პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ფაქტი ვიღაცამ რაღაცნაირად გამოიყენა" - დედა პარასკევას მორიგი განმარტება
"ეს ფაქტი ვიღაცამ რაღაცნაირად გამოიყენა" - დედა პარასკევას მორიგი განმარტება

მამა გაბ­რი­ე­ლი ყვე­ლას უს­რუ­ლებს სურ­ვილს, სა­ი­და­ნაც არ უნდა შე­ე­ვედ­რონ, - ამის შე­სა­ხებ დედა პა­რას­კე­ვამ მცხე­თა­ში, მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის შო­ბას მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­თან მოს­ვლა, მომ­ლოც­ვე­ლებს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლი­ათ მო­ვიდ­ნენ მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე.

"მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ყო­ველ­დღე შე­იძ­ლე­ბა მოს­ვლა. ყო­ველ­დღე ხდე­ბა სას­წა­უ­ლე­ბი. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შო­ბას უნდა მო­ვი­დეს ყვე­ლა. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი 7 იან­ვარს მოს­ვლა, მამა გაბ­რი­ე­ლი ყვე­ლას უს­მენს ყო­ველ­თვის. ვთხო­ვე მამა გაბ­რი­ელს, რომ ხალ­ხი ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლი ევედ­რე­ბო­და და შე­წე­ო­და ამ ხალ­ხს, რომ რწმე­ნა­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. მერე ეს ფაქ­ტი ვი­ღა­ცამ რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყე­ნა, არა­ვი­თა­რი ხილ­ვა არ მქო­ნია. ასე, რომ შე­ვე­ვედ­რე, ვი­ღა­ცამ ეტყო­ბა სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყე­ნა. ხვალ უდი­დე­სი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის შო­ბას მო­ვიდ­ნენ მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე, მამა გაბ­რი­ე­ლი ყვე­ლას უს­რუ­ლებს სურ­ვილს, სა­ი­და­ნაც არ უნდა შე­ე­ვედ­რონ მას", - გა­ნა­ცხა­და დედა პა­რას­კე­ვამ.

ასე­ვე იხი­ლეთ: სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე

ამ დრო­ი­სათ­ვის მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე მომ­ლოც­ველ­თა ნა­კა­დი არ წყდე­ბა. ძი­რი­თა­დად, მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას სთხო­ვენ მამა გაბ­რი­ელს. მომ­ლოც­ველ­თა რი­გებს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწე­ვენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მცხე­თა­ში შეს­ვლას, ქა­ლაქ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შეს­ვლა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. მომ­ლოც­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხი­დან მი­დი­ან.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: დედა პა­რას­კე­ვა - მამა გაბ­რი­ელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხილ­ვა ან გა­მო­ცხა­დე­ბა არ მქო­ნია

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ეს ფაქტი ვიღაცამ რაღაცნაირად გამოიყენა" - დედა პარასკევას მორიგი განმარტება

"ეს ფაქტი ვიღაცამ რაღაცნაირად გამოიყენა" - დედა პარასკევას მორიგი განმარტება

მამა გაბრიელი ყველას უსრულებს სურვილს, საიდანაც არ უნდა შეევედრონ, - ამის შესახებ დედა პარასკევამ მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელი არ არის შობას მამა გაბრიელის საფლავთან მოსვლა, მომლოცველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ მამა გაბრიელის საფლავზე.

"მამა გაბრიელის საფლავზე ყოველდღე შეიძლება მოსვლა. ყოველდღე ხდება სასწაულები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შობას უნდა მოვიდეს ყველა. არ არის აუცილებელი 7 იანვარს მოსვლა, მამა გაბრიელი ყველას უსმენს ყოველთვის. ვთხოვე მამა გაბრიელს, რომ ხალხი ძალიან მოწყენილი ევედრებოდა და შეწეოდა ამ ხალხს, რომ რწმენაში გაძლიერებულიყვნენ. მერე ეს ფაქტი ვიღაცამ რაღაცნაირად გამოიყენა, არავითარი ხილვა არ მქონია. ასე, რომ შევევედრე, ვიღაცამ ეტყობა სხვანაირად გამოიყენა. ხვალ უდიდესი საუფლო დღესასწაულია, მაგრამ აუცილებელი არ არის შობას მოვიდნენ მამა გაბრიელის საფლავზე, მამა გაბრიელი ყველას უსრულებს სურვილს, საიდანაც არ უნდა შეევედრონ მას", - განაცხადა დედა პარასკევამ.

ასევე იხილეთ: საპატრიარქოს ოფიციალური პასუხი მამა გაბრიელის საფლავთან დაკავშირებულ მოვლენებზე

ამ დროისათვის მამა გაბრიელის საფლავზე მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ძირითადად, მომლოცველები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას სთხოვენ მამა გაბრიელს. მომლოცველთა რიგებს ორგანიზებას უწევენ  საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

რაც შეეხება უშუალოდ მცხეთაში შესვლას, ქალაქში ავტომობილების შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. მომლოცველები საქართველოს ყველა კუთხიდან მიდიან.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია