სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის ციხეში პატიმრის მიერ პედოფილიაში დადანაშაულების გამო მსჯავრდებულები შიმშილობენ
ქუთაისის ციხეში პატიმრის მიერ პედოფილიაში დადანაშაულების გამო მსჯავრდებულები შიმშილობენ

ქუ­თა­ი­სის #2 სა­პყრო­ბი­ლე­ში პე­დო­ფი­ლი­ა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი შიმ­ში­ლო­ბენ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ,პა­ტი­მარ­მა ერეკ­ლე გურ­ბე­ნი­ძემ ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის გოგა ძვე­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ მან არას­რულ­წო­ვა­ნი პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი იცო­და. ძვე­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტის ლედი ტუკ­ვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერეკ­ლე გურ­ბე­ნი­ძე აცხა­დებს, რომ გოგი ძვე­ლა­ი­ამ თავი იმი­ტომ მო­იკ­ლა, რომ ის სა­კან­ში პე­დო­ფი­ლებ­თან ერ­თად იხ­დი­და სას­ჯელს.

ტუკ­ვა­ძის თქმით, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა პე­დო­ფი­ლი­ა­ში უსა­ფუძ­ვლოდ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და ამის­თვის პა­სუ­ხი უნდა აგოს.

"ერეკ­ლე გურ­ბე­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გოგა ძვე­ლა­ი­ამ თავი იმი­ტომ მო­იკ­ლა, რომ პე­დო­ფი­ლებ­თან ერ­თად იჯდა. ასე­ვე მან და­ა­სა­ხე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რის გვა­რე­ბი. სწო­რედ გურ­ბე­ნი­ძის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ­მა პა­ტიმ­რებ­მა დღეს და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ეს ბრალ­დე­ბა მათი მი­სა­მარ­თით მტკნა­რი სიც­რუ­ეა. აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან და და­ი­წყეს შიმ­ში­ლო­ბა. მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბის თქმით, გურ­გე­ნი­ძემ მათი ღირ­სე­ბა შე­ლა­ხა და მან ამის­თვის პა­სუ­ხი უნდა აგოს", - გა­ნა­ცხა­და ტუკ­ვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქუ­თა­ი­სის სა­პყრო­ბი­ლე­ში გარ­დაც­ვლი­ლი გოგა ძვე­ლა­ი­ას მა­მამ 30 დე­კემ­ბერს პარ­ლა­მენ­ტთან შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო, ის ერეკ­ლე გურ­ბე­ნი­ძეს­თან შეხ­ვედ­რას ითხოვ­და და აცხა­დებ­და, რომ გურ­ბე­ნი­ძემ მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი იცო­და. გურ­ბე­ნი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ძვე­ლა­ი­ას მა­მამ შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა.

წყა­რო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ქუთაისის ციხეში პატიმრის მიერ პედოფილიაში დადანაშაულების გამო მსჯავრდებულები შიმშილობენ

ქუთაისის ციხეში პატიმრის მიერ პედოფილიაში დადანაშაულების გამო მსჯავრდებულები შიმშილობენ

ქუთაისის #2 საპყრობილეში პედოფილიაში დადანაშაულების გამო მსჯავრდებულები შიმშილობენ.

რამდენიმე დღის წინ, პატიმარმა ერეკლე გურბენიძემ ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან განაცხადა, რომ მან არასრულწოვანი პატიმრის გარდაცვალების რეალური მიზეზი იცოდა. ძველაიას ადვოკატის ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, ერეკლე გურბენიძე აცხადებს, რომ გოგი ძველაიამ თავი იმიტომ მოიკლა, რომ ის საკანში პედოფილებთან ერთად იხდიდა სასჯელს.

ტუკვაძის თქმით, მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ ისინი ერთ-ერთმა პატიმარმა პედოფილიაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს.

"ერეკლე გურბენიძემ განაცხადა, რომ გოგა ძველაიამ თავი იმიტომ მოიკლა, რომ პედოფილებთან ერთად იჯდა. ასევე მან დაასახელა კონკრეტული პატიმრის გვარები. სწორედ გურბენიძის მიერ დასახელებულმა პატიმრებმა დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს ბრალდება მათი მისამართით მტკნარი სიცრუეა. აღშფოთებულები არიან და დაიწყეს შიმშილობა. მოშიმშილე პატიმრების თქმით, გურგენიძემ მათი ღირსება შელახა და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა ტუკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი გოგა ძველაიას მამამ 30 დეკემბერს პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო, ის ერეკლე გურბენიძესთან შეხვედრას ითხოვდა და აცხადებდა, რომ გურბენიძემ მისი შვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი იცოდა. გურბენიძესთან შეხვედრის შემდეგ ძველაიას მამამ შიმშილობა შეწყვიტა.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ