქრისტიანობას ასწავლის

თე­ო­ლო­გი ბა­სილ კო­ბა­ხი­ძე დედა პა­რას­კე­ვას მო­წო­დე­ბით მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხი­დან მორ­წმუ­ნე­თა მი­ზღვა­ვე­ბას "რე­ლი­გი­ურ ის­ტე­რი­ას" უწო­დებს და აცხა­დებს, რომ ამას სა­ერ­თო არ აქვს ქრის­ტი­ა­ნულ რწმე­ნას­თან. ის ამ ყვე­ლაფ­რის უკან მარ­თლმა­დი­დე­ბელ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ხე­დავს, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ.

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ ყვე­ლა­ფერს ცი­ნიზ­მი ახ­ლავს, რაც ჩანს თა­ვად დედა პა­რას­კე­ვას მიერ რამ­დენ­ჯერ­მე შეც­ვლილ გან­ცხა­დე­ბა­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს მი­მარ­თვა­ში, სა­დაც ნათ­ქვა­მია რომ "ხორ­ცი­ელ­დე­ბა ის თხოვ­ნე­ბი, რაც ღვთის სათ­ნოა და, რა­ზეც უფ­ლის ნე­ბაა და არა ნე­ბის­მი­ე­რი ნატ­ვრა". ხოლო სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ეკ­ლე­სი­ა­ში "მად­ლის ტრი­ა­ლის" შე­სა­ხებ, სა­ერ­თოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბელ თე­ო­ლო­გი­ას.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, რე­ლი­გი­უ­რი ის­ტე­რი­ის ეს დიდი მას­შტა­ბე­ბი აჩ­ვე­ნებს, თუ რამ­ხე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნა აქვს ეკ­ლე­სი­ას მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. "ბო­ლოს და ბო­ლოს ეს სა­ცო­და­ვი კა­ციც, ბერი გაბ­რი­ე­ლი, და­ა­ყე­ნონ საფ­ლავ­ში. შექ­მნეს მის­გან კულ­ტი და ახლა მი­სით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ. აქ მარ­ტო მამა გაბ­რი­ე­ლი არ არის, უამ­რა­ვი კულ­ტი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რუ­სეთ­ში უფრო მე­ტია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი კულ­ტია, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა: წმინ­და კალ­მა­ხე­ბი, წმინ­და წყა­რო­ე­ბი, წმინ­და ქვე­ბი, ღვთის რჩე­უ­ლი ქა­თა­მი, რო­მელ­მაც თავი მო­იკ­ლა, მაგ­რამ და­ტო­ვა ღვთა­ებ­რი­ვი კვერ­ცხი, წმინ­და გი­ორ­გის შავი ხელი, რო­მე­ლიც ხან­და­ხან გა­მოჩ­ნდე­ბა და ურტყამს კბი­ლებ­ში ადა­მი­ა­ნებს და ა.შ ასე­თი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი" , - ამ­ბობს თე­ო­ლო­გი.

მისი თქმით, რამ­დე­ნი­მე მღვდელ­მა ამ ბოლო დღე­ე­ბის მცხე­თის ამ­ბე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა, დას­ცი­ნა მრევლს, რაც, მისი თქმით, არის უნა­მუ­სო­ბა. "თვი­თონ არი­ან ამის შე­მოქ­მედ­ნი და მერე თა­ვად­ვე დას­ცი­ნი­ან ხალ­ხს. თან ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი არის ცნო­ბი­ლი ექ­სტრე­მის­ტი რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ არ­მე­ნო­ფო­ბი­ურ გა­მოს­ვლებ­ში, მო­უ­წო­დებ­დნენ სის­ხლისღვრი­სა­კენ, ასე­ვე მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ამარ­თლებ­დნენ 17 მა­ი­სის დარ­ბე­ვას, მათ­გან ასე­თი ქი­ლი­კი და და­ცინ­ვა, იმ ეკ­ლე­სი­ის მიერ ასე გაწ­ვა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც არი­ან, არის ცი­ნიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან", - აცხა­დებს ბა­სილ კო­ბა­ხი­ძე.

თე­ო­ლო­გის თქმით, უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია, ადა­მი­ა­ნებს ას­წავ­ლის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბულ ქრის­ტი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს სა­ხა­რე­ბას­თან და თე­ო­ლო­გი­ას­თან. კო­ბა­ხი­ძეს მი­აჩ­ნია, რომ სა­პატ­რი­არ­ქომ შექ­მნა თა­ვი­სი რე­ლი­გია, რო­მე­ლიც ფსევ­დოქ­რის­ტი­ა­ნულ ფოლკ­ლორ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­როდ, სა­პატ­რი­არ­ქოს წყა­ლო­ბით, რე­ლი­გი­უ­რი სიბ­ნე­ლე ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილ­შია მო­დე­ბუ­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბი სიმ­ძაფ­რით. აგ­რეთ­ვე ადა­მი­ა­ნებს აქვთ მერ­კან­ტი­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რე­ლი­გი­ის მი­მართ, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ სხვა მი­ზე­ზე­ბით. ჩემი აზ­რით, სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ხე­ლა გავ­ლე­ნა აქვს. თვი­თონ ეკ­ლე­სი­ას არ აქვს და არც ჰქო­ნია არც იმის ინ­ტე­ლე­ქუ­ა­ლუ­რი ან სხვა რა­ი­მე რე­სურ­სი, რომ ასე­თუ უზარ­მა­ზა­რი გავ­ლე­ნა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, მაგ­რამ ამა­ში მას სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი პო­ლი­ტი­კა და­ეხ­მა­რა. ვერც ერთი პრო­რუ­სუ­ლი ძალა ვერ გა­ა­კე­თებ­და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მსგავს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რო­გორც ეს სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა მო­ა­ხერ­ხეს", - აცხა­დებს კო­ბა­ხი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

tspress.ge

ბასილ კობახიძე - უკვე მრავალი წელია, საქართველოს ეკლესია, ადამიანებს გაუკუღმართებულ ქრისტიანობას ასწავლის

ბასილ კობახიძე - უკვე მრავალი წელია, საქართველოს ეკლესია, ადამიანებს გაუკუღმართებულ ქრისტიანობას ასწავლის

თეოლოგი ბასილ კობახიძე დედა პარასკევას მოწოდებით მამა გაბრიელის საფლავზე საქართველოს ყველა კუთხიდან მორწმუნეთა მიზღვავებას "რელიგიურ ისტერიას" უწოდებს და აცხადებს, რომ ამას საერთო არ აქვს ქრისტიანულ რწმენასთან. ის ამ ყველაფრის უკან მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ხედავს, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად სასოწარკვეთილი ადამიანებით მანიპულირებენ.

კობახიძის განცხადებით, ამ ყველაფერს ცინიზმი ახლავს, რაც ჩანს თავად დედა პარასკევას მიერ რამდენჯერმე შეცვლილ განცხადებასა და საპატრიარქოს მიმართვაში, სადაც ნათქვამია რომ "ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და, რაზეც უფლის ნებაა და არა ნებისმიერი ნატვრა". ხოლო საპატრიარქოს განცხადება დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში "მადლის ტრიალის" შესახებ, საერთოდ არ შეესაბამება მართლმადიდებელ თეოლოგიას.

კობახიძის თქმით, რელიგიური ისტერიის ეს დიდი მასშტაბები აჩვენებს, თუ რამხელა ნეგატიური, ირაციონალური გავლენა აქვს ეკლესიას მოსახლეობაზე. "ბოლოს და ბოლოს ეს საცოდავი კაციც, ბერი გაბრიელი, დააყენონ საფლავში. შექმნეს მისგან კულტი და ახლა მისით მანიპულირებენ. აქ მარტო მამა გაბრიელი არ არის, უამრავი კულტი არსებობს საქართველოში და რუსეთში უფრო მეტია. საქართველოში ბევრი კულტია, მაგალითად, როგორიცაა: წმინდა კალმახები, წმინდა წყაროები, წმინდა ქვები, ღვთის რჩეული ქათამი, რომელმაც თავი მოიკლა, მაგრამ დატოვა ღვთაებრივი კვერცხი, წმინდა გიორგის შავი ხელი, რომელიც ხანდახან გამოჩნდება და ურტყამს კბილებში ადამიანებს და ა.შ ასეთი სისულელეები" , - ამბობს თეოლოგი.

მისი თქმით, რამდენიმე მღვდელმა ამ ბოლო დღეების მცხეთის ამბები გააკრიტიკა, დასცინა მრევლს, რაც, მისი თქმით, არის უნამუსობა. "თვითონ არიან ამის შემოქმედნი და მერე თავადვე დასცინიან ხალხს. თან ზოგიერთი მათგანი არის ცნობილი ექსტრემისტი რომლებიც მონაწილეობდნენ არმენოფობიურ გამოსვლებში, მოუწოდებდნენ სისხლისღვრისაკენ, ასევე მედიის საშუალებით ამართლებდნენ 17 მაისის დარბევას, მათგან ასეთი ქილიკი და დაცინვა, იმ ეკლესიის მიერ ასე გაწვალებული ადამიანებისა, რომლის სასულიერო პირებიც არიან, არის ცინიზმის გამოვლინება საპატრიარქოს მხრიდან", - აცხადებს ბასილ კობახიძე.

თეოლოგის თქმით, უკვე მრავალი წელია საქართველოს ეკლესია, ადამიანებს ასწავლის გაუკუღმართებულ ქრისტიანობას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სახარებასთან და თეოლოგიასთან. კობახიძეს მიაჩნია, რომ საპატრიარქომ შექმნა თავისი რელიგია, რომელიც ფსევდოქრისტიანულ ფოლკლორზეა დაფუძნებული.

"სამწუხაროდ, საპატრიარქოს წყალობით, რელიგიური სიბნელე ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილშია მოდებული მეტ-ნაკლები სიმძაფრით. აგრეთვე ადამიანებს აქვთ მერკანტილური დამოკიდებულება რელიგიის მიმართ, რაც განპირობებულია პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა მიზეზებით. ჩემი აზრით, სწორედ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ საპატრიარქოს დღეს საქართველოში ამხელა გავლენა აქვს. თვითონ ეკლესიას არ აქვს და არც ჰქონია არც იმის ინტელექუალური ან სხვა რაიმე რესურსი, რომ ასეთუ უზარმაზარი გავლენა მოეპოვებინა საზოგადოებაზე, მაგრამ ამაში მას სწორედ სააკაშვილი და მისი პოლიტიკა დაეხმარა. ვერც ერთი პრორუსული ძალა ვერ გააკეთებდა დასავლური ღირებულებების მსგავს დისკრედიტაციას, როგორც ეს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოახერხეს", - აცხადებს კობახიძე.

იხილეთ ვრცლად

tspress.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია