საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელენე კალანდაძე ბერას კომპლიმენტებმა გაახარა - რა გაუგებრობა მოხდა „ერთი-ერთშის“ ფინალზე
ელენე კალანდაძე ბერას კომპლიმენტებმა გაახარა - რა გაუგებრობა მოხდა „ერთი-ერთშის“ ფინალზე

"ჯდს"-ის ეთერ­ში ორ თვე­ზე მეტ­ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ერთი ერ­თში". პო­პუ­ლა­რულ მომ­ღერ­ლე­ბად გარ­და­სა­ხუ­ლი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი ყო­ველ კვი­რას გა­ოგ­ნე­ბულს ტო­ვებ­დნენ მა­ყუ­რე­ბელს. ვო­კა­ლი­სა და შეს­რუ­ლე­ბის გარ­და, შოუს სა­ნა­ხა­ობ­რივს მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გრი­მიც ხდი­და. კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი მო­ნა­წი­ლე არ ტო­ვებ­და პრო­ექტს და სწო­რედ ეს გახ­ლდათ მი­ზე­ზი, რომ თი­თო­ე­ულ კონ­კურ­სანტს მარ­თლა ძა­ლი­ან დიდი შრო­მის ჩა­დე­ბა მო­უხ­და.

ფი­ნა­ლუ­რი ოთხე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და: ანრი ჯო­ხა­ძე, დათო გო­მარ­თე­ლი, ელე­ნე კა­ლან­და­ძე და ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და 40 000 ლა­რის მფლო­ბე­ლი ელე­ნე კა­ლან­და­ძე გახ­და. გა­მარ­ჯვე­ბულს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შევ­ხვდით და დაგ­რო­ვილ ემო­ცი­ა­სა და გეგ­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ელე­ნე, ფი­ნა­ლურ შო­უ­ზე, რო­დე­საც გა­მარ­ჯვე­ბულს აცხა­დებ­დნენ, მა­ყუ­რე­ბელს პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე წამი დათო გო­მარ­თე­ლი ეგო­ნა.

- დიახ, გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და, რო­დე­საც გა­მო­ა­ცხა­დეს, და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია... დათო გო­მარ­თე­ლი. ამ დროს მი­ვე­დი და გუ­ლით ჩა­ვე­ხუ­ტე. დათო მე­უბ­ნე­ბო­და, არა, ელე­ნე, მე კი არა, შენ გა­ი­მარ­ჯვე, მე­ო­რე ეკ­რან­ზე გა­ი­ხე­დეო. და­ვი­ნა­ხე, რომ პრო­ცენ­ტუ­ლად უფრო მეტი ხმა მე მი­ვი­ღე. სი­ხა­რუ­ლის­გან ჩა­ვი­კე­ცე და ტი­რი­ლი და­ვი­წყე. ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, სა­უ­ბა­რი ახ­ლაც მი­ჭირს.

- კონ­კურ­სან­ტებს ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა გი­წევ­დათ.

- ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ექ­ტია, თან ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო. ყვე­ლა­ზე დიდი პლუ­სი ისაა, რომ არა­ვინ არ ვარ­დე­ბა და ყვე­ლას აქვს შან­სი, ქუ­ლე­ბით ისევ ზე­ვით აი­წი­ოს. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შან­სი მო­მე­ცა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ფი­ნალ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, მაგ­რამ ასეთ შე­დეგს მარ­თლა არ ვე­ლო­დი. ორ თვე­ზე მეტი თი­თო­ე­ულ­მა კონ­კურ­სან­ტმა დიდი შრო­მა ჩავ­დეთ. ბევ­რს მოგ­ვიხ­და სხვა საქ­მის გა­და­დე­ბა და ყო­ველ­დღე აქ ვი­ყა­ვით. შოუს გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა ტური, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­ნა­ნოს. ცხოვ­რე­ბა­შიც ასე ვარ, რა­საც ხელს მოვ­კი­დებ, არა­სო­დეს ვნებ­დე­ბი. პი­რი­ქით, ვცდი­ლობ­დი, ბო­ლომ­დე მივ­წო­ლო­დი და რქე­ბით გა­მე­ტა­ნა.

- შოუს გან­მავ­ლო­ბა­ში ორი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბამ მო­გი­წია - ნანი ბრეგ­ვა­ძე და აჩი­კო მე­ფა­რი­ძე.

- "აჩი­კო მე­ფა­რი­ძე" წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მა­მა­კა­ცის გან­სა­ხი­ე­რე­ბამ რობი უი­ლი­ამ­სის შემ­თხვე­ვა­შიც მო­მი­წია, მაგ­რამ სცე­ნა­ზე მოძ­რა­ო­ბა მჭირ­დე­ბო­და, ცოტა ვმა­ი­მუ­ნობ­დი, თან ინ­გლი­სუ­რად ვმღე­რო­დი და გა­მო­მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ფა­რი­ძეს, ქარ­თულ სიმ­ღე­რას­თან ვერ ვმე­გობ­რობ. გა­მი­ჭირ­და მორ­გე­ბა. აჩი­კოს პი­რა­დად არ ვიც­ნობ, გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი ესა­უბ­რა, რომ კონ­ცერ­ტზე მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა. კონ­ცერ­ტის შემ­დე­გაც არ და­უ­რე­კავს. რაც შე­ე­ხე­ბა ნანი ბრეგ­ვა­ძის შემ­თხვე­ვას, ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მის­მა ოჯახ­მაც და­მი­რე­კა და მი­თხრეს, ნანი რომც არ გემ­ღე­რა, მა­ინც ძა­ლი­ან გვე­ა­მა­ყე­ბიო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ელენე კალანდაძე ბერას კომპლიმენტებმა გაახარა - რა გაუგებრობა მოხდა „ერთი-ერთშის“ ფინალზე

ელენე კალანდაძე ბერას კომპლიმენტებმა გაახარა - რა გაუგებრობა მოხდა „ერთი-ერთშის“ ფინალზე

"ჯდს"-ის ეთერში ორ თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა მუსიკალური პროექტი "ერთი ერთში". პოპულარულ მომღერლებად გარდასახული ქართველი ვარსკვლავები ყოველ კვირას გაოგნებულს ტოვებდნენ მაყურებელს. ვოკალისა და შესრულების გარდა, შოუს სანახაობრივს მონაწილეების გრიმიც ხდიდა. კონკურსის განმავლობაში არც ერთი მონაწილე არ ტოვებდა პროექტს და სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ თითოეულ კონკურსანტს მართლა ძალიან დიდი შრომის ჩადება მოუხდა.

ფინალური ოთხეული ასე გამოიყურებოდა: ანრი ჯოხაძე, დათო გომართელი, ელენე კალანდაძე და ნუცა ბუზალაძე. გამარჯვებული და 40 000 ლარის მფლობელი ელენე კალანდაძე გახდა. გამარჯვებულს ტელევიზიაში შევხვდით და დაგროვილ ემოციასა და გეგმებზე ვესაუბრეთ.

- ელენე, ფინალურ შოუზე, როდესაც გამარჯვებულს აცხადებდნენ, მაყურებელს პირველი ადგილის მფლობელი პირველი რამდენიმე წამი დათო გომართელი ეგონა.

- დიახ, გაუგებრობა მოხდა, როდესაც გამოაცხადეს, და გამარჯვებულია... დათო გომართელი. ამ დროს მივედი და გულით ჩავეხუტე. დათო მეუბნებოდა, არა, ელენე, მე კი არა, შენ გაიმარჯვე, მეორე ეკრანზე გაიხედეო. დავინახე, რომ პროცენტულად უფრო მეტი ხმა მე მივიღე. სიხარულისგან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. ცხოვრებაში არ მქონია გამარჯვებულის სტატუსი. საოცარი შეგრძნებაა, საუბარი ახლაც მიჭირს.

- კონკურსანტებს ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა გიწევდათ.

- ყველაზე დატვირთული და შრომატევადი პროექტია, თან ძალიან სახალისო. ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ არავინ არ ვარდება და ყველას აქვს შანსი, ქულებით ისევ ზევით აიწიოს. ძალიან გამიხარდა, რომ მონაწილეობის შანსი მომეცა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალში მოვხვდებოდი, მაგრამ ასეთ შედეგს მართლა არ ველოდი. ორ თვეზე მეტი თითოეულმა კონკურსანტმა დიდი შრომა ჩავდეთ. ბევრს მოგვიხდა სხვა საქმის გადადება და ყოველდღე აქ ვიყავით. შოუს განმავლობაში არ ყოფილა ტური, რომ მონაწილეობა მენანოს. ცხოვრებაშიც ასე ვარ, რასაც ხელს მოვკიდებ, არასოდეს ვნებდები. პირიქით, ვცდილობდი, ბოლომდე მივწოლოდი და რქებით გამეტანა.

- შოუს განმავლობაში ორი ქართველი მომღერლის განსახიერებამ მოგიწია - ნანი ბრეგვაძე და აჩიკო მეფარიძე.

- "აჩიკო მეფარიძე" წარუმატებელი აღმოჩნდა. მამაკაცის განსახიერებამ რობი უილიამსის შემთხვევაშიც მომიწია, მაგრამ სცენაზე მოძრაობა მჭირდებოდა, ცოტა ვმაიმუნობდი, თან ინგლისურად ვმღეროდი და გამომივიდა. რაც შეეხება მეფარიძეს, ქართულ სიმღერასთან ვერ ვმეგობრობ. გამიჭირდა მორგება. აჩიკოს პირადად არ ვიცნობ, გადაცემის პროდიუსერი ესაუბრა, რომ კონცერტზე მოსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. კონცერტის შემდეგაც არ დაურეკავს. რაც შეეხება ნანი ბრეგვაძის შემთხვევას, ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მისმა ოჯახმაც დამირეკა და მითხრეს, ნანი რომც არ გემღერა, მაინც ძალიან გვეამაყებიო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება