საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ტო­ვებ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მამა გაბრიელის საფ­ლავ­ზე - რეპორტაჟი მცხეთიდან (+ ფოტორეპორტაჟი)
რას ტო­ვებ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მამა გაბრიელის საფ­ლავ­ზე - რეპორტაჟი მცხეთიდან (+ ფოტორეპორტაჟი)

თქვენ­მა მო­ნა-მორ­ჩილ­მა 5-6 იან­ვა­რი, ათა­სო­ბით ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად, მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­თან გა­ა­ტა­რა. საფ­ლავ­თან, სა­დაც ქა­ლი, კა­ცი, დი­დი თუ პა­ტა­რა სას­წა­უ­ლის იმედ­მა მი­იყ­ვა­ნა.

ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბის გა­მო ბევ­რ­მა ვერ შეძ­ლო საფ­ლა­ვამ­დე მიღ­წე­ვა და წე­რი­ლე­ბი სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტ­რის გა­ლა­ვან­ზე დან­თე­ბულ სან­თ­ლებს შო­რის და­ტო­ვა. სურ­ვი­ლებ­ში მოკ­ვ­დავ­თათ­ვის უცხო არა­ფე­რია. უც­ნა­უ­რი მხო­ლოდ ისაა, რომ ამ ბა­რა­თე­ბის მი­სა­ტა­ნად ადა­მი­ა­ნებ­მა ყინ­ვა­ში კი­ლო­მეტ­რე­ბი ფე­ხით გა­ი­ა­რეს, რიგ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რეს, ბო­ლოს კი, მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვამ­დე რომ ვე­რა და ვერ მი­აღ­წი­ეს, მოთ­მი­ნე­ბა­გა­და­წუ­რუ­ლებ­მა მო­ნას­ტ­რის გა­ლა­ვან­ზე და­ტო­ვეს, ალ­ბათ იმ იმე­დით, რომ მათ თხოვ­ნას წმინ­და­ნი ამ ფორ­მი­თაც შე­ის­მენ­და…

წმინ­და­ნის საფ­ლავ­ზე მიმ­ს­ვ­ლელ­თა უზარ­მა­ზარ რიგ­ში კი, რო­მე­ლიც მო­ნას­ტ­რის ჭიშ­კ­რი­დან­ვე იწყე­ბო­და, უფ­რო ის ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩ­ნენ, ვი­საც მე­ტად სჯე­რო­და, რომ მა­მა გაბ­რი­ე­ლი ორ სურ­ვილს უთუ­ოდ შე­უს­რუ­ლებ­და. რი­გი კი სწო­რედ რომ "ქარ­თუ­ლი" იყო - რამ­დე­ნი­მემ­წ­კ­რი­ვი­ა­ნი, ხმა­უ­რი­ა­ნი. იყო ერ­თ­მა­ნე­თის გა­დას­წ­რე­ბა, მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ტა­ძარს ორი­ვე მხრი­დან უვ­ლიდ­ნენ და ისე ცდი­ლობ­დ­ნენ საფ­ლა­ვამ­დე მიღ­წე­ვას. რი­გის მო­წეს­რი­გე­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და სამ­ხედ­რო­ფორ­მი­ა­ნი პი­რე­ბი ამა­ოდ ცდი­ლობ­დ­ნენ.

აქ ყვე­ლა­ნა­ირ ადა­მი­ანს შეხ­ვ­დე­ბო­დით: სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლებს, სნე­უ­ლებს, ღა­რი­ბებს, მდიდ­რებს, ლა­მა­ზად ჩაც­მუ­ლებს, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი წი­თე­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი­თა და სა­დღე­სას­წა­უ­ლო მა­კი­ა­ჟით…

ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი, რო­მ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გამ­ხე­ლა­საც მომ­ლოც­ვე­ლე­ბი არ ერი­დე­ბოდ­ნენ - ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

"მა­მა გაბ­რი­ელს ვთხო­ვე, რომ ფეხ­ზე გა­ვი­ა­რო", - მე­უბ­ნე­ბა ერ­თი ახალ­გაზ­რ­და...

"ჩე­მი შვი­ლის გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბა ვთხო­ვე", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც 5 წლის ბი­ჭი ახ­ლავს, ბავ­შ­ვი კი ტი­რის, დე­დას კა­ბა­ში ექა­ჩე­ბა და ჩემ­თან სა­უ­ბარს არ აც­დის... "გვჯე­რა, რომ მა­მა გაბ­რი­ე­ლი ხალ­ხს ცოცხ­ლად ეცხა­დე­ბა. ის ჩვე­ნი უდი­დე­სი წმინ­და­ნია და თხოვ­ნას უთუ­ოდ შეგ­ვის­რუ­ლებს"...

"გა­ვი­გე დე­და პა­რას­კე­ვას ხილ­ვა ჰქო­ნია, რომ ვინც შო­ბამ­დე მი­ვა საფ­ლავ­ზე, მა­მა გაბ­რი­ე­ლი ორ სურ­ვილს შე­უს­რუ­ლებს".

არა­ვინ ამ­ბობს, სა­ი­დან შე­იტყ­ვეს ამ ხილ­ვის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სჯე­რათ, რომ დე­და პა­რას­კე­ვას მა­მა გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ეცხა­და. არა­და, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ თა­ვად დე­და პა­რას­კე­ვა აცხა­დებ­და, რომ მას ხილ­ვა არ ჰქო­ნია.

"მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა მოს­ვ­ლა. ყო­ველ­დღე ხდე­ბა სას­წა­უ­ლე­ბი. ხალ­ხი ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლი ევედ­რე­ბო­და და ვთხო­ვე მა­მა გაბ­რი­ელს, შე­წე­ო­და ამ ხალ­ხს, რომ რწმე­ნა­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. მე­რე ეს ფაქ­ტი ვი­ღა­ცამ გა­მო­ი­ყე­ნა. არა­ვი­თა­რი ხილ­ვა არ მქო­ნია. შო­ბა უდი­დე­სი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, მა­ინ­ც­და­მა­ინც შო­ბას მო­ვიდ­ნენ საფ­ლავ­ზე, მა­მა გაბ­რი­ე­ლი ყვე­ლას უს­რუ­ლებს სურ­ვილს, სა­ი­და­ნაც არ უნ­და შე­ე­ვედ­რონ მას", - გა­ნა­ცხა­და დე­და პა­რას­კე­ვამ.

საფ­ლავ­თან შე­ჩე­რე­ბა მომ­ლოც­ვე­ლებს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუ­თით შე­ეძ­ლოთ.

"არ და­ი­ჩო­ქოთ, მხო­ლოდ ხე­ლი შე­ა­ხეთ საფ­ლავს!" - მო­უ­წო­დებ­და მრევლს ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი. თუმ­ცა მის მო­წო­დე­ბას ნაკ­ლე­ბად ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დ­ნენ პა­ტა­რე­ბი საფ­ლავ­ზე რამ­დე­ნი­მე წა­მით მა­ინც და­ეს­ვათ.

"მე­დი­ცი­ნა უკ­ვე უძ­ლუ­რია, აღარც არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბა, ღვთის იმე­დად ვართ დარ­ჩე­ნი­ლი, გვჯე­რა, რომ მა­მა გაბ­რი­ე­ლი შე­ის­მენს ჩვენს თხოვ­ნას და ჩე­მი შვი­ლე­ბი გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­დე­ბი­ან", - მე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც საფ­ლავ­ზე ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბ­ლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტყუ­პი მი­უყ­ვა­ნია...

რას აღარ ტო­ვებ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი საფ­ლავ­ზე - სან­თ­ლებს, წე­რი­ლებს, ტკბი­ლე­ულს, ყვა­ვი­ლებ­სა და ფულ­საც კი.

5-6 იან­ვარს მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მის­ვ­ლას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყ­ვა. ვინ გულ­წ­რ­ფე­ლი თა­ნად­გო­მა გა­მო­ხა­ტა, ვინ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი გა­ა­ქი­ლიკა, ნა­წილ­მა კი ყვე­ლას მო­უ­წო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მი­ე­ხე­და.

თუმ­ცა ერ­თი რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს - ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბამ მი­იყ­ვა­ნა. ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე კი ქი­ლი­კი არ შე­იძ­ლე­ბა. რა თქმა უნ­და, მათ შო­რის "ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის" და "რა იცი, რა ხდე­ბას პრინ­ცი­პით" მი­სუ­ლე­ბიც იქ­ნე­ბოდ­ნენ...

სხვა­თა შო­რის, მო­ქი­ლი­კე­ებს კარ­გად უპა­სუ­ხეს ბლო­გერ­მა სა­ლო­მე ასა­თი­ან­მა და ექ­ს­პერ­ტ­მა არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ამ, რო­მელ­თაც ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის აზ­რი გა­მო­ხა­ტეს.

"ნუ ვქი­ლი­კობთ იმ ხალ­ხ­ზე, ვინც სას­წა­უ­ლის იმე­და­დაა დარ­ჩე­ნი­ლი. ვი­ქი­ლი­კოთ იმათ­ზე, ვინც ამ ხალ­ხს ეკო­ნო­მი­კურ სა­სო­წარ­კ­ვე­თა­ში ამ­ყო­ფებს, გან­კურ­ნე­ბი­სა და სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს", - წერ­და ბლო­გე­რი სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი.

"რომ ქი­ლი­კო­ბენ ამ მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე წა­სუ­ლი ხალ­ხის მი­სა­მარ­თით, მათ სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მინ­და ვთქვა, ყვე­ლამ ჩვენ წილ სიბ­ნე­ლეს მო­ვუ­ა­როთ, რა. სხვის სულ­ში რას იჩიჩ­ქ­ნე­ბა ეს ხალ­ხი, რომ ჰკი­თხო, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბას პა­ტივს სცე­მენ. დი­ა­ხაც, სჯე­რა და წა­ვი­და, ვი­სი რა საქ­მეა?... მე ჩე­მი შვი­ლი მყავს ყვე­ლა­ზე ხი­ლუ­ლი ღვთი­უ­რი სას­წა­უ­ლი და არ დავ­დი­ვარ ამის გა­მო მსგავს რა­მე­ებ­ზე, მაგ­რამ ვი­სი რა საქ­მეა... აჯო­ბებს, ყვე­ლამ თა­ვის სიბ­ნე­ლეს მი­ხე­დოს, ვის რას გიშ­ლით ეს ხალ­ხი, ვინ რა გა­გი­ფუ­ჭათ?.. აი, ვი­საც ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე უფ­რო "ნა­თე­ლი" და "მო­აზ­როვ­ნე" ჰგო­ნია სა­კუ­თა­რი თა­ვი, სა­კუ­თარ ნა­თელ­მო­სი­ლო­ბას მი­ხე­დოს", - ამ­ბობ­და არ­ჩილ გამ­ზარ­დია.

აჟი­ო­ტაჟს წერ­ტი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ­მა გან­ცხა­დე­ბამ და­უს­ვა:

"ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, ვინც 7 იან­ვ­რამ­დე მცხე­თა­ში მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავს მო­ი­ნა­ხუ­ლებს და რა­ი­მეს შეს­თხოვს, ყვე­ლა­ფე­რი აუს­რულ­დე­ბა. ჯერ ერ­თი, ღვთის წი­ნა­შე მა­მა გაბ­რი­ე­ლის მე­ო­ხე­ბა მლოც­ველთ 7 იან­ვ­რამ­დეც ექ­ნე­ბათ და 7 იან­ვ­რის შემ­დე­გაც. მე­ო­რეც, არ შე­იძ­ლე­ბა სი­მარ­თ­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ის ნათ­ქ­ვა­მიც, თით­ქოს ყვე­ლას ყვე­ლა სურ­ვი­ლი აუს­რულ­დე­ბა, რად­გან ხორ­ცი­ელ­დე­ბა ის თხოვ­ნე­ბი, რაც ღვთის სათ­ნოა და, რა­ზეც უფ­ლის ნე­ბაა და არა ნე­ბის­მი­ე­რი ნატ­ვ­რა. სა­ერ­თოდ, დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ეკ­ლე­სი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი ტრი­ა­ლებს და ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გულ­მ­ხურ­ვა­ლედ უნ­და ვე­ვედ­როთ უფალს".

P.S. საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ლურ­დ­ში მდე­ბა­რე კა­თო­ლი­კურ ტა­ძარ­ში სას­წა­უ­ლი­სა და გან­კურ­ნე­ბის იმე­დად წე­ლი­წად­ში მთე­ლი ევ­რო­პი­დან 5-7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ჩა­დის. თუმ­ცა იქ ამ თე­მა­ზე ქი­ლი­კი ძა­ლი­ან ცუდ ტო­ნად ით­ვ­ლე­ბა. მარ­თ­ლაც, სჯობს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ზოგ­ზო­გი­ერ­თ­მა იმა­ზე იმ­ს­ჯე­ლოს და იფიქ­როს, თუ რა აიძუ­ლებთ ადა­მი­ა­ნებს, სას­წა­უ­ლის იმე­დად მრა­ვა­ლი სა­ა­თი ყინ­ვა­ში გა­ა­ტა­რონ. და­ცინ­ვა და ქი­ლი­კი ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლია და ეს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან კულ­ტუ­რა­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ მეტყ­ვე­ლებს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ნუ­ცა ახალ­კა­ცი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ტო­ვებ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მამა გაბრიელის საფ­ლავ­ზე - რეპორტაჟი მცხეთიდან (+ ფოტორეპორტაჟი)

რას ტო­ვებ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მამა გაბრიელის საფ­ლავ­ზე - რეპორტაჟი მცხეთიდან (+ ფოტორეპორტაჟი)

თქვენ­მა მო­ნა-მორ­ჩილ­მა 5-6 იან­ვა­რი, ათა­სო­ბით ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად, მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­თან გა­ა­ტა­რა. საფ­ლავ­თან, სა­დაც ქა­ლი, კა­ცი, დი­დი თუ პა­ტა­რა სას­წა­უ­ლის იმედ­მა მი­იყ­ვა­ნა.

ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბის გა­მო ბევ­რ­მა ვერ შეძ­ლო საფ­ლა­ვამ­დე მიღ­წე­ვა და წე­რი­ლე­ბი სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტ­რის გა­ლა­ვან­ზე დან­თე­ბულ სან­თ­ლებს შო­რის და­ტო­ვა. სურ­ვი­ლებ­ში მოკ­ვ­დავ­თათ­ვის უცხო არა­ფე­რია. უც­ნა­უ­რი მხო­ლოდ ისაა, რომ ამ ბა­რა­თე­ბის მი­სა­ტა­ნად ადა­მი­ა­ნებ­მა ყინ­ვა­ში კი­ლო­მეტ­რე­ბი ფე­ხით გა­ი­ა­რეს, რიგ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რეს, ბო­ლოს კი, მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვამ­დე რომ ვე­რა და ვერ მი­აღ­წი­ეს, მოთ­მი­ნე­ბა­გა­და­წუ­რუ­ლებ­მა მო­ნას­ტ­რის გა­ლა­ვან­ზე და­ტო­ვეს, ალ­ბათ იმ იმე­დით, რომ მათ თხოვ­ნას წმინ­და­ნი ამ ფორ­მი­თაც შე­ის­მენ­და…

წმინ­და­ნის საფ­ლავ­ზე მიმ­ს­ვ­ლელ­თა უზარ­მა­ზარ რიგ­ში კი, რო­მე­ლიც მო­ნას­ტ­რის ჭიშ­კ­რი­დან­ვე იწყე­ბო­და, უფ­რო ის ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩ­ნენ, ვი­საც მე­ტად სჯე­რო­და, რომ მა­მა გაბ­რი­ე­ლი ორ სურ­ვილს უთუოდ შე­უს­რუ­ლებ­და. რი­გი კი სწო­რედ რომ "ქარ­თუ­ლი" იყო - რამ­დე­ნი­მემ­წ­კ­რი­ვი­ა­ნი, ხმაურიანი. იყო ერ­თ­მა­ნე­თის გა­დას­წ­რე­ბა, მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ტა­ძარს ორი­ვე მხრი­დან უვ­ლიდ­ნენ და ისე ცდი­ლობ­დ­ნენ საფ­ლა­ვამ­დე მიღ­წე­ვას. რი­გის მო­წეს­რი­გე­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და სამ­ხედ­რო­ფორ­მი­ა­ნი პი­რე­ბი ამა­ოდ ცდი­ლობ­დ­ნენ.

აქ ყვე­ლა­ნა­ირ ადა­მი­ანს შეხ­ვ­დე­ბო­დით: სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლებს, სნე­უ­ლებს, ღა­რი­ბებს, მდიდ­რებს, ლა­მა­ზად ჩაც­მუ­ლებს, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი წი­თე­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი­თა და სადღე­სას­წა­უ­ლო მა­კი­ა­ჟით…

ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი, რო­მ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გამ­ხე­ლა­საც მომ­ლოც­ვე­ლე­ბი არ ერი­დე­ბოდ­ნენ - ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

"მა­მა გაბ­რი­ელს ვთხო­ვე, რომ ფეხ­ზე გა­ვი­ა­რო", - მე­უბ­ნე­ბა ერ­თი ახალ­გაზ­რ­და...

"ჩე­მი შვი­ლის გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბა ვთხო­ვე", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც 5 წლის ბი­ჭი ახ­ლავს, ბავ­შ­ვი კი ტი­რის, დე­დას კა­ბა­ში ექა­ჩე­ბა და ჩემ­თან სა­უ­ბარს არ აც­დის... "გვჯე­რა, რომ მა­მა გაბ­რი­ე­ლი ხალხს ცოცხ­ლად ეცხა­დე­ბა. ის ჩვე­ნი უდი­დე­სი წმინ­და­ნია და თხოვ­ნას უთუ­ოდ შეგ­ვის­რუ­ლებს"...

"გა­ვი­გე დე­და პა­რას­კე­ვას ხილ­ვა ჰქო­ნია, რომ ვინც შო­ბამ­დე მი­ვა საფ­ლავ­ზე, მა­მა გაბ­რი­ე­ლი ორ სურ­ვილს შე­უს­რუ­ლებს".

არა­ვინ ამ­ბობს, სა­ი­დან შე­იტყ­ვეს ამ ხილ­ვის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სჯე­რათ, რომ დე­და პა­რას­კე­ვას მა­მა გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ეცხა­და. არა­და, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ თა­ვად დე­და პა­რას­კე­ვა აცხა­დებ­და, რომ მას ხილ­ვა არ ჰქო­ნია.

"მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა მოს­ვ­ლა. ყო­ველ­დღე ხდე­ბა სას­წა­უ­ლე­ბი. ხალ­ხი ძა­ლი­ან მოწყე­ნი­ლი ევედ­რე­ბო­და და ვთხო­ვე მა­მა გაბ­რი­ელს, შე­წე­ო­და ამ ხალხს, რომ რწმე­ნა­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. მე­რე ეს ფაქ­ტი ვი­ღა­ცამ გა­მო­ი­ყე­ნა. არა­ვი­თა­რი ხილ­ვა არ მქო­ნია. შო­ბა უდი­დე­სი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, მა­ინ­ც­და­მა­ინც შო­ბას მო­ვიდ­ნენ საფ­ლავ­ზე, მა­მა გაბ­რი­ე­ლი ყვე­ლას უს­რუ­ლებს სურ­ვილს, სა­ი­და­ნაც არ უნ­და შე­ე­ვედ­რონ მას", - გა­ნაცხა­და დე­და პა­რას­კე­ვამ.

საფ­ლავ­თან შე­ჩე­რე­ბა მომ­ლოც­ვე­ლებს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუ­თით შე­ეძ­ლოთ.

"არ და­ი­ჩო­ქოთ, მხო­ლოდ ხე­ლი შე­ა­ხეთ საფ­ლავს!" - მო­უ­წო­დებ­და მრევლს ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი. თუმ­ცა მის მო­წო­დე­ბას ნაკ­ლე­ბად ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დ­ნენ პა­ტა­რე­ბი საფ­ლავ­ზე რამ­დე­ნი­მე წა­მით მა­ინც და­ეს­ვათ.

"მე­დი­ცი­ნა უკ­ვე უძ­ლუ­რია, აღარც არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბა, ღვთის იმე­დად ვართ დარ­ჩე­ნი­ლი, გვჯე­რა, რომ მა­მა გაბ­რი­ე­ლი შე­ის­მენს ჩვენს თხოვ­ნას და ჩე­მი შვი­ლე­ბი გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­დე­ბი­ან", - მე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც საფ­ლავ­ზე ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბ­ლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტყუ­პი მი­უყ­ვა­ნია...

რას აღარ ტო­ვებ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი საფ­ლავ­ზე - სან­თ­ლებს, წე­რი­ლებს, ტკბი­ლე­ულს, ყვა­ვი­ლებ­სა და ფულ­საც კი.

5-6 იან­ვარს მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მის­ვ­ლას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყ­ვა. ვინ გულ­წ­რ­ფე­ლი თა­ნად­გო­მა გა­მო­ხა­ტა, ვინ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი გა­ა­ქი­ლიკა, ნა­წილ­მა კი ყვე­ლას მო­უ­წო­და სა­კუ­თა­რი თავისთვის მი­ე­ხე­და.

თუმ­ცა ერ­თი რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს - ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბამ მი­იყ­ვა­ნა. ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე კი ქი­ლი­კი არ შე­იძ­ლე­ბა. რა თქმა უნ­და, მათ შორის "ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის" და "რა იცი, რა ხდე­ბას პრინ­ცი­პით" მისულებიც იქნებოდნენ...

სხვა­თა შო­რის, მო­ქი­ლი­კე­ებს კარ­გად უპა­სუ­ხეს ბლო­გერ­მა სა­ლო­მე ასა­თი­ან­მა და ექ­ს­პერ­ტ­მა არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ამ, რო­მელ­თაც ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის აზ­რი გა­მო­ხა­ტეს.

"ნუ ვქი­ლი­კობთ იმ ხალ­ხ­ზე, ვინც სას­წა­უ­ლის იმე­და­დაა დარ­ჩე­ნი­ლი. ვი­ქი­ლი­კოთ იმათ­ზე, ვინც ამ ხალხს ეკო­ნო­მი­კურ სა­სო­წარ­კ­ვე­თა­ში ამ­ყო­ფებს, გან­კურ­ნე­ბი­სა და სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს", - წერ­და ბლო­გე­რი სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი.

"რომ ქი­ლი­კო­ბენ ამ მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე წა­სუ­ლი ხალ­ხის მი­სა­მარ­თით, მათ სა­ყუ­რადღე­ბოდ მინ­და ვთქვა, ყვე­ლამ ჩვენ წილ სიბ­ნე­ლეს მო­ვუ­ა­როთ, რა. სხვის სულ­ში რას იჩიჩ­ქ­ნე­ბა ეს ხალ­ხი, რომ ჰკითხო, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბას პა­ტივს სცე­მენ. დი­ა­ხაც, სჯე­რა და წა­ვი­და, ვი­სი რა საქ­მეა?... მე ჩე­მი შვი­ლი მყავს ყვე­ლა­ზე ხი­ლუ­ლი ღვთი­უ­რი სას­წა­უ­ლი და არ დავ­დი­ვარ ამის გა­მო მსგავს რა­მე­ებ­ზე, მაგ­რამ ვი­სი რა საქ­მეა... აჯო­ბებს, ყვე­ლამ თა­ვის სიბ­ნე­ლეს მი­ხე­დოს, ვის რას გიშ­ლით ეს ხალ­ხი, ვინ რა გა­გი­ფუ­ჭათ?.. აი, ვი­საც ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე უფ­რო "ნა­თე­ლი" და "მო­აზ­როვ­ნე" ჰგო­ნია სა­კუ­თა­რი თა­ვი, სა­კუ­თარ ნა­თელ­მო­სი­ლო­ბას მი­ხე­დოს", - ამ­ბობ­და არ­ჩილ გამ­ზარ­დია.

აჟი­ო­ტაჟს წერ­ტი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ­მა გან­ცხა­დე­ბამ და­უს­ვა:

"ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, ვინც 7 იან­ვ­რამ­დე მცხე­თა­ში მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავს მო­ი­ნა­ხუ­ლებს და რა­ი­მეს შეს­თხოვს, ყვე­ლა­ფე­რი აუს­რულ­დე­ბა. ჯერ ერ­თი, ღვთის წი­ნა­შე მა­მა გაბ­რი­ე­ლის მე­ო­ხე­ბა მლოც­ველთ 7 იან­ვ­რამ­დეც ექ­ნე­ბათ და 7 იან­ვ­რის შემ­დე­გაც. მე­ო­რეც, არ შე­იძ­ლე­ბა სი­მარ­თ­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ის ნათ­ქ­ვა­მიც, თით­ქოს ყვე­ლას ყვე­ლა სურ­ვი­ლი აუს­რულ­დე­ბა, რად­გან ხორ­ცი­ელ­დე­ბა ის თხოვ­ნე­ბი, რაც ღვთის სათ­ნოა და, რა­ზეც უფ­ლის ნე­ბაა და არა ნე­ბის­მი­ე­რი ნატ­ვ­რა. სა­ერ­თოდ, დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ეკ­ლე­სი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი ტრი­ა­ლებს და ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გულ­მ­ხურ­ვა­ლედ უნ­და ვე­ვედ­როთ უფალს".

P.S. საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ლურ­დ­ში მდე­ბა­რე კა­თო­ლი­კურ ტა­ძარ­ში სას­წა­უ­ლი­სა და გან­კურ­ნე­ბის იმე­დად წე­ლი­წად­ში მთე­ლი ევ­რო­პი­დან 5-7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ჩა­დის. თუმ­ცა იქ ამ თე­მა­ზე ქი­ლი­კი ძა­ლი­ან ცუდ ტო­ნად ით­ვ­ლე­ბა. მარ­თ­ლაც, სჯობს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ზოგ­ზო­გი­ერ­თ­მა იმა­ზე იმ­ს­ჯე­ლოს და იფიქ­როს, თუ რა აიძუ­ლებთ ადა­მი­ა­ნებს, სას­წა­უ­ლის იმე­დად მრა­ვა­ლი სა­ა­თი ყინ­ვა­ში გა­ა­ტა­რონ. და­ცინ­ვა და ქი­ლი­კი ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლია და ეს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან კულ­ტუ­რა­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ მეტყ­ვე­ლებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნუ­ცა ახალ­კა­ცი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია