პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი: გაშლილია ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ
პატრიარქი: გაშლილია ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

რო­გორც პატ­რი­ა­ქის ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი, თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა ამ მხრივ მეგა-გა­მოწ­ვე­ვე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

იხი­ლეთ ეპის­ტო­ლეს სრუ­ლი ვერ­სია

"პოსტმო­დერ­ნიზ­მის მთა­ვა­რი არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სი­ნამ­დვი­ლის ხედ­ვა, რო­მე­ლიც ამა თუ იმ რე­ლი­გი­ურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ეყ­რდნო­ბა, არას­წო­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, რად­გან, მათი გა­გე­ბით, ცდე­ბა ყვე­ლა, ვინც აცხა­დებს, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა იცის. თვით ათე­ის­ტე­ბიც ცდე­ბი­ან, რად­გან ამ­ტკი­ცე­ბენ რა­ღა­ცას, მა­გა­ლი­თად, უღ­მერ­თო­ე­ბას. მარ­თა­ლია მხო­ლოდ ის, ვინც არა­ვის გან­სჯის.

ასე­თი აზ­როვ­ნე­ბის­თვის, სწო­რი და არას­წო­რი აღარ არ­სე­ბობს. გვაქვს უბ­რა­ლოდ სის­ტე­მა, რომ­ლის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის კი არ არის, მარ­თა­ლია თუ არა ესა თუ ის პრინ­ცი­პი, არა­მედ ის, თუ რამ­დე­ნად მუ­შა­ობს და რამ­დე­ნად სარ­გებ­ლი­ა­ნია იგი დღეს.

ამ სის­ტე­მა­ში მიჩ­ნე­უ­ლია, რომ თვი­თონ ადა­მი­ა­ნია ყვე­ლაფ­რის გან­მსა­ზღვრე­ლი და რაც მას მო­ე­სურ­ვე­ბა, ისაა კარ­გი. ამი­ტო­მაც პი­როვ­ნე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა კი არ არის სა­ჭი­რო, არა­მედ მისი აზ­როვ­ნე­ბის შეც­ვლაა მი­საღ­წე­ვი. მა­გა­ლი­თად, თუ ვინ­მეს ჭუ­ჭყი­ა­ნი სა­მო­სი აც­ვია და იგი ჩათ­ვლის, რომ მისი ტან­საც­მე­ლი სუფ­თაა და ამას თვი­თო­ნაც და­ი­ჯე­რებს, ის მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სხვაც ასე ფიქ­რობს თუ არა", - ნათ­ქვა­მია ეპის­ტო­ლე­ში.

პატ­რი­არ­ქის თქმით, სამ­ყა­როს თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვს, თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბა კი ამ­ბობს, რომ სა­ერ­თო მო­ცე­მუ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს და ეს მო­გო­ნი­ლია.

"ამ­დე­ნად, შე­გიძ­ლია, შენი სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნა აღი­ა­რო, ან არ აღი­ა­რო, მი­იჩ­ნიო არ­სე­ბუ­ლად, ან არარ­სე­ბუ­ლად.

ტაბუ უნდა აეხ­სნას ყვე­ლა­ფერს! უნდა განვდევ­ნოთ წარ­სუ­ლის ზნე­ობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია, რაც მე მინ­და და მსი­ა­მოვ­ნებს! ოღონდ შე­ფა­სე­ბე­ბი­სას ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი წესი უნდა იქ­ნეს და­ცუ­ლი, - სხვი­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით უმ­ცი­რე­სო­ბის, უფ­ლე­ბე­ბი არ უნდა და­ირ­ღვეს! ეს კა­ნო­ნია.

შე­დე­გად კი ვი­ღებთ იმას, რომ იკარ­გე­ბა ზღვა­რი კარ­გსა და ცუდ საქ­ცი­ელს, სი­მარ­თლე­სა და სიც­რუ­ეს შო­რის. სი­მარ­თლე არის ის, რა­საც მე მი­ვიჩ­ნევ სი­მარ­თლედ და მორ­ჩა! შენ შენი სი­მარ­თლე გაქვს? და­ი­ცა­ვი შენი სი­მარ­თლე, მე ჩემ­სას და­ვი­ცავ. მე შენს უფ­ლე­ბებს არ შევ­ლა­ხავ, შენც ჩემი უფ­ლე­ბე­ბი არ შე­ლა­ხო. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია ის აზ­როვ­ნე­ბა, რომ­ლის დამ­კვიდ­რე­ბის მცდე­ლო­ბაც არის დღეს", - ნათ­ქვა­მია ეპის­ტო­ლე­ში.

რო­გორც ილია მე­ო­რე აღ­ნიშ­ნავს, არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და პი­როვ­ნე­ბა­ზე ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბას ქრის­ტი­ა­ნო­ბაც ქა­და­გებს.

პატ­რი­არ­ქის თქმით, არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უფ­ლის­გან ადა­მი­ა­ნის­თვის ბო­ძე­ბუ­ლი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მად­ლია, მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნულ მო­ძღვრე­ბა­სა და ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი "თა­ვი­სუფ­ლე­ბას" შო­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი სხვა­ო­ბაა.

"ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლუ­რი "არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ასარ­ჩევ მო­ცე­მუ­ლო­ბა­თა თა­ნა­ბარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს გუ­ლის­ხმობს და ყვე­ლა­ფერს თა­ნაბ­რად კარ­გად მი­იჩ­ნევს.

ქრის­ტი­ა­ნო­ბა (ზო­გა­დად, რე­ლი­გი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა) კი გვას­წავ­ლის, რა არის კარ­გი და რა - მი­უ­ღე­ბე­ლი, რა არის ცოდ­ვა და რა - მად­ლი, მაგ­რამ არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბას პი­როვ­ნე­ბას უტო­ვებს. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პრინ­ცი­პია: მე პა­ტივს ვცემ შენი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბას, მაგ­რამ არა შენს ნე­ბის­მი­ერ არ­ჩე­ვანს; ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბა­დარ­თუ­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რო­დია სარ­გო (Iკორ.10;23).

ისე­დაც ხომ ცხა­დია, არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­ში­ნაა ღი­რე­ბუ­ლი, რო­დე­საც მას ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბულ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის აკე­თებ, თო­რემ თუ ყვე­ლა­ფე­რი სულ ერ­თია, არ­ჩე­ვან­საც აზრი ეკარ­გე­ბა.

ყო­ვე­ლი­ვეს თავი და თავი კი ის არის, რომ სე­კუ­ლა­რულ­მა იდე­ო­ლო­გი­ამ პი­როვ­ნე­ბა ღმერ­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ არ­სე­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნა, კვარ­ცხლბეკ­ზე ცოდ­ვით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ა­ყე­ნა და ყვე­ლა­ფე­რი მის ინ­სტიქ­ტებს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა, რი­თაც მდა­ბა­ლი ვნე­ბი­თი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია მო­ინ­დო­მა, მო­რა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი ორი­ენ­ტი­რე­ბი და­უ­კარ­გა და ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის სა­ბა­ბით გა­ა­მარ­თლა. ესაა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ლი­ლი ბრძო­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, აღ­ზრდი­სა და ზნე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", - ბრძა­ნებს პატ­რი­არ­ქი სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში.

იხი­ლეთ ეპის­ტო­ლეს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პატრიარქი: გაშლილია ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ

პატრიარქი: გაშლილია ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ქრისტიანობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობს.

როგორც პატრიაქის ეპისტოლეშია ნათქვამი, თანამედროვე ეპოქა ამ მხრივ მეგა-გამოწვევებით გამოირჩევა.

იხილეთ ეპისტოლეს სრული ვერსია

"პოსტმოდერნიზმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილის ხედვა, რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას ეყრდნობა, არასწორადაა მიჩნეული, რადგან, მათი გაგებით, ცდება ყველა, ვინც აცხადებს, რომ ჭეშმარიტება იცის. თვით ათეისტებიც ცდებიან, რადგან ამტკიცებენ რაღაცას, მაგალითად, უღმერთოებას. მართალია მხოლოდ ის, ვინც არავის განსჯის.

ასეთი აზროვნებისთვის, სწორი და არასწორი აღარ არსებობს. გვაქვს უბრალოდ სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მართალია თუ არა ესა თუ ის პრინციპი, არამედ ის, თუ რამდენად მუშაობს და რამდენად სარგებლიანია იგი დღეს.

ამ სისტემაში მიჩნეულია, რომ თვითონ ადამიანია ყველაფრის განმსაზღვრელი და რაც მას მოესურვება, ისაა კარგი. ამიტომაც პიროვნების გამოსწორება კი არ არის საჭირო, არამედ მისი აზროვნების შეცვლაა მისაღწევი. მაგალითად, თუ ვინმეს ჭუჭყიანი სამოსი აცვია და იგი ჩათვლის, რომ მისი ტანსაცმელი სუფთაა და ამას თვითონაც დაიჯერებს, ის მართალი იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, სხვაც ასე ფიქრობს თუ არა", - ნათქვამია ეპისტოლეში.

პატრიარქის თქმით, სამყაროს თავისი კანონები აქვს, თანამედროვე აზროვნება კი ამბობს, რომ საერთო მოცემულობა არ არსებობს და ეს მოგონილია.

"ამდენად, შეგიძლია, შენი სურვილისამებრ, ნებისმიერი მოვლენა აღიარო, ან არ აღიარო, მიიჩნიო არსებულად, ან არარსებულად.

ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს! უნდა განვდევნოთ წარსულის ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს! ოღონდ შეფასებებისას ერთი აუცილებელი წესი უნდა იქნეს დაცული, - სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის, უფლებები არ უნდა დაირღვეს! ეს კანონია.

შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდ საქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა! შენ შენი სიმართლე გაქვს? დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსას დავიცავ. მე შენს უფლებებს არ შევლახავ, შენც ჩემი უფლებები არ შელახო. დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომლის დამკვიდრების მცდელობაც არის დღეს", - ნათქვამია ეპისტოლეში.

როგორც ილია მეორე აღნიშნავს, არჩევანის თავისუფლებას და პიროვნებაზე ძალადობრივი ქმედების მიუღებლობას ქრისტიანობაც ქადაგებს.

პატრიარქის თქმით, არჩევანის თავისუფლება უფლისგან ადამიანისთვის ბოძებული ერთ-ერთი უმთავრესი მადლია, მაგრამ ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდო-ლიბერალების მიერ შემოთავაზებული "თავისუფლებას" შორის ფუნდამენტური სხვაობაა.

"ფსევდო-ლიბერალური "არჩევანის თავისუფლება" ასარჩევ მოცემულობათა თანაბარ ღირებულებებს გულისხმობს და ყველაფერს თანაბრად კარგად მიიჩნევს.

ქრისტიანობა (ზოგადად, რელიგიური აზროვნება) კი გვასწავლის, რა არის კარგი და რა - მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა - მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (Iკორ.10;23).

ისედაც ხომ ცხადია, არჩევანის თავისუფლება მაშინაა ღირებული, როდესაც მას ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფასეულობებს შორის აკეთებ, თორემ თუ ყველაფერი სულ ერთია, არჩევანსაც აზრი ეკარგება.

ყოველივეს თავი და თავი კი ის არის, რომ სეკულარულმა იდეოლოგიამ პიროვნება ღმერთისაგან დამოუკიდებელ არსებად წარმოაჩინა, კვარცხლბეკზე ცოდვით დამძიმებული ადამიანი დააყენა და ყველაფერი მის ინსტიქტებს დაუქვემდებარა, რითაც მდაბალი ვნებითი მიდრეკილებების ლეგიტიმაცია მოინდომა, მორალური და სულიერი ორიენტირები დაუკარგა და ეს ინდივიდუალიზმის საბაბით გაამართლა. ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ", - ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.

იხილეთ ეპისტოლეს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია