პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან ამონარიდს, რომელშიც პატრიარქი სუროგაციისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს, გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავა Facebook-ზე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას იზიარებს და შემდეგ ტექსტს ურთავს:
ბეთლემი, სადაც მაცხოვარი იშვა, ასევე ნაზარეთი - სადაც აღიზარდა. ძველ იუდეაში ყველაზე მიუვალი. თანამედროვე ჟარგონი რომ მოვიშველიოთ ყველაზე "ბანძი" ადგილები იყო. ისეთი, რომ სახარებაში ერთერთი ფარისეველი ამბობს : "ნუთუ შესაძლებელ არს ნაზარეთით რაიმე კეთილისა ყოფაი". ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ მაცხოვრისათვის მნიშვნელობა არ აქვს დროს, სივრცეს და ამქვეყნიურ შეზღუდვებს. ის, რომ ადამიანს დღეს აქვს საშუალება იყოლიოს შვილი, ეს სწორედ ბეთლემში დაბადებული ღვთის წყალობაა. მაპატიეთ, მაგრამ ვერანაირი ეპისტოლე ადამიანს, ოჯახს, ვერ წაართმევს მაცხოვრის ამ წყალობას.
ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს,"- წერს გიგი უგულავა და ზურაბ ჯაფარიძის ამ ჩანაწერს აზიარებს - ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა პატრიარქს სუროგაციასთან დაკავშირებით