პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარი ჩაჩხიანი: "დავამტკიცებ იმას, რომ ღირსეულად გავხდი "ახალი ხმა"
მარი ჩაჩხიანი: "დავამტკიცებ იმას, რომ ღირსეულად გავხდი "ახალი ხმა"

ის დათო ფორჩხი­ძის გუნ­დის წევ­რი და ერთ-ერთი ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტია. მარი ჩა­ჩხი­ანს იმე­დიც აქვს, რომ ფი­ნალ­ში მოხ­ვდე­ბა, ამის­თვის კი სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს...

- ვემ­ზა­დე­ბი და ენერ­გი­ას არ ვი­შუ­რებ, რომ კარ­გად წარვდგე შო­უ­ზე. ასე რომ, გან­წყო­ბა მებ­რძო­ლი და შემ­ტე­ვი მაქვს.…

- რო­გორ ფიქ­რობ, ფი­ნალ­ში მოხ­ვდე­ბი?

- კი, ამის იმე­დი მაქვს...

- კონ­კუ­რენ­ტად ვის მი­იჩ­ნევ?

- გა­მორ­ჩე­უ­ლად არა­ვის და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ნი, ვინც დავ­რჩით, ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, მაგ­რამ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­მი­წევს.

- ზო­გა­დად რას ნიშ­ნავს შენ­თვის ეს კონ­კურ­სი?

- ამ ეტაპ­ზე თით­ქმის ყვე­ლა­ფერს, რად­გა­ნაც ყო­ვე­ლი დღე იმა­ზე ფიქ­რით იწყე­ბა, რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სო ჩემი ნამ­ღე­რი, რო­გორ წარ­მო­ვა­ჩი­ნო სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი... ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა, რად­გა­ნაც ხალ­ხმა გა­მიც­ნო... მოკ­ლედ, არ ვნა­ნობ, ამ კონ­კურ­სში რომ ჩა­ვერ­თე. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

- რას იტყვი შენს მწვრთნელ­ზე, დათო ფორჩხი­ძე­ზე?

- დათო ფორჩხი­ძე ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია. ეს მხო­ლოდ ჩემი აზრი არ არის. ამ კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გვას­წავ­ლა და თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს. და­თოს ახლო მე­გობ­რად მი­ვიჩ­ნევ.

- და რო­დე­საც მის გარ­შე­მო რა­ღაც აურ­ზა­უ­რია ხოლ­მე ატე­ხი­ლი, კონ­კურ­სან­ტე­ბი რო­გორ რე­ა­გი­რებთ მას­ზე?

- დათო თა­ვის პრობ­ლე­მებს თავ­ზე არ გვახ­ვევს. თუმ­ცა ჩვე­ნი მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვს ხოლ­მე. ერთი გუნ­დი ვართ და მისი პრობ­ლე­მე­ბი ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბიც არის, მაგ­რამ ჩვენ­ზე დიდი გავ­ლე­ნა გარ­კვე­ულ და­პი­რის­პი­რე­ბას მა­ინ­ცდა­მა­ინც არ აქვს ხოლ­მე.

- კონ­კურ­სამ­დე რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- 18 წლის ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ უნი­ვე­რი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, პირ­ველ­კურ­სე­ლი გახ­ლა­ვართ. 3 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ერთი პე­და­გო­გის, ნანა ჟრე­რი­ას მოს­წავ­ლე ვარ. არა­ერთ კონ­კურ­სში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი: "იმედ­ზე" იყო "12 მტრე­დი", მერე ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი - "მე მიყ­ვარს თბი­ლი­სი", ჟი­უ­რი­ში რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ასე­ვე იტა­ლი­ე­ლე­ბი ის­ხდნენ. ქვეყ­ნის სა­ზღვრებს მიღ­მა გა­მარ­თულ კონ­კურ­სებ­შიც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა: ვი­ყა­ვი ბე­ლო­რუ­სი­ა­ში, თურ­ქეთ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში (2008 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ში 28 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე). 2007 წელს პირ­ველ სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" მე, ქე­თე­ვან ჩა­ჩხი­ან­მა და ნინო გვე­ლე­სი­ან­მა ტრიო შევ­ქმე­ნით და მე-12 ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ. მერე სან­დრა რუ­ლოვ­სის წყა­ლო­ბით, ის 12 ბავ­შვი ჰო­ლან­დი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ და ჩვენს პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სულ კონ­კურ­სანტს ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რეთ.

- რა შე­იც­ვლე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში, თუ "ახა­ლი ხმა" გახ­დი?

- ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა. სიმ­ღე­რას უფრო მეტ დროს და­ვუთ­მობ, ვიდ­რე აქამ­დე ვუთ­მობ­დი. სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს ვი­მუ­შა­ვებ და და­ვამ­ტკი­ცებ იმას, რომ ღირ­სე­უ­ლად გავ­ხდი "ახა­ლი ხმა"...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მარი ჩაჩხიანი: "დავამტკიცებ იმას, რომ ღირსეულად გავხდი "ახალი ხმა"

მარი ჩაჩხიანი: "დავამტკიცებ იმას, რომ ღირსეულად გავხდი "ახალი ხმა"

ის დათო ფორჩხიძის გუნდის წევრი და ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია. მარი ჩაჩხიანს იმედიც აქვს, რომ ფინალში მოხვდება, ამისთვის კი სერიოზულად მუშაობს...

- ვემზადები და ენერგიას არ ვიშურებ, რომ კარგად წარვდგე შოუზე. ასე რომ, განწყობა მებრძოლი და შემტევი მაქვს.…

- როგორ ფიქრობ, ფინალში მოხვდები?

- კი, ამის იმედი მაქვს...

- კონკურენტად ვის მიიჩნევ?

- გამორჩეულად არავის დავასახელებ, რადგანაც ყველანი, ვინც დავრჩით, ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გამიწევს.

- ზოგადად რას ნიშნავს შენთვის ეს კონკურსი?

- ამ ეტაპზე თითქმის ყველაფერს, რადგანაც ყოველი დღე იმაზე ფიქრით იწყება, როგორ გავაუმჯობესო ჩემი ნამღერი, როგორ წარმოვაჩინო საკუთარი შესაძლებლობები... ამ პროექტში მონაწილეობით რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რადგანაც ხალხმა გამიცნო... მოკლედ, არ ვნანობ, ამ კონკურსში რომ ჩავერთე. დიდი გამოცდილება მივიღე.

- რას იტყვი შენს მწვრთნელზე, დათო ფორჩხიძეზე?

- დათო ფორჩხიძე ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ამ კონკურსის განმავლობაში ბევრი რამ გვასწავლა და თითოეულ ჩვენგანზე დიდ იმედებს ამყარებს. დათოს ახლო მეგობრად მივიჩნევ.

- და როდესაც მის გარშემო რაღაც აურზაურია ხოლმე ატეხილი, კონკურსანტები როგორ რეაგირებთ მასზე?

- დათო თავის პრობლემებს თავზე არ გვახვევს. თუმცა ჩვენი მხრიდან გარკვეული მხარდაჭერა აქვს ხოლმე. ერთი გუნდი ვართ და მისი პრობლემები ჩვენი პრობლემებიც არის, მაგრამ ჩვენზე დიდი გავლენა გარკვეულ დაპირისპირებას მაინცდამაინც არ აქვს ხოლმე.

- კონკურსამდე რას საქმიანობდი?

- 18 წლის ვარ, საქართველოს ეროვნულ უნივერიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, პირველკურსელი გახლავართ. 3 წლიდან მოყოლებული, ერთი პედაგოგის, ნანა ჟრერიას მოსწავლე ვარ. არაერთ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული: "იმედზე" იყო "12 მტრედი", მერე ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი - "მე მიყვარს თბილისი", ჟიურიში როგორც ქართველები, ასევე იტალიელები ისხდნენ. ქვეყნის საზღვრებს მიღმა გამართულ კონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა: ვიყავი ბელორუსიაში, თურქეთში, ეგვიპტეში (2008 წელს საერთაშორისო ფესტივალში 28 ქვეყანა მონაწილეობდა და პირველი ადგილი დავიკავე). 2007 წელს პირველ საბავშვო "ევროვიზიისთვის" მე, ქეთევან ჩაჩხიანმა და ნინო გველესიანმა ტრიო შევქმენით და მე-12 ადგილი დავიკავეთ. მერე სანდრა რულოვსის წყალობით, ის 12 ბავშვი ჰოლანდიაში გავემგზავრეთ და ჩვენს პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს ვუგულშემატკივრეთ.

- რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში, თუ "ახალი ხმა" გახდი?

- ბევრი რამ შეიცვლება. სიმღერას უფრო მეტ დროს დავუთმობ, ვიდრე აქამდე ვუთმობდი. საკუთარ თავზე ბევრს ვიმუშავებ და დავამტკიცებ იმას, რომ ღირსეულად გავხდი "ახალი ხმა"...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება