მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რელიგიური თემებისადმი ცინიკურ დამოკიდებულებას აპროტესტებს. მომღერლის თქმით, ათეიზმი უკვე მოდად იქცა.
"ნუ სტრანნობთ და ნუ სვეცკობთ რა რელიგიურ თემებზე! გასაგებია, რო რაღაცები არ მოგწონთ მაგრამ, ძაან გაუტიეთ და დაწყნარდით!)...
წადით რა წიგნები იკითხეთ და მდაბიო იუმორი ჩაიხშეთ!
მოდაში შემოვიდა ათეიზმი თუ რა ხდება, ვერ გავიგე და ეკლესიის მიმართ ცინიზმი! შეიძლება რაღაცებს ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ ვითომ ცოტა გაოცებულები რო არიან და ეკლესიის მიმართ ასეთი არასწორი და უპატივცემულო დამოკიდებულება მაგიჟებს!", - წერს ბადურაშვილი.
იხილეთ ასევე: