თბილისში, ალილოს მსვლელობისას ინციდენტი მოხდა

თბილისში, ალილოს მსვლელობისას ინციდენტი მოხდა

თბილისის საკრებულოსთან, ალილოს მსვლელობის დროს მცირე ინციდენტი მოხდა. ასოციაცია "მომავლის იმედის" წარმომადგენელს, თამარ ხაჭაპურიძეს, რომელიც ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას აპროტესტებდა, ალილოს მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დაუპირისპირდა.

როგორც ისინი აცხადებენ, დღეს არის წმინდა დღე და ამ ქალბატონს არ ჰქონდა უფლება, ასეთი პლაკატით მიეღო მსვლელობაში მონაწილეობა, რადგან ეს დღევანდელი დღის შეურაცხყოფაა.

საკუთარი პოზიციის დაცვა სცადა თავად თამარ ხაჭაპურიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ იცავს ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვთა უფლებებს. ამის შემდეგ უკვე ვითარება საპატრულო პოლიციამ განმუხტა.

ინციდენტი მოხდა საკრებულოს შენობასთან. თავად ამ ქალბატონმა კი ვეღარ შეძლო მსვლელობაში მონაწილეობის მიღება, რადგან აცხადებდა, რომ აქციის მონაწილეები მისი მისამართით იქცეოდნენ აგრესიულად და მსვლელობაში მონაწლოება მისთვის უკვე სახიფათო იქნებოდა.

როგორც მან აღნიშნა, საპატრულო პოლიციამ მისი უფლებები არ დაიცვა და მას აღარ მიეცა მსვლელობაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ალილოს მსვლელობაში ასოციაცია "მომავლის იმედის" წარმომადგენელი თამარ ხაჭაპურიძე ასეთი პლაკატი მონაწილებდა: "სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია, ნუ წაართმევ უფლებას გახდეს მშობელი".

როგორც "ინტერპრესნიუსს" თამარ ხაჭაპურიძემ განუცხადა, აპროტესტებს ხელოვნური განაყოფიერების გზით მოვლენილი ბავშვების დისკრედიტაციას ქართული ეკლესიის მიერ. მისი შეფასებით, ეს არის ერის გამრავლების, ასევე ოჯახის და ადამიანის უფლების საწინააღმდეგოდ მიმართული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია