მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 წესი გვიანი ვახშამის ჭარბი კილოგრამების წინააღმდეგ
7 წესი გვიანი ვახშამის ჭარბი კილოგრამების წინააღმდეგ

"ვახ­შა­მი მი­ე­ცი მტერს!" - ეს გა­მოთ­ქმა ალ­ბათ ყვე­ლას გაგ­ვი­გო­ნია. ამ­გვა­რად ცდი­ლო­ბენ უფ­რო­სე­ბი, ბავ­შვებს ნოყი­ე­რი ვახ­შმის მავ­ნე­ო­ბა შე­ა­გო­ნონ. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ე­ტო­ლო­გე­ბი გვი­ან ვახ­შამს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოდ აღარ მი­იჩ­ნე­ვენ და გვამ­ცნო­ბენ, რომ თუ და­ვი­ცავთ ექ­ვსი­ო­დე წესს, შეგ­ვიძ­ლია, მშვი­დად ვი­ვახ­შმოთ, რა დროც არ უნდა იყოს. ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა.

ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად გა­ირ­კვა, რომ 19.00 სა­ა­თის შემ­დეგ ჭა­მა­ზე უა­რის თქმა მი­სა­ღე­ბი იყო ჩვე­ნი ბე­ბი­ე­ბი­სა და ბა­ბუ­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 5-6 სა­ათს შრო­მობ­დნენ, მერე მშვი­დად ამ­ზა­დებ­დნენ ვახ­შამს, მი­ირ­თმევ­დნენ და და­სა­ძი­ნებ­ლა­დაც საკ­მა­ოდ ადრე წვე­ბოდ­ნენ. თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი გვი­ა­ნო­ბამ­დე შრო­მობს, მა­ნამ­დე კი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შიმ­ში­ლობს ან მშრალ საკ­ვებ­ზე გა­და­ივ­ლის, ამი­ტომ მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს ვახ­შა­მი.

ჭარ­ბი კი­ლოგ­რა­მე­ბი ყო­ვე­ლი ვახ­შმის შემ­დეგ ტვირ­თად რომ არ და­გაწ­ვეთ, და­ი­ცა­ვით შემ­დე­გი წე­სე­ბი:

წესი პირ­ვე­ლი: სწო­რად შე­არ­ჩი­ეთ პრო­დუქ­ტე­ბი

ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ვახ­შა­მი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს მშრა­ლი და ცი­ვად საჭ­მე­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და კონ­სის­ტენ­ცი­ას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მშვი­დად შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ ქათ­მის მო­ხარ­შუ­ლი ხორ­ცი, ჩა­შუ­შუ­ლი ბოსტნე­უ­ლი, მო­ხარ­შუ­ლი თევ­ზი ან მსუ­ბუ­ქი წვნი­ა­ნი. ასეთ მე­ნი­უს ნაწ­ლა­ვე­ბიც უფრო უკეთ გა­და­ა­მუ­შა­ვებს, ვიდ­რე მშრალ ლო­რი­ან, ყვე­ლი­ან და კა­რა­ქი­ან ბუ­ტერბრ­ო­დს. ბევ­რი ცდ­ი­ლობს, მძი­მე სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ თავი რამე გემ­რი­ე­ლით და­ი­სა­ჩუქ­როს - ლუ­დით, ნა­ყი­ნით, ნამ­ცხვრით... ისი­ნი ვახ­შმად ნამ­დვი­ლად დამ­ღუპ­ვე­ლია.

წესი მე­ო­რე: ნუ მი­ე­ძა­ლე­ბით ხილს

ბევ­რს რა­ტომ­ღაც მი­აჩ­ნია, რომ სა­ღა­მოს შე­გიძ­ლია მი­ირ­თვა იმ­დე­ნი ხილი, რამ­დე­ნიც გინ­და - არ გა­გა­სუ­ქებს. სუ­ლაც არ არის ასე! ხილ­საც შე­უძ­ლია, წონა შეგ­მა­ტოთ, რად­გან მდი­და­რია ნახ­შირ­წყლე­ბით. უმ­ჯო­ბე­სია, ხილი მი­ირ­თვათ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში - დი­ლით და შუ­ა­დღი­სას, სა­დი­ლის შემ­დეგ. ყვე­ლა­ზე სა­ში­შია ბა­ნა­ნი, მან­გო, ყუ­რძე­ნი და ზო­გი­ერ­თი ჯი­შის ვაშ­ლი. გარ­და ამი­სა, ღა­მით ხილი იწ­ვევს აი­რე­ბის დაგ­რო­ვე­ბას ნაწ­ლა­ვებ­ში, რაც და­ძი­ნე­ბას უშ­ლის ხელს.

წესი მე­სა­მე: მი­ირ­თვით მა­კა­რო­ნი

დიახ, დიახ, მა­კა­რო­ნი! იგი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, წე­ლის ზო­მას ნამ­დვი­ლად არა­ფერს ავ­ნებს. მთა­ვა­რია, სწო­რად შე­ურ­ჩი­ოთ სო­უ­სი. მა­ი­ო­ნე­ზი, არა­ჟა­ნი და ნა­ღე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა, აი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტო­მა­ტის წვე­ნით კი შე­გიძ­ლი­ათ მშვი­დად მი­ირ­თვათ.

წესი მე­ო­თხე: აიყ­ვა­ნეთ თავი ხელ­ში

თუ შინ ვახ­შმო­ბას გეგ­მავთ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­სოვ­დეთ, რომ მუ­ცელ­ში ვახ­შმის­თვის ად­გი­ლი და­ი­ტო­ვოთ. მთა­ვა­რია, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ. შე­გიძ­ლი­ათ, ვახ­შმად მი­ირ­თვათ ნე­ბა­დარ­თულ კა­ლო­რი­ა­თა ნა­ხე­ვა­რი, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი თა­ნაბ­რად გა­ა­ნა­წი­ლოთ სა­უზ­მე­სა და სა­დილ­ზე.

წესი მე­ხუ­თე: ივახ­შმეთ და­წო­ლამ­დე 3 სა­ა­თით ადრე

თუ და­ძი­ნე­ბამ­დე 3 სა­ა­თით ადრე ივახ­შმებთ, ჭარ­ბი კა­ლო­რი­ე­ბი დაწ­ვას მო­ას­წრებს და ძი­ლიც მშვი­დი და ჯან­სა­ღი გექ­ნე­ბათ, მას არც მუც­ლის ყურ­ყუ­რი და­გირ­ღვევთ, არც მისი შე­ბერ­ვა და სხვა უსი­ა­მოვ­ნო სიმპტო­მე­ბი.

წესი მე­ექ­ვსე: ვახ­შმად ყო­ველ­გვა­რი სა­ლა­თა როდი გა­მოდ­გე­ბა.

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ სა­ლა­თე­ბი წო­ნას არ გვმა­ტებს. არც ეს არის სი­მარ­თლე. სა­ლა­თა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია. თუ იგი შე­ი­ცავს მა­ი­ო­ნეზს, არა­ჟანს, ძეხვს, მწვა­ნე ბარ­დას და ხორცს - დიდი ზო­მის ტან­საც­მლის შე­სა­ძე­ნად მო­ემ­ზა­დეთ. ვახ­შმად გან­კუთ­ვნილ სა­ლა­თა­ში უნდა დო­მი­ნი­რებ­დეს ყვე­ლი, პო­მი­დო­რი და სხვა ბოსტნე­უ­ლი, ასე­ვე კვერ­ცხი, მწვა­ნი­ლი და სა­ლა­თა შე­ა­ზა­ვეთ მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თით ან ლი­მო­ნის წვე­ნით.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ეს რჩე­ვე­ბი და ნოყი­ე­რი ვახ­შა­მი ჯან­მრთე­ლო­ბას ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს, წო­ნას კი არა­ფერს შე­მა­ტებს.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

7 წესი გვიანი ვახშამის ჭარბი კილოგრამების წინააღმდეგ

7 წესი გვიანი ვახშამის ჭარბი კილოგრამების წინააღმდეგ

"ვახშამი მიეცი მტერს!" - ეს გამოთქმა ალბათ ყველას გაგვიგონია. ამგვარად ცდილობენ უფროსები, ბავშვებს ნოყიერი ვახშმის მავნეობა შეაგონონ. მრავალი წლის განმავლობაში გამეფებული წარმოდგენის მიუხედავად, თანამედროვე დიეტოლოგები გვიან ვახშამს ჯანმრთელობისთვის საზიანოდ აღარ მიიჩნევენ და გვამცნობენ, რომ თუ დავიცავთ ექვსიოდე წესს, შეგვიძლია, მშვიდად ვივახშმოთ, რა დროც არ უნდა იყოს. ცხოვრება შეიცვალა.

ყველაფერთან ერთად გაირკვა, რომ 19.00 საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა მისაღები იყო ჩვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის, რომლებიც დღეში საშუალოდ 5-6 საათს შრომობდნენ, მერე მშვიდად ამზადებდნენ ვახშამს, მიირთმევდნენ და დასაძინებლადაც საკმაოდ ადრე წვებოდნენ. თანამედროვე ადამიანი გვიანობამდე შრომობს, მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში შიმშილობს ან მშრალ საკვებზე გადაივლის, ამიტომ მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვახშამი.

ჭარბი კილოგრამები ყოველი ვახშმის შემდეგ ტვირთად რომ არ დაგაწვეთ, დაიცავით შემდეგი წესები:

წესი პირველი: სწორად შეარჩიეთ პროდუქტები

ბევრს ჰგონია, რომ ვახშამი აუცილებლად უნდა იყოს მშრალი და ცივად საჭმელი. სინამდვილეში ტემპერატურასა და კონსისტენციას მნიშვნელობა არ აქვს. მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის მოხარშული ხორცი, ჩაშუშული ბოსტნეული, მოხარშული თევზი ან მსუბუქი წვნიანი. ასეთ მენიუს ნაწლავებიც უფრო უკეთ გადაამუშავებს, ვიდრე მშრალ ლორიან, ყველიან და კარაქიან ბუ­ტერბრ­ო­დს. ბევრი ცდ­ი­ლობს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თავი რამე გემრიელით დაისაჩუქროს - ლუდით, ნაყინით, ნამცხვრით... ისინი ვახშმად ნამდვილად დამღუპველია.

წესი მეორე: ნუ მიეძალებით ხილს

ბევრს რატომღაც მიაჩნია, რომ საღამოს შეგიძლია მიირთვა იმდენი ხილი, რამდენიც გინდა - არ გაგასუქებს. სულაც არ არის ასე! ხილსაც შეუძლია, წონა შეგმატოთ, რადგან მდიდარია ნახშირწყლებით. უმჯობესია, ხილი მიირთვათ დღის განმავლობაში - დილით და შუადღისას, სადილის შემდეგ. ყველაზე საშიშია ბანანი, მანგო, ყურძენი და ზოგიერთი ჯიშის ვაშლი. გარდა ამისა, ღამით ხილი იწვევს აირების დაგროვებას ნაწლავებში, რაც დაძინებას უშლის ხელს.

წესი მესამე: მიირთვით მაკარონი

დიახ, დიახ, მაკარონი! იგი, გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, წელის ზომას ნამდვილად არაფერს ავნებს. მთავარია, სწორად შეურჩიოთ სოუსი. მაიონეზი, არაჟანი და ნაღები არ შეიძლება, აი, ჩვეულებრივი ტომატის წვენით კი შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ.

წესი მეოთხე: აიყვანეთ თავი ხელში

თუ შინ ვახშმობას გეგმავთ, მთელი დღის განმავლობაში გახსოვდეთ, რომ მუცელში ვახშმისთვის ადგილი დაიტოვოთ. მთავარია, დღის განმავლობაში ნებადართული კალორიების რაოდენობას არ გადააჭარბოთ. შეგიძლიათ, ვახშმად მიირთვათ ნებადართულ კალორიათა ნახევარი, მეორე ნახევარი თანაბრად გაანაწილოთ საუზმესა და სადილზე.

წესი მეხუთე: ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე

თუ დაძინებამდე 3 საათით ადრე ივახშმებთ, ჭარბი კალორიები დაწვას მოასწრებს და ძილიც მშვიდი და ჯანსაღი გექნებათ, მას არც მუცლის ყურყური დაგირღვევთ, არც მისი შებერვა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.

წესი მეექვსე: ვახშმად ყოველგვარი სალათა როდი გამოდგება.

მიჩნეულია, რომ სალათები წონას არ გვმატებს. არც ეს არის სიმართლე. სალათა სხვადასხვანაირია. თუ იგი შეიცავს მაიონეზს, არაჟანს, ძეხვს, მწვანე ბარდას და ხორცს - დიდი ზომის ტანსაცმლის შესაძენად მოემზადეთ. ვახშმად განკუთვნილ სალათაში უნდა დომინირებდეს ყველი, პომიდორი და სხვა ბოსტნეული, ასევე კვერცხი, მწვანილი და სალათა შეაზავეთ მცენარეული ზეთით ან ლიმონის წვენით.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ნოყიერი ვახშამი ჯანმრთელობას ვერაფერს დააკლებს, წონას კი არაფერს შემატებს.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"