Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვნებები სუროგაციის ირგვლივ - რომელ ქვეყნებში ითვლება ის უკანონოდ
ვნებები სუროგაციის ირგვლივ - რომელ ქვეყნებში ითვლება ის უკანონოდ

პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს, რო­მელ­შიც ილია მე­ო­რემ ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, სინ­ჯა­რა­ში ჩა­სა­ხუ­ლი ბავ­შვე­ბი და სუ­რო­გა­ცია "მძი­მე ეთი­კურ სა­კი­თხე­ბად" მო­იხ­სე­ნია, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია, უშ­ვი­ლო წყვი­ლებს ბავ­შვის ყო­ლის უფ­ლე­ბა წა­არ­თვა. მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ ამო­რა­ლუ­რია, სუ­რო­გა­ცია ქალ­მა შე­მო­სავ­ლის წყა­როდ გა­ი­ხა­დოს.

მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სუ­რო­გა­ცი­ის გზით გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი მათი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბი­ან, თუმ­ცა ბევ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ მოვ­ლე­ნის ეთი­კურ ას­პექ­ტზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და სწო­რედ ეთი­კუ­რი მი­ზე­ზით ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მას.

ეს სა­კი­თხი და­სავ­ლე­თის (და აღ­მო­სავ­ლე­თის) გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც საკ­მა­ოდ სა­კა­მა­თოა და ბევ­რგან სა­ერ­თოდ კა­ნონ­გა­რე­შედ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სუ­რო­გა­ცია მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში უკა­ნო­ნოა. მა­გა­ლი­თად, ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, თურ­ქე­თი, ია­პო­ნია, ჩი­ნე­თი და აშშ-ს ზო­გი­ერ­თი შტა­ტი. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სუ­რო­გა­ცია დაშ­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ ალ­ტრუ­ის­ტუ­ლი მო­ტი­ვით, კო­მერ­ცი­უ­ლი კი, რო­დე­საც ქალს ბავ­შვის გა­ჩე­ნა­ში ფულს უხ­დი­ან, უკა­ნო­ნოა. მა­გა­ლი­თად, ასე­თი ქვეყ­ნე­ბია და­ნია, ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, კა­ნა­და (კვე­ბე­კის შტა­ტის გარ­და, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი სუ­რო­გა­ცია უკა­ნო­ნოა), ავ­სტრა­ლია და უნ­გრე­თი.

ბევ­რგან, მაგ. სკან­დი­ნა­ვი­ა­ში და აშშ-ს ბევრ შტატ­ში ის კა­ნო­ნით მკა­ფი­ოდ არ რე­გუ­ლირ­დე­ბა.

იმ ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში, სა­დაც სუ­რო­გა­ცია სრუ­ლი­ად დაშ­ვე­ბუ­ლია, შე­დი­ან: აშშ-ს რამ­დე­ნი­მე შტა­ტი (მაგ. კა­ლი­ფორ­ნია და არ­კან­ზა­სი), რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა, ბე­ლო­რუ­სი, სამ­ხრეთ აფ­რი­კა და სა­ქარ­თვე­ლო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სუ­რო­გა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გია არა მარ­ტო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, არა­მედ კა­თო­ლი­კუ­რიც და ზო­გი­ერ­თი პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი დე­ნო­მი­ნა­ცი­აც.

სუ­რო­გა­ცია ორ ძი­რი­თად ჯგუ­ფად იყო­ფა: ტრა­დი­ცი­უ­ლი, როცა სუ­რო­გა­ტი დედა ბავ­შვის გე­ნე­ტი­კუ­რი დე­დაა და გეს­ტა­ცი­უ­რი, როცა დე­დი­სა და მა­მის სა­ს­ქე­სო უჯრე­დე­ბის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა (ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა) და შემ­დეგ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დი შეჰ­ყავთ სუ­რო­გა­ტი დე­დის სხე­ულ­ში. ამ დროს სუ­რო­გა­ტი დედა ბავ­შვის გე­ნე­ტი­კუ­რი მშო­ბე­ლი არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­რო­გა­ტი დე­დო­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი მზარ­დია. სუ­რო­გა­ტი დე­დის დახ­მა­რე­ბით ბავ­შვის გა­ჩე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 23 ათა­სი დო­ლა­რი ჯდე­ბა. ეს კი სხვა ქვეყ­ნე­ბის ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით, საკ­მა­ოდ ია­ფია.

ბევ­რი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია ეპის­ტო­ლე­ში ნახ­სე­ნებ­მა შემ­დეგ­მა ფრა­ზამ: "შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა? ეს პა­ტა­რა ხომ თა­ვი­დან­ვე გა­წი­რეს უსიყ­ვა­რუ­ლო­ბის­თვის, მი­უ­საფ­რო­ბი­სა და მარ­ტო­ო­ბის­თვის. იგი კე­თილ­დღე­ო­ბა­შიც რომ გა­ი­ზარ­დოს, მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დის ამ სიმ­ძი­მეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის და ეს აუ­ცი­ლებ­ლად იჩენს თავს ზრდას­რულ ასაკ­ში.

პრობ­ლე­მა­ტურ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის ბავ­შვე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით და­ი­ბად­ნენ და მათი სი­ცო­ცხლე მრა­ვა­ლი ემ­ბრი­ო­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თარ­და...

ამი­ტომ, არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არა გვაქვს, ხელ­ვყოთ უფ­ლის ეს წყა­ლო­ბა და ვინც ამას აკე­თებს და არ შე­ი­ნა­ნებს, და­ის­ჯე­ბა!" - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში.

ეს ბევ­რმა ბავ­შვე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ად აღიქ­ვა. მკაც­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სის და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­და­ნაც.

ალი­ლოს მსვლე­ლო­ბი­სას სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცია გა­აპ­რო­ტეს­ტეს პლა­კა­ტე­ბით, რო­მელ­ზეც ეწე­რა: "სინ­ჯა­რა­ში ჩა­სა­ხუ­ლი ბავ­შვიც ბავ­შვია, ნუ წა­არ­თმევ უფ­ლე­ბას, გახ­დეს მშო­ბე­ლი".

სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს ამ ნა­წილს პრე­მი­ე­რის თა­ნა­შემ­წე თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მათ შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა:

"გან­სა­კუთ­რე­ბით ვუ­ლო­ცავ ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის და სუ­რო­გა­ცი­ის გზით და­ბა­დე­ბულ სრუ­ლი­ად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პა­ტა­რებს, მათ ოჯა­ხებს, სუ­რო­გატ დე­დებს, უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებს; ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც თურ­მე, ვი­ღა­ცას უნდა ვე­მორ­ჩი­ლოთ; გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც თურ­მე ფსევ­დო­კულ­ტუ­რი­თა და ცრუ თა­ვი­სუფ­ლე­ბით არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ყვე­ლა სხვას, ვი­საც დღეს გული ეტ­კი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ღმერ­თს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუყ­ვარ­ვართ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი ჩა­სახ­ვით და­ბა­დე­ბუ­ლი, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი მა­მა­კა­ცის გარ­და ყვე­ლა არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბი გა­მოვ­დი­ვართ, მა­ინც მა­თაც მრა­ვალ ბედ­ნი­ერ შო­ბას ვუ­სურ­ვებ", - წერს ჩუ­გოშ­ვი­ლი.

ჯან­დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე ფიქ­რობს, რომ სუ­რო­გა­ცია იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს და­საშ­ვე­ბი, თუკი სუ­რო­გა­ტი დე­დო­ბის სურ­ვი­ლი ჰუ­მა­ნიზმს ეფუძ­ნე­ბა: ხუნ­და­ძის თქმით, "როცა ეს სხე­უ­ლის გა­ყიდ­ვის ფა­სად ხდე­ბა და ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ეს შე­მო­სავ­ლის წყა­როდ გა­ი­ხა­დოს, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია".

"აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ ეპის­ტო­ლეს იმ ნა­წი­ლის ში­ნა­არ­სით, სა­დაც გა­მოთ­ქმუ­ლია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით ჩა­სა­ხუ­ლი ბავ­შვე­ბი არას­რულ­ფა­სო­ვან­ნი გა­მო­დი­ან, - "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს დო­ნო­რო­ბი­სა და რეპ­რო­დუქ­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ხა­ჭა­პუ­რი­ძე, რო­მელ­მაც სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცია ალი­ლოს მსვლე­ლო­ბი­სას პლა­კა­ტე­ბით გა­აპ­რო­ტეს­ტა, - და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია ამ ნიშ­ნით მათი გა­მორ­ჩე­ვა. ისი­ნი არ გან­სხვავ­დე­ბი­ან სხვა ბავ­შვე­ბის­გან და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­დე­ბა გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა თუ მის გა­რეთ. ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბე­ლია ამ სა­კი­თხებ­ში. არ მგო­ნია, ასეთ მიდ­გო­მას ჰუ­მა­ნიზ­მთან და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან ჰქონ­დეს რამე კავ­ში­რი. ასე ხე­ლა­ღე­ბით არ შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. ამ­გვა­რი პრობ­ლე­მა ათა­სო­ბით ოჯახს ეხე­ბა და ათა­სო­ბით ოჯა­ხის ბე­დია ამა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუკი შე­იძ­ლე­ბა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვუმ­კურ­ნა­ლოთ გულს, თირკმლებს და ა.შ., რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ვუმ­კურ­ნა­ლოთ უნა­ყო­ფო­ბას?! მი­თუ­მე­ტეს, რომ უნა­ყო­ფო­ბის მკურ­ნა­ლო­ბით ბავ­შვი და ერის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი იბა­დე­ბა".

თა­მარ ხა­ჭა­პუ­რი­ძის თქმით, სუ­რო­გა­ცია წყვილს 20 ათას დო­ლარ­ზე მეტი უჯ­დე­ბა:

"სუ­რო­გა­ტი დედა 12-13 ათას დო­ლარს იღებს. გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, და ა.შ. და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათას დო­ლა­რამ­დე ჯდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი ტი­პის ბევ­რი კლი­ნი­კაა და ვერ გე­ტყვით, წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა ხდე­ბა, თუმ­ცა უნდა ით­ქვას, რომ ეს ციფ­რი მზარ­დია. ნე­ბის­მი­ე­რი ქალი, რო­მელ­საც საშ­ვი­ლოს­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, სუ­რო­გა­ცი­ის მე­თოდს მი­მარ­თავს და თა­ვის შვილს სხვას აჩე­ნი­ნებს. საკ­ვერ­ცხე­ე­ბი კი თვი­თონ ამ ქა­ლის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და გა­და­ნერგვა ხდე­ბა. სუ­რო­გა­ცი­ის­თვის ქარ­თვე­ლი წყვი­ლე­ბიც მოგ­ვმარ­თა­ვენ და უცხო­ე­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, მო­უ­მარ­თავთ ის­რა­ე­ლი­დან, სა­დაც სუ­რო­გა­ცია კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი, თუმ­ცა იქ ეს გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბა", - ამ­ბობს ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

ნინო ნაც­ვა­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვნებები სუროგაციის ირგვლივ - რომელ ქვეყნებში ითვლება ის უკანონოდ

ვნებები სუროგაციის ირგვლივ - რომელ ქვეყნებში ითვლება ის უკანონოდ

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს, რომელშიც ილია მეორემ ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები და სუროგაცია "მძიმე ეთიკურ საკითხებად" მოიხსენია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია, უშვილო წყვილებს ბავშვის ყოლის უფლება წაართვა. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამორალურია, სუროგაცია ქალმა შემოსავლის წყაროდ გაიხადოს.

მეცნიერული კვლევების შედეგად, ყოველ შემთხვევაში აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები მათი თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებიან, თუმცა ბევრი სპეციალისტი ამ მოვლენის ეთიკურ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და სწორედ ეთიკური მიზეზით ეწინააღმდეგება მას.

ეს საკითხი დასავლეთის (და აღმოსავლეთის) განვითარებულ ქვეყნებშიც საკმაოდ საკამათოა და ბევრგან საერთოდ კანონგარეშედ არის გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ სუროგაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკანონოა. მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, პორტუგალია, თურქეთი, იაპონია, ჩინეთი და აშშ-ს ზოგიერთი შტატი. ბევრ ქვეყანაში სუროგაცია დაშვებულია მხოლოდ ალტრუისტული მოტივით, კომერციული კი, როდესაც ქალს ბავშვის გაჩენაში ფულს უხდიან, უკანონოა. მაგალითად, ასეთი ქვეყნებია დანია, ბელგია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, კანადა (კვებეკის შტატის გარდა, სადაც ყველანაირი სუროგაცია უკანონოა), ავსტრალია და უნგრეთი.

ბევრგან, მაგ. სკანდინავიაში და აშშ-ს ბევრ შტატში ის კანონით მკაფიოდ არ რეგულირდება.

იმ ქვეყნების სიაში, სადაც სუროგაცია სრულიად დაშვებულია, შედიან: აშშ-ს რამდენიმე შტატი (მაგ. კალიფორნია და არკანზასი), რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, სამხრეთ აფრიკა და საქართველო.

აღსანიშნავია, რომ სუროგაციის წინააღმდეგია არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ კათოლიკურიც და ზოგიერთი პროტესტანტული დენომინაციაც.

სუროგაცია ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ტრადიციული, როცა სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური დედაა და გესტაციური, როცა დედისა და მამის სასქესო უჯრედების განაყოფიერება ლაბორატორიულ პირობებში ხდება (ინ ვიტრო განაყოფიერება) და შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეჰყავთ სუროგატი დედის სხეულში. ამ დროს სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური მშობელი არ არის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სუროგატი დედობის მსურველთა რიცხვი მზარდია. სუროგატი დედის დახმარებით ბავშვის გაჩენა საქართველოში დაახლოებით 23 ათასი დოლარი ჯდება. ეს კი სხვა ქვეყნების ფასებთან შედარებით, საკმაოდ იაფია.

ბევრი პროტესტი გამოიწვია ეპისტოლეში ნახსენებმა შემდეგმა ფრაზამ: "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა...

ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს, ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!" - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

ეს ბევრმა ბავშვების სტიგმატიზაციად აღიქვა. მკაცრი რეაქცია მოჰყვა ბევრი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც.

ალილოს მსვლელობისას საპატრიარქოს პოზიცია გააპროტესტეს პლაკატებით, რომელზეც ეწერა: "სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია, ნუ წაართმევ უფლებას, გახდეს მშობელი".

საშობაო ეპისტოლეს ამ ნაწილს პრემიერის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და მათ შობის დღესასწაული მიულოცა:

"განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს; ქალებს, რომლებიც თურმე, ვიღაცას უნდა ვემორჩილოთ; გოგონებს, რომლებიც თურმე ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებული და ყველა სხვას, ვისაც დღეს გული ეტკინა. დარწმუნებული ვარ, ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვართ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ჩასახვით დაბადებული, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი, ჰეტეროსექსუალი მამაკაცის გარდა ყველა არასრულფასოვნები გამოვდივართ, მაინც მათაც მრავალ ბედნიერ შობას ვუსურვებ", - წერს ჩუგოშვილი.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ სუროგაცია იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს დასაშვები, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება: ხუნდაძის თქმით, "როცა ეს სხეულის გაყიდვის ფასად ხდება და ადამიანმა შეიძლება ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადოს, რა თქმა უნდა, მიუღებელია".

"აღშფოთებული ვარ ეპისტოლეს იმ ნაწილის შინაარსით, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, თითქოს ხელოვნური განაყოფიერებით ჩასახული ბავშვები არასრულფასოვანნი გამოდიან, - "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს დონორობისა და რეპროდუქციის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე, რომელმაც საპატრიარქოს პოზიცია ალილოს მსვლელობისას პლაკატებით გააპროტესტა, - დაუშვებლად მიმაჩნია ამ ნიშნით მათი გამორჩევა. ისინი არ განსხვავდებიან სხვა ბავშვებისგან და მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანის ორგანიზმში მოხდება განაყოფიერება თუ მის გარეთ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გაუთვითცნობიერებელია ამ საკითხებში. არ მგონია, ასეთ მიდგომას ჰუმანიზმთან და მართლმადიდებლობასთან ჰქონდეს რამე კავშირი. ასე ხელაღებით არ შეიძლებოდა ასეთი განცხადების გაკეთება. ამგვარი პრობლემა ათასობით ოჯახს ეხება და ათასობით ოჯახის ბედია ამაზე დამოკიდებული. თუკი შეიძლება, რომ თანამედროვე სამედიცინო საშუალებებით ვუმკურნალოთ გულს, თირკმლებს და ა.შ., რატომ არ შეიძლება, რომ ვუმკურნალოთ უნაყოფობას?! მითუმეტეს, რომ უნაყოფობის მკურნალობით ბავშვი და ერის გამგრძელებელი იბადება".

თამარ ხაჭაპურიძის თქმით, სუროგაცია წყვილს 20 ათას დოლარზე მეტი უჯდება:

"სუროგატი დედა 12-13 ათას დოლარს იღებს. გამოკვლევები, და ა.შ. დაახლოებით 10 ათას დოლარამდე ჯდება. საქართველოში მსგავსი ტიპის ბევრი კლინიკაა და ვერ გეტყვით, წელიწადში რამდენი ხელოვნური განაყოფიერება ხდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ციფრი მზარდია. ნებისმიერი ქალი, რომელსაც საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სუროგაციის მეთოდს მიმართავს და თავის შვილს სხვას აჩენინებს. საკვერცხეები კი თვითონ ამ ქალის გამოიყენება და გადანერგვა ხდება. სუროგაციისთვის ქართველი წყვილებიც მოგვმართავენ და უცხოელებიც. მაგალითად, მოუმართავთ ისრაელიდან, სადაც სუროგაცია კანონმდებლობითაა ნებადართული, თუმცა იქ ეს გაცილებით ძვირი ჯდება", - ამბობს ხაჭაპურიძე.

ნინო ნაცვალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია