ბებია პრინც ჰარის პირის გაპარსვას სთხოვს

ბებია პრინც ჰარის პირის გაპარსვას სთხოვს

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ თავის შვილიშვილს, პრინც ჰარის, პირის გაპარსვა სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანული გაზეთის, The Sunday Express-ის საიტზე გავრცელდა. გამოცემის ცნობით,  დედოფალმა გარკვევით აღნიშნა, რომ მას "გადაჭრით არ მოსწონს სახეზე თმა". 

როგორც გაზეთს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, დედოფალი არ ეწინააღმდეგება იმას, რომ პრინცებს წვერი არმიაში ყოფნისას ან მოგზაურობის დროს ჰქონდეთ, მაგრამ დედოფალი მიიჩნევს, რომ სახლში ყოფნისას ოჯახის წევრ ყველა მამაკაცს პირი გაპარსული უნდა ჰქონდეს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა