პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 საუკეთესო ფილმი შობაზე
5 საუკეთესო ფილმი შობაზე

გთა­ვა­ზობთ ხუთ ფილ­მს შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, რო­მე­ლიც ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­სა და ჯა­დოს­ნულ ატ­მოს­ფე­როს შე­გიქ­მნით.

"სას­წა­უ­ლი 34-ე ქუ­ჩა­ზე" - მთა­ვა­რი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მი სან­ტა­ზე, რო­მე­ლიც 1947 წელს გა­მო­უშ­ვეს.

ფილ­მი შო­ბის თა­მა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის ბევრ ავ­ტო­რი­ტე­ტულ რე­ი­ტინგს ლი­დე­რობს. სწო­რედ ამ ფილმში შექ­მნა მსა­ხი­ობ­მა ეს­მუნდ გვენ­მა სან­ტა-კლა­უ­სის კლა­სი­კუ­რი იმი­ჯი, რო­მელ­საც ფილ­მე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბი დღემ­დე იყე­ნე­ბენ.

მომ­ხიბ­ვლე­ლი წვე­რო­სა­ნი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვით დიდი უნი­ვერ­მა­ღის სა­ბავ­შვო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სან­ტად მუ­შა­ო­ბას იწყებს, წი­თელ სა­მოსს იც­ვამს, ბავ­შვებს აღ­მერ­თებს, მათი გარ­თო­ბა ეხერ­ხე­ბა და ბავ­შვე­ბის­თვის გა­უ­სა­ღე­ბე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის მი­ყიდ­ვას არ თან­ხმდე­ბა, რის გა­მოც ზო­გი­ერ­თი ზრდას­რუ­ლი სძულს. სუ­რა­თის სა­კულ­ტო სტა­ტუსს ოთხი რე­მე­ი­კი­სა და მის მო­ტი­ვებ­ზე ერთი მუ­ზიკ­ლის გა­და­ღე­ბა ადას­ტუ­რებს.

"ცუდი სან­ტა"

მაგ­რამ ყვე­ლა სან­ტა ერ­თნა­ი­რად კარ­გი და კე­თი­ლი არ არის, ბილი ბობ ტორნ­ტონ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ლოთი, გარ­ყვნი­ლი და დამ­ნა­შა­ვე იყოს. ერთ-ერთი ასე­თი სან­ტა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში სა­მუ­შა­ოდ მო­ე­წყო, ეუ­ხე­შე­ბო­და ყვე­ლას, ბავ­შვებს აში­ნებ­და და მნახ­ვე­ლებს ეარ­ში­ყე­ბო­და, ხოლო ღამ-ღა­მო­ბით მა­ღა­ზი­ე­ბის სა­ლა­რო­ებს აცა­რი­ე­ლებ­და. მაგ­რამ შო­ბას ასე­თი ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი იც­ვლე­ბი­ან...

"რე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი"

გე­ნი­ა­ლურ­მა სცე­ნა­რის­ტმა და რე­ჟი­სორ­მა რი­ჩარდ კერ­ტის­მა 2003 წელს იდე­ა­ლუ­რი სა­შო­ბაო მე­ლოდ­რა­მა გა­მო­უშ­ვა, რო­მე­ლიც რო­გორც სევ­დი­ა­ნი, ისე შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია და უფ­რო­სებს სას­წა­უ­ლის და­ჯე­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. შო­ბის წინ კი სას­წა­უ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა - თუ თქვენ ახ­ლო­ბე­ლი და­კარ­გეთ, ან მე­უღ­ლემ მი­გა­ტო­ვათ, თუ ცო­ლად სა­ჭი­რო ადა­მი­ანს არ გა­ყე­ვით, ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ასო­ბით კი­ლო­მეტ­რი და ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი გა­შო­რებთ. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს კირა ნა­ით­ლი, ემა ტომპსო­ნი, კო­ლინ ფერ­ტი, მარ­ტინ ფრი­მა­ნი, ლაიმ ნი­სო­ნი და ჰიუ გრან­ტი ას­რუ­ლე­ბენ.

"სა­შო­ბაო ის­ტო­რია"

რო­ბერტ ზე­მე­კი­სის "სა­შო­ბაო ის­ტო­რი­ა­ში", რო­მე­ლიც ჩარლზ დი­კენ­სის კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვი­თაა შექ­მნი­ლი, მსა­ხი­ობ­მა ჯიმ ქე­რიმ ბო­რო­ტი მო­ხუ­ცი სკრუ­ჯის როლი შე­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც დღე­სას­წა­უ­ლებს ვერ იტანს, მაგ­რამ ერთ-ერთი შო­ბის წინ ცხოვ­რე­ბა­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა მო­უ­წევს. სუ­რა­თი რთუ­ლი ტექ­ნო­ლო­გის motion capture-ის დახ­მა­რე­ბით იქ­მნე­ბო­და - ამის გამო ეკ­რან­ზე სრუ­ლი­ად გა­სა­ო­ცა­რი სუ­რა­თი იშ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რო­გორც ბავ­შვებ­ში, ისე მშობ­ლებ­ში ერ­თნა­ირ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს.

"შვე­ბუ­ლე­ბა"

სა­შო­ბაო რო­მან­ტი­კულ კო­მე­დი­ა­ში ცნო­ბი­ლი ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბე­ბი - კეიტ უინსლე­ტი, ჯოდ ლოუ და კა­მე­რონ დი­ა­სი თა­მა­შო­ბენ. ნენ­სი მე­ი­ერ­სის მე­ლოდ­რა­მა­ში გმი­რებს ზამ­თრის არ­და­დე­გე­ბის დროს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის გაც­ვლა უწევთ, რომ რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ირ­კვე­ვა, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

5 საუკეთესო ფილმი შობაზე

5 საუკეთესო ფილმი შობაზე

გთავაზობთ ხუთ ფილმს შობის დღესასწაულზე, რომელიც ამაღლებულ განწყობასა და ჯადოსნულ ატმოსფეროს შეგიქმნით.

"სასწაული 34-ე ქუჩაზე" - მთავარი ჰოლივუდური ფილმი სანტაზე, რომელიც 1947 წელს გამოუშვეს.

ფილმი შობის თამაზე გადაღებული ფილმების ბევრ ავტორიტეტულ რეიტინგს ლიდერობს. სწორედ ამ ფილმში შექმნა მსახიობმა ესმუნდ გვენმა სანტა-კლაუსის კლასიკური იმიჯი, რომელსაც ფილმების მწარმოებლები დღემდე იყენებენ.

მომხიბვლელი წვეროსანი, რომელიც შემთხვევით დიდი უნივერმაღის საბავშვო განყოფილებაში სანტად მუშაობას იწყებს, წითელ სამოსს იცვამს, ბავშვებს აღმერთებს, მათი გართობა ეხერხება და ბავშვებისთვის გაუსაღებელი სათამაშოების მიყიდვას არ თანხმდება, რის გამოც ზოგიერთი ზრდასრული სძულს. სურათის საკულტო სტატუსს ოთხი რემეიკისა და მის მოტივებზე ერთი მუზიკლის გადაღება ადასტურებს.

"ცუდი სანტა"

მაგრამ ყველა სანტა ერთნაირად კარგი და კეთილი არ არის, ბილი ბობ ტორნტონმა დაამტკიცა, რომ ზოგიერთი შეიძლება ლოთი, გარყვნილი და დამნაშავე იყოს. ერთ-ერთი ასეთი სანტა სავაჭრო ცენტრში სამუშაოდ მოეწყო, ეუხეშებოდა ყველას, ბავშვებს აშინებდა და მნახველებს ეარშიყებოდა, ხოლო ღამ-ღამობით მაღაზიების სალაროებს აცარიელებდა. მაგრამ შობას ასეთი ცუდი ადამიანებიც კი იცვლებიან...

"რეალური სიყვარული"

გენიალურმა სცენარისტმა და რეჟისორმა რიჩარდ კერტისმა 2003 წელს იდეალური საშობაო მელოდრამა გამოუშვა, რომელიც როგორც სევდიანი, ისე შთამაგონებელია და უფროსებს სასწაულის დაჯერებაში ეხმარება. შობის წინ კი სასწაული აუცილებლად მოხდება - თუ თქვენ ახლობელი დაკარგეთ, ან მეუღლემ მიგატოვათ, თუ ცოლად საჭირო ადამიანს არ გაყევით, ან საყვარელ ადამიანს ასობით კილომეტრი და ენობრივი ბარიერი გაშორებთ. ფილმში მთავარ როლებს კირა ნაითლი, ემა ტომპსონი, კოლინ ფერტი, მარტინ ფრიმანი, ლაიმ ნისონი და ჰიუ გრანტი ასრულებენ.

"საშობაო ისტორია"

რობერტ ზემეკისის "საშობაო ისტორიაში", რომელიც ჩარლზ დიკენსის კლასიკური ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი, მსახიობმა ჯიმ ქერიმ ბოროტი მოხუცი სკრუჯის როლი შეასრულა, რომელიც დღესასწაულებს ვერ იტანს, მაგრამ ერთ-ერთი შობის წინ ცხოვრებაზე შეხედულებების გადახედვა მოუწევს. სურათი რთული ტექნოლოგის motion capture-ის დახმარებით იქმნებოდა - ამის გამო ეკრანზე სრულიად გასაოცარი სურათი იშლება, რომელიც როგორც ბავშვებში, ისე მშობლებში ერთნაირ აღფრთოვანებას იწვევს.

"შვებულება"

საშობაო რომანტიკულ კომედიაში ცნობილი ჰოლივუდის მსახიობები - კეიტ უინსლეტი, ჯოდ ლოუ და კამერონ დიასი თამაშობენ. ნენსი მეიერსის მელოდრამაში გმირებს ზამთრის არდადეგების დროს საცხოვრებელი სახლების გაცვლა უწევთ, რომ როგორც მოგვიანებით ირკვევა, საკუთარი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალონ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება