სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრა რულოვსი: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყანაზე უფრო მეტად ვარ დაქორწინებული, ვიდრე ქმარზე"
სანდრა რულოვსი: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყანაზე უფრო მეტად ვარ დაქორწინებული, ვიდრე ქმარზე"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ სან­დრა რუ­ლოვსმა ჰო­ლან­დი­ურ ყო­ველ­დღი­ურ გა­მო­ცე­მა Trouw-ს ინ­ტერ­ვიუ ჰო­ლან­დი­ურ ენა­ზე მის­ცა.

- 17 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლომ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩია. მას შემ­დეგ თქვენ პირ­ვე­ლი ლედი აღარ ხართ.

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თვე­ლე­ბის­გან ჩემს მი­მართ ჯერ კი­დევ დიდი ინ­ტე­რე­სია. ქუ­ჩა­ში მცნო­ბენ და ჩემ­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა სურთ. რაც ნამ­დვი­ლად შე­იც­ვა­ლა, ეს დღის გან­რი­გია; ნაკ­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს და ნაკ­ლე­ბად მო­თხოვ­ნა­დი გავ­ხდი. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არა­ფერს ვა­კე­თებ. არის Soco-ს პრო­ექ­ტი - ჩემი სა­კუ­თა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია. ამას­თან, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 2 სა­კონ­სუ­ლო საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი ვარ. რო­გორც პირ­ველ ლე­დის, უფრო მეტი გზა გაქვს. თუ რა­მის გა­კე­თე­ბა გინ­და, გა­ა­კე­თებ. ვერ ვი­ტყვი, რომ დღეს ჩემ­გან არა­ვინ არა­ფერს იღებს, მაგ­რამ ეს ნაკ­ლე­ბად აშ­კა­რაა. 

- თქვე­ნი სტა­ტუ­სი უმ­თავ­რე­სი გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი იყო.

- არ­სე­ბობს მე­ო­რე რე­ა­ლო­ბა. მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რაც შე­მეძ­ლო პირ­ვე­ლი ლე­დო­ბი­სას. ბევ­რს მი­ვაღ­წიე, გან­სა­კუთ­რე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის, მკერ­დი­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს კუ­თხით. ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ და კარ­გი გრძნო­ბით ვამ­ბობ, ნახ­ვამ­დის.

- ამ­ბობთ, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს თქვე­ნი მე­უღ­ლე იშ­ვი­ა­თად იყო სახ­ლში. ის შინ არც ახ­ლაა.

- ვფიქ­რობ­დი, რომ მას­თან ერ­თად გა­დავ­ბარ­გდე­ბო­დი, მაგ­რამ ასე არ მო­ვი­ქე­ცი. ჩემს უმ­ცროს ვაჟ­თან ერ­თად დარ­ჩე­ნა ვამ­ჯო­ბი­ნე. ის რვა წლი­საა და ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ბავ­შვია. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა­საც ის აქ იღებს - ეს ქარ­თვე­ლო­ბაა. ეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა, ეს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია. დიახ, მე და ჩემს მე­უღ­ლეს ერ­თმა­ნე­თი გვჭირ­დე­ბა და მოვა დრო, რო­დე­საც ერ­თად ვიქ­ნე­ბით. მაგ­რამ მას­თან ერ­თად, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ ქვე­ყა­ნა­ზე, ადა­მი­ა­ნებ­სა და კულ­ტუ­რა­ზე. მსურს, ჩემი ნიჭი და ენერ­გია აქ გა­მო­ვი­ყე­ნო. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ქვე­ყა­ნა­ზე უფრო მე­ტად ვარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, ვიდ­რე ჩემს ქმარ­ზე. 2003 წლი­დან ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ჩემი მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის ჩქა­რობ­და. ის ყო­ველ­თვის ხალ­ხთან იყო. რო­დე­საც რე­ფორ­მებს სწრა­ფად ატა­რებ, შეც­დო­მებს უშ­ვებ და მტრებ­საც იჩენ. მას სურ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­საც შე­უძ­ლია რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა, რომ ეს ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, ის წარ­მა­ტე­ბუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად 2008 წელს რუ­სებ­თან ომი­სა, სა­ქარ­თვე­ლო რუ­კა­ზე არ­სე­ბობს.

- ამას თქვენს ქმარ­ზე ამ­ბობთ?

- მას სურ­და, რომ მის ოჯახს არ გა­ე­გო, ეს რო­გორ ხდე­ბა. ის უახ­ლო­ეს მრჩევ­ლებ­თან მი­დი­ო­და. რო­გორც შტა­ტის უფ­რო­სი, ძა­ლი­ან რთუ­ლია, რომ მო­უს­მი­ნო და მარ­თო კრი­ტი­კა. ჩემი მე­უღ­ლე კარ­გი მა­მაა, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ "ჩემი შვი­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო, რისი გა­კე­თე­ბაც შე­მიძ­ლია, უკე­თე­სი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბაა".

- და ახლა?

- გა­და­ად­გი­ლე­ბის პე­რი­ო­დია, და­ბა­ლან­სე­ბის დროა, ხე­ლახ­ლა მუ­შა­ო­ბის დროა. ყო­ველ­დღე ვსწავ­ლობ და საქ­მე კარ­გად მი­დის. ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია, რომ Global Fund-ის საბ­ჭოს წევ­რი ვარ; ორ­გა­ნი­ზა­ცია ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ბრძო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის. ამას­თან, WHO-ს კე­თი­ლი ნე­ბის ელჩი გახ­ლა­ვართ. კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია. ჩემს ქმარს სა­ბო­ლო­ოდ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს. მას წიგ­ნის და­წე­რა, ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა შე­უძ­ლია, მაგ­რამ ეს არ არის მიშა. მან იცის, რომ ჯერ მზად არაა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Trouw-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სანდრა რულოვსი: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყანაზე უფრო მეტად ვარ დაქორწინებული, ვიდრე ქმარზე"

სანდრა რულოვსი: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყანაზე უფრო მეტად ვარ დაქორწინებული, ვიდრე ქმარზე"

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ჰოლანდიურ ყოველდღიურ გამოცემა Trouw-ს ინტერვიუ ჰოლანდიურ ენაზე მისცა.

- 17 ნოემბერს საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია. მას შემდეგ თქვენ პირველი ლედი აღარ ხართ.

- საბედნიეროდ, ქართველებისგან ჩემს მიმართ ჯერ კიდევ დიდი ინტერესია. ქუჩაში მცნობენ და ჩემთან ფოტოს გადაღება სურთ. რაც ნამდვილად შეიცვალა, ეს დღის განრიგია; ნაკლები ვალდებულება მაქვს და ნაკლებად მოთხოვნადი გავხდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს ვაკეთებ. არის Soco-ს პროექტი - ჩემი საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს 2 საკონსულო საბჭოს პრეზიდენტი ვარ. როგორც პირველ ლედის, უფრო მეტი გზა გაქვს. თუ რამის გაკეთება გინდა, გააკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ჩემგან არავინ არაფერს იღებს, მაგრამ ეს ნაკლებად აშკარაა. 

- თქვენი სტატუსი უმთავრესი განსახილველი საკითხი იყო.

- არსებობს მეორე რეალობა. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო პირველი ლედობისას. ბევრს მივაღწიე, განსაკუთრებით ჯანმრთელობის, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს კუთხით. ძალიან ამაყი ვარ და კარგი გრძნობით ვამბობ, ნახვამდის.

- ამბობთ, რომ პრეზიდენტობის დროს თქვენი მეუღლე იშვიათად იყო სახლში. ის შინ არც ახლაა.

- ვფიქრობდი, რომ მასთან ერთად გადავბარგდებოდი, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. ჩემს უმცროს ვაჟთან ერთად დარჩენა ვამჯობინე. ის რვა წლისაა და ძალიან მგრძნობიარე ბავშვია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი, რასაც ის აქ იღებს - ეს ქართველობაა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი მომავალია. დიახ, მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი გვჭირდება და მოვა დრო, როდესაც ერთად ვიქნებით. მაგრამ მასთან ერთად, შეყვარებული ვარ ქვეყანაზე, ადამიანებსა და კულტურაზე. მსურს, ჩემი ნიჭი და ენერგია აქ გამოვიყენო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყანაზე უფრო მეტად ვარ დაქორწინებული, ვიდრე ჩემს ქმარზე. 2003 წლიდან ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩქარობდა. ის ყოველთვის ხალხთან იყო. როდესაც რეფორმებს სწრაფად ატარებ, შეცდომებს უშვებ და მტრებსაც იჩენ. მას სურდა ეჩვენებინა, რომ საქართველოსაც შეუძლია რაღაცის გაკეთება, რომ ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა ინვესტიციებისთვის. ვფიქრობ, ის წარმატებულია, მიუხედავად 2008 წელს რუსებთან ომისა, საქართველო რუკაზე არსებობს.

- ამას თქვენს ქმარზე ამბობთ?

- მას სურდა, რომ მის ოჯახს არ გაეგო, ეს როგორ ხდება. ის უახლოეს მრჩევლებთან მიდიოდა. როგორც შტატის უფროსი, ძალიან რთულია, რომ მოუსმინო და მართო კრიტიკა. ჩემი მეუღლე კარგი მამაა, მაგრამ ამბობს, რომ "ჩემი შვილებისთვის საუკეთესო, რისი გაკეთებაც შემიძლია, უკეთესი ქვეყნის დატოვებაა".

- და ახლა?

- გადაადგილების პერიოდია, დაბალანსების დროა, ხელახლა მუშაობის დროა. ყოველდღე ვსწავლობ და საქმე კარგად მიდის. ასევე ძალიან კარგია, რომ Global Fund-ის საბჭოს წევრი ვარ; ორგანიზაცია ინფექციური დაავადებების ბრძოლის წინააღმდეგ იბრძვის. ამასთან, WHO-ს კეთილი ნების ელჩი გახლავართ. კარიერის გაკეთება შემიძლია. ჩემს ქმარს საბოლოოდ პოლიტიკაში დაბრუნება სურს. მას წიგნის დაწერა, ლექციების კითხვა შეუძლია, მაგრამ ეს არ არის მიშა. მან იცის, რომ ჯერ მზად არაა.

მომზადებულია Trouw-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია