"ევროვიზიაზე" უკვე 12-მა ქვეყანამ თქვა უარი

"ევროვიზიაზე" უკვე 12-მა ქვეყანამ თქვა უარი

"ევრივიზია-2014"-ში მონაწილეობაზე უკვე 12-მა ქვეყანამ თქვა უარი. ხორვატიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ლუქსემბურგისა და ანდორას კვალდაკვალ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ბულგარეთმა განაცხადა.

ქვეყანამ მონაწილეობაზე უარი ფინანსური მიზეზებით თქვა.

თურქეთში აცხადებენ, რომ მათი მონაწილეები კონკურსზე 2014 წელს არ დაბრუნდებიან, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ "ევროვიზიაში" მონაწილეობა უახლოეს წლებში მიიღონ. მათი უარის მიზეზი კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ხმის მიცემის სისტემაში შერეული ჟიურის დანერგვაა.

ბოსნია და ჰერცოგოვინა კონკურსზე სპონსორის არარსებობის გამო არ დაბრუნდება. ფინანსური მიზეზების გამო კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს სერბეთი.

ეკონიმიკური კრიზისის შედეგად "ევროვიზია-2014"-ზე კვიპროსელი სოლისტები არ გამოვლენ. კონკურსზე არ იმღერებენ მონაკოს და მაროკოს წარმომადგენლები.

ხორვატიამ კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეკონომიკური მიზეზით თქვა. ამავე მიზეზით კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ ანდორასა და ლუქსემბურგის წარმომადგენლები, სადაც ფინანსური სირთულეების გარდა, "ევროვიზიისადმი" საზოგადოებრივი ინტერესის არარსებობაზეც საუბრობენ.

ჩეხეთის სახელმწიფო არხზე განმარტეს, რომ სავარაუდოდ ქვეყანა კონკურსზე მისდამი დაბალი ინტერესის გამო არ დაბრუნდება.

სლოვაკეთის სახელმწიფო ტელევიზიის RTVS-ის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ "ევროვიზია მათ შესაძლებლობებს აღემატება". სლოვაკეთის არცერთ წარმომადგენელს კონკურსზე არ გაუმარჯვია.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება