საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის დანიშნავს ღარიბაშვილი მთავარ პროკურორად?
ვის დანიშნავს ღარიბაშვილი მთავარ პროკურორად?

მას შემ­დეგ, რაც ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა, პრე­სა­ში გაჩ­ნდა ვერ­სი­ე­ბი, ვინ შე­იძ­ლე­ბა და­ი­კა­ვოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოს­ტი. ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რა სა­ხელ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის" დი­რექ­ტო­რი კახა კა­ხიშ­ვი­ლი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ირაკ­ლი შო­თა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე პა­ა­ტა შა­ვა­ძე.

ფარ­ცხა­ლა­ძის გა­და­გო­მის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას აქვს რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი და ამის შე­სა­ხებ ის უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ნა­ცხა­დებს. სა­პი­რის­პი­როს უყ­ვე­ბა "კვი­რის ქრო­ნი­კას" წყა­რო. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შერ­ჩე­უ­ლია კან­დი­და­ტე­ბი, ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ ამ დრო­ის­თვის (კო­მენ­ტა­რი ჩა­წე­რი­ლია 5 იან­ვარს. - შ.გ.) ჯერ შერ­ჩე­უ­ლი ერთი კან­დი­და­ტიც არ ჰყავთ და ამ დრომ­დე კი­თხუ­ლო­ბენ და ეძე­ბენ კადრს. იყო გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კა­ცის გვა­რი, მაგ­რამ მე გე­ტყვით, რა ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. ირაკ­ლი შო­თა­ძე, რომ­ლის გვარ­მაც გა­იჟ­ღე­რა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, პი­როვ­ნუ­ლად წე­სი­ე­რი კა­ცია, თუმ­ცა მის კან­დი­და­ტუ­რას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ვი­ნა­ი­დან ამის­თვის საკ­მა­ოდ დიდი მი­ზე­ზი აქვთ. ირაკ­ლი შო­თა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის სამ­მარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას, ამ უწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კი, გვახ­სოვს, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ამ­წა­რეს. ბუ­ნებ­რი­ვია, გარ­კვე­ულ თე­მებ­შიც იქ­ნე­ბო­და მო­ნა­წი­ლე და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი შო­თა­ძე, ამის გამო იგი­ვე შეც­დო­მის გა­მე­ო­რე­ბას, რაც ფარ­ცხა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, აღარ აპი­რე­ბენ. თუმ­ცა პი­როვ­ნუ­ლად ირაკ­ლი შო­თა­ძე ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. უბ­რა­ლოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს იმ უწყე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა უკვე მი­ნუ­სია. გარ­და ამი­სა, არ არის შო­თა­ძე ფარ­ცხა­ლა­ძის­ნა­ი­რი, ფარ­ცხა­ლა­ძე "რი­კო­შე­ტი" იყო, გამ­ბე­და­ვი. ახ­ლაც სწო­რედ ასეთ კადრს ეძე­ბენ, უკან რომ არ და­ი­ხევს და ბო­ლომ­დე მი­აწ­ვე­ბა, თუმ­ცა ჯერ არ ჰყავთ ასე­თი კად­რი შერ­ჩე­უ­ლი. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ ზედა ეშე­ლო­ნებ­ში გა­ნი­ხი­ლეს კახა კა­ხიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა, რაც კარ­გია და რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უს­მე­ნენ. კა­ხიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი უჭერს მხარს. რო­გორც მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, არა­არ­სე­ბი­თი სა­უ­ბა­რიც შედ­გა კა­ხიშ­ვილ­თან ამ თე­მა­ზე, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ და რო­გორც ვიცი, არც გა­ნი­ხი­ლა­ვენ მის კან­დი­და­ტუ­რას. რო­გორც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი სარ­წმუ­ნო წყა­რო­ე­ბი­დან, გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი სამი გვა­რი­დან არც ერთი არ იქ­ნე­ბა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რად. ფარ­ცხა­ლა­ძის შემ­ცვლე­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე უც­ნო­ბი კად­რი, რო­გო­რიც თა­ვის დრო­ზე ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე იყო. ახლა ძა­ლი­ან ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი უწყე­ბა­ზე, ამი­ტო­მაც დარ­ბი­ან და ეძე­ბენ კად­რებს, კი­თხუ­ლო­ბენ, მაგ­რამ იმ­დე­ნი კრი­ტე­რი­უ­მი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ახალ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა, რომ ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ბევ­რი არ არის. გა­მო­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ შე­საძ­ლოა ახა­ლი პრო­კუ­რო­რი ისევ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი იყოს, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი ენ­დო­ბა არა მხო­ლოდ ამ პოსტზე, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლა­დაც. ძა­ლი­ან ჩქა­რო­ბენ კად­რის პოვ­ნას და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უკვე და­ა­სა­ხე­ლე­ბენ. უნ­დო­დათ გა­სულ შა­ბათ-კვი­რა­საც და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნათ კონ­კრე­ტუ­ლი კად­რი, მაგ­რამ ვერ ნა­ხეს", - ამ­ბობს წყა­რო.

"კვი­რის ქრო­ნი­კას­თან" სა­უბ­რი­სას ექ­სპერ­ტი კახა კა­ხიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მას­თან არა­ვის უსა­უბ­რია მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე მის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ იმა­ზე, რაც არ არის. არა­ვის არა­ფე­რი შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ჩემ­თვის და სა­ვა­რა­უ­დოდ, არც აპი­რე­ბენ", - ამ­ბობს კა­ხიშ­ვი­ლი.

რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის შემ­დგომ, ჯერ უც­ნო­ბია, იმი­ტომ, რომ მთა­ვა­რია ჯერ გა­ურ­კვე­ვე­ლი - ყვე­ლა­ფე­რი ახალ კადრზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. "კვი­რის ქრო­ნი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გეგ­მავ­და რამ­დე­ნი­მე რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მის გახ­სნას, მათ შო­რის იყო ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" იქ­ნე­ბო­და, რო­გორც კუ­ბო­ზე ლურ­სმა­ნი, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე გეგ­მავ­და ასე­ვე სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის გახ­სნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბას და რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტის და­პა­ტიმ­რე­ბას, მათ შო­რის იყ­ვნენ რო­ლანდ ახა­ლა­ია, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი და კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი. რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ფარ­ცხა­ლა­ძის წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი საქ­მე, ამას ახა­ლი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ვნა­ხავთ.

რო­დის და­სახ­ლდე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რა? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად "კვი­რის ქრო­ნი­კამ" პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­თან მა­ი­კო ბიგ­ვა­ვას­თან სცა­და და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა მან ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­სა და მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბას არ უპა­სუ­ხა. უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­თან ნონა ყან­დი­აშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­საც. ყან­დი­აშ­ვილ­მა, მაკო ბიგ­ვა­ვას მსგავ­სად, ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ უპა­სუ­ხა. პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ დო­ლი­ძე კი გან­გვი­მარ­ტავს, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ და გვირ­ჩია, ნე­ბის­მი­ერ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რატს და­ვუ­კავ­შირ­დეთ.

ახა­ლი წლის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კაშ­ვი­რე­ბი­თაც. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2014 წლის და­სა­წყის­ში პოსტს გა­მო­ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­მაც. "ბოლო პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში ვრცელ­დე­ბა არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­სა­ლოდ­ნელ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებ­ზე. ვა­ცხა­დებთ, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, და­ნიშ­ნავს ახალ მთა­ვარ პრო­კუ­რორს. სხვა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა მთავ­რო­ბა­ში და­გეგ­მი­ლი არ არის. ჩვენ მზად ვართ, მე­დი­ას ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ვა­წო­დოთ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ნე­ბის­მი­ერ სი­ახ­ლე­ზე. ამ ეტაპ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა", - გან­მარ­ტა­ვენ პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა სამ­თავ­რო­ბო გუნდთან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებ­თან ვცა­დეთ, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბას ნამ­დვი­ლად გეგ­მავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, კერ­ძოდ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უკვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ვინ და­ი­კა­ვებს ოდი­შა­რი­ას ად­გილს, ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. მარ­თა­ლია, გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მას რატი ამაღ­ლო­ბე­ლი შეც­ვლის, მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს ტყუ­ი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა თეა წუ­ლუ­კი­ანს, მისი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში ნამ­დვი­ლად დგა­სო.

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ვის დანიშნავს ღარიბაშვილი მთავარ პროკურორად?

ვის დანიშნავს ღარიბაშვილი მთავარ პროკურორად?

მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან გადადგა, პრესაში გაჩნდა ვერსიები, ვინ შეიძლება დაიკავოს მთავარი პროკურორის პოსტი. ამ ეტაპზე რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორობის კანდიდატებად განიხილებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" დირექტორი კახა კახიშვილი, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შოთაძე და საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე.

ფარცხალაძის გადაგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს რამდენიმე ვარიანტი და ამის შესახებ ის უახლოეს დღეებში განაცხადებს. საპირისპიროს უყვება "კვირის ქრონიკას" წყარო. "მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს შერჩეულია კანდიდატები, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ დროისთვის (კომენტარი ჩაწერილია 5 იანვარს. - შ.გ.) ჯერ შერჩეული ერთი კანდიდატიც არ ჰყავთ და ამ დრომდე კითხულობენ და ეძებენ კადრს. იყო გაჟღერებული რამდენიმე კაცის გვარი, მაგრამ მე გეტყვით, რა ინფორმაცია მაქვს. ირაკლი შოთაძე, რომლის გვარმაც გაიჟღერა, ძალიან კარგი ადამიანია, პიროვნულად წესიერი კაცია, თუმცა მის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოსტზე არ განიხილავენ, ვინაიდან ამისთვის საკმაოდ დიდი მიზეზი აქვთ. ირაკლი შოთაძე წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის სამმართველოში, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფინანსურ პოლიციას, ამ უწყების საშუალებით კი, გვახსოვს, "ნაციონალებმა" რამდენი ადამიანი გაამწარეს. ბუნებრივია, გარკვეულ თემებშიც იქნებოდა მონაწილე და შემსრულებელი შოთაძე, ამის გამო იგივე შეცდომის გამეორებას, რაც ფარცხალაძის შემთხვევაში მოხდა, აღარ აპირებენ. თუმცა პიროვნულად ირაკლი შოთაძე ძალიან კარგი ადამიანია. უბრალოდ, "ნაციონალური მოძრაობის" დროს იმ უწყებაში მუშაობა უკვე მინუსია. გარდა ამისა, არ არის შოთაძე ფარცხალაძისნაირი, ფარცხალაძე "რიკოშეტი" იყო, გამბედავი. ახლაც სწორედ ასეთ კადრს ეძებენ, უკან რომ არ დაიხევს და ბოლომდე მიაწვება, თუმცა ჯერ არ ჰყავთ ასეთი კადრი შერჩეული. დანამდვილებით ვიცი, რომ ზედა ეშელონებში განიხილეს კახა კახიშვილის კანდიდატურა, რაც კარგია და რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას უსმენენ. კახიშვილის კანდიდატურას მთავარი პროკურორის პოსტზე საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს მხარს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არაარსებითი საუბარიც შედგა კახიშვილთან ამ თემაზე, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ და როგორც ვიცი, არც განიხილავენ მის კანდიდატურას. როგორც ჩემთვის არის ცნობილი სარწმუნო წყაროებიდან, გაჟღერებული სამი გვარიდან არც ერთი არ იქნება დასახელებული მთავარი პროკურორის კანდიდატურად. ფარცხალაძის შემცვლელი იქნება ისეთივე უცნობი კადრი, როგორიც თავის დროზე ოთარ ფარცხალაძე იყო. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული უწყებაზე, ამიტომაც დარბიან და ეძებენ კადრებს, კითხულობენ, მაგრამ იმდენი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს ახალმა მთავარმა პროკურორმა, რომ ამ კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ბევრი არ არის. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ შესაძლოა ახალი პროკურორი ისევ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი იყოს, რომელსაც პრემიერი ენდობა არა მხოლოდ ამ პოსტზე, არამედ პიროვნულადაც. ძალიან ჩქარობენ კადრის პოვნას და უახლოეს დღეებში უკვე დაასახელებენ. უნდოდათ გასულ შაბათ-კვირასაც დაესახელებინათ კონკრეტული კადრი, მაგრამ ვერ ნახეს", - ამბობს წყარო.

"კვირის ქრონიკასთან" საუბრისას ექსპერტი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ მასთან არავის უსაუბრია მთავარი პროკურორის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

"კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე, რაც არ არის. არავის არაფერი შემოუთავაზებია ჩემთვის და სავარაუდოდ, არც აპირებენ", - ამბობს კახიშვილი.

როგორ განვითარდება მოვლენები ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნის შემდგომ, ჯერ უცნობია, იმიტომ, რომ მთავარია ჯერ გაურკვეველი - ყველაფერი ახალ კადრზე იქნება დამოკიდებული. "კვირის ქრონიკის" ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე თვითმმართველობის არჩევნებამდე გეგმავდა რამდენიმე რეზონანსული საქმის გახსნას, მათ შორის იყო ზურაბ ჟვანიას საქმე, რომელიც "ნაციონალებისთვის" იქნებოდა, როგორც კუბოზე ლურსმანი, თუმცა ვითარება შეიცვალა. ჩვენი წყაროს ცნობით, ოთარ ფარცხალაძე გეგმავდა ასევე სანდრო გირგვლიანის საქმის გახსნილად გამოცხადებას და რამდენიმე დეპუტატის დაპატიმრებას, მათ შორის იყვნენ როლანდ ახალაია, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და კობა სუბელიანი. როგორ გაგრძელდება ფარცხალაძის წამოყენებული საქმე, ამას ახალი პროკურორის დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ვნახავთ.

როდის დასახლდება მთავარი პროკურორის კანდიდატურა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "კვირის ქრონიკამ" პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მაიკო ბიგვავასთან სცადა დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი მცდელობა სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ნონა ყანდიაშვილთან დაკავშირებისაც. ყანდიაშვილმა, მაკო ბიგვავას მსგავსად, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ დოლიძე კი განგვიმარტავს, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და გვირჩია, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად პრემიერ-მინისტრის აპარატს დავუკავშირდეთ.

ახალი წლის შემდეგ სოციალური მედიით გავრცელდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკაშვირებითაც. გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის დასაწყისში პოსტს გამოემშვიდობებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც. "ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არაერთი ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ვაცხადებთ, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი, კანონმდებლობის თანახმად, დანიშნავს ახალ მთავარ პროკურორს. სხვა საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის. ჩვენ მზად ვართ, მედიას ოპერატიულად მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია ნებისმიერ სიახლეზე. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება", - განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში.

ამ ინფორმაციის გადამოწმება სამთავრობო გუნდთან დაახლოებულ პირებთან ვცადეთ, რომლებიც აცხადებენ, რომ რამდენიმე საკადრო ცვლილებას ნამდვილად გეგმავს პრემიერ-მინისტრი, კერძოდ ღარიბაშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ვინ დაიკავებს ოდიშარიას ადგილს, ჩვენთვის უცნობია. მართალია, გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს მას რატი ამაღლობელი შეცვლის, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს ტყუილია. რაც შეეხება თეა წულუკიანს, მისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად დგასო.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ქრონიკა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა