82 წლის ამერიკელი ბიზნესმენი ჩარლზ ფინი, იგივე ჩაკ ფინი საერთო ჯამში 7.5 მილიარდ დოლარს ფლობს და ამაყობს, რომ ქონების 99 პროცენტს ქველმოქმედებაში ხარჯავს.
მას არ ჰყავს მანქანა, სახლი, მგზავრობს მეტროთი, თვითმფრინავში მხოლოდ ეკონომ-კლასის ბილეთს ყიდულობს და მხოლოდ 15 დოლარიან მაჯის საათებს ატარებს. არასდროს სტუმრობს ძვირადღირებულ რესტორნებსა და სასტუმროებს და არც გავლენიანი მოდის დიზაინერების ექსკლუზიური კოლექციები აინტერესებს. ქონების 99 პროცენტს ჯანმრთელობის, მეცნიერების, განათლებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვაში სიამოვნებით ხარჯავს.
მის მიერ დაარსებული კორპორაცია მსოფლიოს ყველა წერტილში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისთვის ნამდვილი იმედის სხივია. შვილებს შრომის სიყვარულს ბავშვობიდანვე უნერგავდა და მიუხედავად იმისა, რომ პირად ანგარიშზე სოლიდური თანხა აქვთ, კოლეჯიდან პირდაპირ სამსახურში მიდიოდნენ, მუშაობდნენ მოსამსახურეებად, მიმტანებად, მოლარეებად და საკუთარი ჯიბის ფულზე ზრუნავენ. 1997 წლამდე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან პოპულარობა არ სურდა, მაგრამ ჟურნალისტებმა მაინც მიაგნეს ადამიანს, რომელიც სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში უზარმაზარ თანხას რიცხავდა.
კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის მისმა ორგანიზაციამ 370 მილიონი დოლარი გაიღო, 19 მილიონი დოლარი გამოიყო პატარებისთვის, რომლებსაც თანდაყოლილი დაავადებები აწუხებდათ, სამხრეთ აფრიკაში შიდსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში 117 მილიონი დოლარი გადარიცხა, 80 მილიონ ბავშვის დაზღვევის ხარჯებს თავად ფარავს, 1 მილიარდი დოლარი უნივერსიტეტებს გადაურიცხა- ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რასაც ბიზნესმენი აკეთებს. ჩარლზი, რომელიც კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა, ამბობს, რომ ფულს სიცოცხლეშივე გაჭირვებული ადამიანების დახმარებაში გაფლანგავს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.