პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო სახლი თბილისის ცენტრში და და მისი კრეატიული დიასახლისი - სტუმრად მარიკა დარჩიას სახლში (+ 16 ფოტო)
საინტერესო სახლი თბილისის ცენტრში და და მისი კრეატიული დიასახლისი - სტუმრად მარიკა დარჩიას სახლში (+ 16 ფოტო)

Ambebi.ge მკი­თხველს ახალ, მულ­ტი­მე­დია პრო­ექტს სთა­ვა­ზობს. ჩვენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­ლებ­ში მეგ­ზუ­რო­ბას გა­გი­წევთ. ვფიქ­რობთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი სახ­ლი მის ბი­ნა­დარ­ზე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს - რო­გო­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, რა ჰო­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, ქა­ო­სუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თუ ზედ­მი­წევ­ნით აკუ­რა­ტუ­ლი...

რუბ­რი­კის პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი მა­რი­კა დარ­ჩი­აა. რამ­დე­ნი­მე თვეა "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მას, "სტუმ­რად მა­რი­კა დარ­ჩი­ას­თან" უძღვე­ბა. თუკი აქამ­დე სტუმ­რე­ბი მას­თან სტუ­დი­ა­ში მი­დი­ოდ­ნენ, ამ­ჯე­რად მა­რი­კა მას­პინ­ძლის როლ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში იქ­ნე­ბა.

მა­რი­კა დარ­ჩია მე­დია სახლ "პა­ლიტ­რას" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია და ეს შემ­თხვე­ვი­თი სუ­ლაც არ არის. საკ­მა­რი­სია მას სახ­ლში ერთხელ მა­ინც ეს­ტუმ­როთ, მიხ­ვდე­ბით, რომ კრე­ა­ტი­ვი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა ამ ქალ­ბა­ტო­ნის ბუ­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბაა.

რას არ ნა­ხავთ მის ბი­ნა­ში - პა­ტა­რა შად­რე­ვანს, მომ­ღე­რალ თო­ჯი­ნებს, მი­ნი­ა­ტუ­რულ ცი­ხე­სი­მაგ­რე­ებს მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნი­დან... კედ­ლე­ბი სავ­სეა ნა­ხა­ტე­ბით. მაგ­რამ არ გე­გო­ნოთ, რომ ბევრ ავ­ტორს ამო­იც­ნობთ; აქ მხო­ლოდ იმ მხატ­ვრებ­სა და ნა­მუ­შევ­რებს უთ­მობს ად­გილს, რომ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

ამ სახ­ლში ძველ ნივ­თებს სა­პა­ტიო ად­გი­ლი უკა­ვია. მი­სა­ღებ ოთახს ძველ­მა­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყი­დი 200 წლის პი­ა­ნი­ნო ამ­შვე­ნებს. იქვე მრგვალ მა­გი­და­ზე ჰალ­სტუ­ხე­ბი­ა­ნი გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. ამ ჰალ­სტუ­ხე­ბის ის­ტო­რია ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­კამ გაგ­ვიმ­ხი­ლა: "მქონ­და ოჯახ­ში კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი და უცებ გა­დავ­წყვი­ტე, რომ გან­ტვირ­თვის მიზ­ნით რა­ღაც ხე­ლით უნდა შე­მექ­მნა. როცა ხელ­საქ­მეს აკე­თებ, თით­ქოს ტვი­ნი არ მუ­შა­ობს და ეს ერ­თგვა­რი დას­ვე­ნე­ბა­ცაა. თა­ნაც ჩემ­თვის ჰალ­სტუ­ხი იმი­ტომ არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ძლი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა, მე კი ეს სიმ­ბო­ლო ქა­ლის აქ­სე­სუ­ა­რად ვაქ­ციე".

სამ­ზა­რე­უ­ლო ერთი შე­ხედ­ვით ქა­ო­სუ­რია, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი ად­ვი­ლად შე­ამ­ჩნევს, რომ აქ ყვე­ლა ნივთს თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი აქვს მი­ჩე­ნი­ლი. მა­ცივ­რის კარი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სუ­რა­თე­ბი­თაა სავ­სე, კედ­ლებს საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი ამ­შვე­ნებს, იქვე კუ­თხე­ში კი პა­ტა­რა შად­რე­ვა­ნი იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. აქ­ვეა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­ტა­რა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის წიგ­ნე­ბი, რაც მის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც გან­სხვა­ვე­ბულ გე­მოს ტო­ვებს.

ათი­ო­დე წლის წინ მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო. ოთა­ხის ერთი კე­დე­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თე­ბით არის სავ­სე. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა თავს კო­ლექ­ცი­ო­ნე­რად არ მი­იჩ­ნევს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ აკუ­რა­ტუ­ლად შერ­ჩე­უ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი­სა და მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რე­ბის მა­კე­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც სახ­ლე­ბი? მი­აჩ­ნია, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში პი­როვ­ნე­ბის ხა­სი­ა­თის ამოც­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა და ყვე­ლა სახ­ლს, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, თა­ვი­სი ბედი აქვს. და თა­ვა­დაც ოც­ნე­ბობ­და პა­ტა­რა სა­კუ­თარ სახლზე, რო­მელ­საც ლა­მაზ ეზოს გა­უ­კე­თებ­და. ჯერ ეს ოც­ნე­ბა მხო­ლოდ კო­ლექ­ცი­ა­ში გა­და­დის, მაგ­რამ იმე­დი ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს ცო­ცხლობს; ვინ იცის, კო­ლექ­ცი­ა­ზე უფრო დიდ ხან­საც...

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

საინტერესო სახლი თბილისის ცენტრში და და მისი კრეატიული დიასახლისი - სტუმრად მარიკა დარჩიას სახლში (+ 16 ფოტო)

საინტერესო სახლი თბილისის ცენტრში და და მისი კრეატიული დიასახლისი - სტუმრად მარიკა დარჩიას სახლში (+ 16 ფოტო)

Ambebi.ge მკითხველს ახალ, მულტიმედია პროექტს სთავაზობს. ჩვენ ცნობილი ადამიანების სახლებში მეგზურობას გაგიწევთ. ვფიქრობთ, რომ თითოეული სახლი მის ბინადარზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას ინახავს - როგორი გემოვნება აქვს, რა ჰობით არის გატაცებული, მოწესრიგებულია, ქაოსური და შემოქმედებითი თუ ზედმიწევნით აკურატული...

რუბრიკის პირველი სტუმარი მარიკა დარჩიაა. რამდენიმე თვეა "პალიტრა TV"-ს ეთერში საავტორო გადაცემას, "სტუმრად მარიკა დარჩიასთან" უძღვება. თუკი აქამდე სტუმრები მასთან სტუდიაში მიდიოდნენ, ამჯერად მარიკა მასპინძლის როლში საკუთარ სახლში იქნება.

მარიკა დარჩია მედია სახლ "პალიტრას" კრეატიული დირექტორია და ეს შემთხვევითი სულაც არ არის. საკმარისია მას სახლში ერთხელ მაინც ესტუმროთ, მიხვდებით, რომ კრეატივი და შემოქმედებითი მიდგომა ამ ქალბატონის ბუნებრივი თვისებაა.

რას არ ნახავთ მის ბინაში - პატარა შადრევანს, მომღერალ თოჯინებს, მინიატურულ ციხესიმაგრეებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან... კედლები სავსეა ნახატებით. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ბევრ ავტორს ამოიცნობთ; აქ მხოლოდ იმ მხატვრებსა და ნამუშევრებს უთმობს ადგილს, რომლებთან ერთად ცხოვრება სიამოვნებას ანიჭებს.

ამ სახლში ძველ ნივთებს საპატიო ადგილი უკავია. მისაღებ ოთახს ძველმანების მაღაზიაში ნაყიდი 200 წლის პიანინო ამშვენებს. იქვე მრგვალ მაგიდაზე ჰალსტუხებიანი გადასაფარებელი იქცევს ყურადღებას. ამ ჰალსტუხების ისტორია ქალბატონმა მარიკამ გაგვიმხილა: "მქონდა ოჯახში კრიზისული პერიოდი და უცებ გადავწყვიტე, რომ განტვირთვის მიზნით რაღაც ხელით უნდა შემექმნა. როცა ხელსაქმეს აკეთებ, თითქოს ტვინი არ მუშაობს და ეს ერთგვარი დასვენებაცაა. თანაც ჩემთვის ჰალსტუხი იმიტომ არის საინტერესო, რომ მამაკაცებისთვის ძლიერების სიმბოლოა, მე კი ეს სიმბოლო ქალის აქსესუარად ვაქციე".

სამზარეულო ერთი შეხედვით ქაოსურია, მაგრამ დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ აქ ყველა ნივთს თავისი განსაკუთრებული ადგილი აქვს მიჩენილი. მაცივრის კარი ოჯახის წევრების სურათებითაა სავსე, კედლებს საყვარელი მხატვრების ნამუშევრები ამშვენებს, იქვე კუთხეში კი პატარა შადრევანი იქცევს ყურადღებას. აქვეა განსხვავებული პატარა კულინარიული რეცეპტების წიგნები, რაც მის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც განსხვავებულ გემოს ტოვებს.

ათიოდე წლის წინ მოგზაურობასთან ერთად საინტერესო ნივთების შეგროვება დაიწყო. ოთახის ერთი კედელი სხვადასხვა ქვეყნის სავიზიტო ბარათებით არის სავსე. ქალბატონი მარიკა თავს კოლექციონერად არ მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია, რომ აკურატულად შერჩეული ციხესიმაგრეებისა და მსოფლიოს ცნობილი არქიტექტურული შედევრების მაკეტების შეგროვება სიამოვნებას ანიჭებს.

რატომ მაინცდამაინც სახლები? მიაჩნია, რომ არქიტექტურაში პიროვნების ხასიათის ამოცნობა შეიძლება და ყველა სახლს, როგორც ადამიანებს, თავისი ბედი აქვს. და თავადაც ოცნებობდა პატარა საკუთარ სახლზე, რომელსაც ლამაზ ეზოს გაუკეთებდა. ჯერ ეს ოცნება მხოლოდ კოლექციაში გადადის, მაგრამ იმედი ყველაზე დიდხანს ცოცხლობს; ვინ იცის, კოლექციაზე უფრო დიდ ხანსაც...

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს