პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბისი" - ქართველი მომლოცველები სურვილების შესრულებას ბერის საფლავს სთხოვენ
"ბიბისი" - ქართველი მომლოცველები სურვილების შესრულებას ბერის საფლავს სთხოვენ

"ქარ­თვე­ლი მომ­ლოც­ვე­ლე­ბი სურ­ვი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ბე­რის საფ­ლავს სთხო­ვენ", - ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა "ბი­ბი­სი" მცხე­თა­ში, მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ათა­სო­ბით მომ­ლოც­ვე­ლის ჩას­ვლას.

რო­გორც "ბი­ბი­სი" აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ლოც­ვე­ლე­ბი წმინ­და­ნის საფ­ლავ­თან იმ იმე­დით შე­იკ­რიბ­ნენ, რომ მათი სურ­ვი­ლე­ბი შეს­რუ­ლებ­და.

"გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ მამა გაბ­რი­ე­ლი, რო­მე­ლიც 1995 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით წმინ­და­ნად შე­რა­ცხეს, ერთ-ერთ მო­ნა­ზონს გა­მო­ე­ცხა­და და მსგავ­სი და­პი­რე­ბა აღუთ­ქვა. ეს ამ­ბა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ი­სა და ერ­თმა­ნე­თის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცელ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ორი სურ­ვი­ლი აუხ­დე­ბო­და მათ, ვინც შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე წმინ­და­ნის საფ­ლავ­ზე ჩა­ვი­დო­და", - წერს "ბი­ბი­სი".

ამას­თან, ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მღვდლებ­მა უმალ დაგ­მეს მო­ნაზვნის "ხილ­ვა". იღუ­მენ­მა კი­რი­ონ მა­ჩა­ი­ძემ კი ვი­ზი­ტო­რე­ბი კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"ბი­ბი­სი" ასე­ვე ხაზს უს­ვამს, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი დედა პა­რას­კე­ვამ თქვა, რომ მსგავ­სი ხილ­ვა არ ჰქო­ნია.

"თუმ­ცა ხალ­ხის მა­სე­ბი კვლა­ვაც მი­ე­დი­ნე­ბო­და მცხე­თა­ში, წმინ­და­ნის საფ­ლავ­ზე", - წერს "ბი­ბი­სი".

გა­სულ კვი­რას გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დედა პა­რას­კე­ვას ხილ­ვა ჰქონ­და - მან ნახა ბერი გაბ­რი­ე­ლი, რო­მელ­მაც უთხრა, რომ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შო­ბამ­დე მცხე­თა­ში, მის საფ­ლავ­თან ან ცი­ხის­ჯვარ­ში, მამა გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მივა, რწმე­ნით ნა­თხო­ვი ორი სურ­ვი­ლი შე­უს­რულ­დე­ბა. თა­ვად დედა პა­რას­კე­ვამ კი აღ­ნიშ­ნა, რომ მას არა­ნა­ი­რი ხილ­ვა არ ჰქო­ნია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"ბიბისი" - ქართველი მომლოცველები სურვილების შესრულებას ბერის საფლავს სთხოვენ

"ბიბისი" - ქართველი მომლოცველები სურვილების შესრულებას ბერის საფლავს სთხოვენ

"ქართველი მომლოცველები სურვილების შესრულებას ბერის საფლავს სთხოვენ", - ამ სათაურით ეხმაურება "ბიბისი" მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე ათასობით მომლოცველის ჩასვლას.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, საქართველოში მომლოცველები წმინდანის საფლავთან იმ იმედით შეიკრიბნენ, რომ მათი სურვილები შესრულებდა.

"გავრცელდა ხმები, რომ მამა გაბრიელი, რომელიც 1995 წელს გარდაიცვალა და მოგვიანებით წმინდანად შერაცხეს, ერთ-ერთ მონაზონს გამოეცხადა და მსგავსი დაპირება აღუთქვა. ეს ამბავი სოციალური მედიისა და ერთმანეთის მეშვეობით გავრცელდა. სავარაუდოდ, ორი სურვილი აუხდებოდა მათ, ვინც შობის დღესასწაულამდე წმინდანის საფლავზე ჩავიდოდა", - წერს "ბიბისი".

ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ მღვდლებმა უმალ დაგმეს მონაზვნის "ხილვა". იღუმენმა კირიონ მაჩაიძემ კი ვიზიტორები კერპთაყვანისმცემლობაში დაადანაშაულა.

"ბიბისი" ასევე ხაზს უსვამს, რომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, მოგვიანებით კი დედა პარასკევამ თქვა, რომ მსგავსი ხილვა არ ჰქონია.

"თუმცა ხალხის მასები კვლავაც მიედინებოდა მცხეთაში, წმინდანის საფლავზე", - წერს "ბიბისი".

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა პარასკევას ხილვა ჰქონდა - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება. თავად დედა პარასკევამ კი აღნიშნა, რომ მას არანაირი ხილვა არ ჰქონია.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია