Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ხუნდაძე - სუროგაცია შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება
დიმიტრი ხუნდაძე - სუროგაცია შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება

აბორ­ტის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტსა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­მუ­შაო ჯგუ­ფია შექ­მნი­ლი და ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯან­დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ აც­ნო­ბა. დე­პუ­ტა­ტის თქმით, სა­მუ­შაო მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს იქით­კენ, რომ შე­იქ­მნას მაქ­სი­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, რათა ოჯახ­მა ასეთ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე უარი თქვას. ამას­თან, ხუნ­და­ძე ე.წ. სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტე­ბის აკ­რძალ­ვა­ზეც სა­უბ­რობს.

"აბორ­ტე­ბის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სტა­ტის­ტი­კა არ­სე­ბობს. წე­ლი­წად­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აბორ­ტე­ბის რი­ცხვი და­ახ­ლო­ე­ბით 35 ათა­სია, თუმ­ცა არა­რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ოთხჯერ-ხუთ­ჯერ მეტი. ეს ძა­ლი­ან ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ევ­რო­პა­ში პირ­ვე­ლი ვართ, ანუ ყვე­ლა­ზე მკვლე­ლი ერი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ შთა­მო­მავ­ლებს ამ გზით ანად­გუ­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტე­ბი, როცა გო­გო­ნებს სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ და არ­ჩე­ვანს ბი­ჭებ­ზე აკე­თე­ბენ. ამან გარ­კვე­ულ­წი­ლად დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მა შექ­მნა. ზო­გა­დად, აბორ­ტე­ბის აკძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ვერ ვიქ­ნე­ბი, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა გა­მო­იწ­ვი­ოს და შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბამ მო­ი­მა­ტოს. აბორ­ტის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლია სა­მუ­შაო ჯგუ­ფი პარ­ლა­მენ­ტში და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. სა­მუ­შაო მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს იქით­კენ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­იქ­მნას პი­რო­ბე­ბი, რათა ოჯახ­მა ასეთ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე უარი თქვას. ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბაა, რომ უნდა აიკ­რძა­ლოს სე­ლექ­ცი­უ­რი ტი­პის აბორ­ტე­ბი. ასე­ვე, დღეს კა­ნონ­ში არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც სამდღი­ან გაფრ­თხი­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რათა მშო­ბელს ჰქონ­დეს სამი დღე მო­სა­ფიქ­რებ­ლად, როცა ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს. ვფიქ­რობ, რომ აქ ჩვე­ნი მიდ­გო­მა უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს. მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მივ­ცეთ პირს, ვინც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე მი­დის, ანუ ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა ჩა­ერ­თონ ფსი­ქო­ლო­გე­ბიც და დე­დამ უნდა იცო­დეს, რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას და ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის რა გზას ირ­ჩევს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სუ­რო­გა­ცი­ა­სა და ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, ამ კონ­ტექ­სტში დე­პუ­ტატ­მა ყუ­რა­დღე­ბა სუ­რო­გა­ცი­ა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა და­საშ­ვე­ბი იყოს მა­შინ, თუკი სუ­რო­გა­ტი დე­დო­ბის სურ­ვი­ლი ჰუ­მა­ნიზმს ეფუძ­ნე­ბა. "როცა ეს სხე­უ­ლის გა­ყიდ­ვის ფა­სად ხდე­ბა და ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ეს შე­მო­სავ­ლის წყა­როდ გა­ი­ხა­დოს, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია", - აცხა­დებს ხუნ­და­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში კი­დევ ერთხელ დაგ­მო და და­ა­ფიქ­სი­რა კრი­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცია აბორ­ტებ­თან, ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას­თან და სუ­რო­გა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე - სუროგაცია შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება

დიმიტრი ხუნდაძე - სუროგაცია შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება

აბორტის თემასთან დაკავშირებით პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი და ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებული პრობლემის გადაჭრის მიმართულებით, ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ აცნობა. დეპუტატის თქმით, სამუშაო მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ შეიქმნას მაქსიმალური პირობები, რათა ოჯახმა ასეთ მძიმე გადაწყვეტილებაზე უარი თქვას. ამასთან, ხუნდაძე ე.წ. სელექციური აბორტების აკრძალვაზეც საუბრობს.

"აბორტების კუთხით საქართველოში ნამდვილად არასახარბიელო სტატისტიკა არსებობს. წელიწადში რეგისტრირებული აბორტების რიცხვი დაახლოებით 35 ათასია, თუმცა არარეგისტირებული აბორტების რაოდენობა შეიძლება იყოს ოთხჯერ-ხუთჯერ მეტი. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია და ამ მაჩვენებლით ევროპაში პირველი ვართ, ანუ ყველაზე მკვლელი ერი, რომელიც საკუთარ შთამომავლებს ამ გზით ანადგურებს. აღსანიშნავია სელექციური აბორტები, როცა გოგონებს სიცოცხლის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ და არჩევანს ბიჭებზე აკეთებენ. ამან გარკვეულწილად დემოგრაფიული პრობლემა შექმნა. ზოგადად, აბორტების აკძალვასთან დაკავშირებით ასეთი რადიკალური ვერ ვიქნები, რადგან ამან შეიძლება არარეგისტრირებული აბორტების რაოდენობის გაზრდა გამოიწვიოს და შეიძლება სიკვდილიანობამ მოიმატოს. აბორტის თემასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი პარლამენტში და ჯანდაცვის სამინისტროში და ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. სამუშაო მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მაქსიმალურად შეიქმნას პირობები, რათა ოჯახმა ასეთ მძიმე გადაწყვეტილებაზე უარი თქვას. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ უნდა აიკრძალოს სელექციური ტიპის აბორტები. ასევე, დღეს კანონში არსებობს რეგულაცია, რომელიც სამდღიან გაფრთხილებას ითვალისწინებს, რათა მშობელს ჰქონდეს სამი დღე მოსაფიქრებლად, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი მიდგომა უნდა გააქტიურდეს. მაქსიმალური ინფორმირებულობის საშუალება უნდა მივცეთ პირს, ვინც ასეთ გადაწყვეტილებაზე მიდის, ანუ ამ შემთხვევაში უნდა ჩაერთონ ფსიქოლოგებიც და დედამ უნდა იცოდეს, რა პრობლემის წინაშე დგას და ამ პრობლემის გადაჭრის რა გზას ირჩევს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას, ამ კონტექსტში დეპუტატმა ყურადღება სუროგაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება. "როცა ეს სხეულის გაყიდვის ფასად ხდება და ადამიანმა შეიძლება ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადოს, რა თქმა უნდა, მიუღებელია", - აცხადებს ხუნდაძე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში კიდევ ერთხელ დაგმო და დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია აბორტებთან, ხელოვნურ განაყოფიერებასთან და სუროგაციასთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია