საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგა გრიგოლია - არ მესმის ასეთი დაცინვა იმ ადამიანებზე, ვინც თავისმა რწმენამ მიიყვანა მამა გაბრიელის საფლავზე
ინგა გრიგოლია - არ მესმის ასეთი დაცინვა იმ ადამიანებზე, ვინც თავისმა რწმენამ მიიყვანა მამა გაბრიელის საფლავზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე შეკ­რე­ბილ მრევლს ექო­მა­გე­ბა და იმ ადა­მი­ა­ნებს აკ­რი­ტი­კებს, ვინც მორ­წმუ­ნე­ებს დას­ცი­ნის.

"რწმე­ნით სა­ოც­რე­ბე­ბი ხდე­ბა... თუ გჯე­რა - ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზა­ნი მიღ­წე­ვა­დია... არ მეს­მის ასე­თი შე­ტე­ვა და და­ცინ­ვა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც თა­ვის­მა რწმე­ნამ მი­იყ­ვა­ნა ამ დღე­ებ­ში მცხე­თა­ში, მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე. არ მეს­მის, ვის რა უფ­ლე­ბა აქვს დას­ცი­ნოს სხვის რწმე­ნას... ვი­საც სჯე­რა -თა­ვი­სე­ბუ­რად სჯე­რა და სუ­ლაც არაა ვალ­დე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი რწმე­ნის ხა­რის­ხი შე­უ­სა­ბა­მოს სხვა­თა მო­საზ­რე­ბებს... რა ვიცი... ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა ასეთ­მა შე­ტე­ვამ მათ­ზე, ვინც ამ ყინ­ვა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იდგა საფ­ლავ­თან... ჩვე­ნი გა­და­სა­ხე­დი­დან ად­ვი­ლია ხომ სხვე­ბის გან­სჯა... არა­და ვინ იცის, რამ­დე­ნი შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სთხოვ­და თა­ვი­სი რწმე­ნით ღმერ­თს იმ ად­გი­ლას დახ­მა­რე­ბას...

მე გა­მოც­დი­ლი მაქვს ძა­ლი­ან მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის დროს რწმე­ნით მომ­ხდა­რი სას­წა­უ­ლი, გა­მოც­დი­ლი მაქვს სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სას­წა­უ­ლი, როცა ჩემი რწმე­ნა მაძ­ლი­ე­რებ­და... მეტს აღა­რა­ფერს ვი­ტყვი. ამი­ტომ მეს­მის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის, ვინც რწმე­ნით აკე­თებს რა­ღა­ცას - მოგ­წონს ფორ­მე­ბი თუ არა, უხერ­ხუ­ლად მი­მაჩ­ნია დას­ცი­ნო ნე­ბის­მი­ერს, ვი­საც სა­კუ­თა­რი რწმე­ნა აძ­ლი­ე­რებს... ვიცი, რომ ბევ­რი არ და­მე­თან­ხმე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა ასეთ­მა კამ­პა­ნი­ურ­მა შე­ტე­ვამ იქ მი­სულ ხალ­ხზე... და­მე­თან­ხმეთ, რომ ამ ყინ­ვა­ში სა­ა­თო­ბით ტყუ­ი­ლად იქ არა­ვინ იდ­გე­ბო­და და სხვის სიბ­ნე­ლე­ზე სა­უ­ბა­რი ცოტა უხერ­ხუ­ლი მგო­ნია.

სხვა­თა შო­რის id ბა­რა­თიც მაქვს უკვე კარ­გა ხა­ნია და არ მა­წუ­ხებს მხე­ცის ნიშ­ნე­ბი)))))))და არც ტა­ბუ­რეტ­კე­ბი და მთე­ლი რიგი პრო­ცე­სე­ბი მომ­წონს))))", - წერს გრი­გო­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

მცხე­თა­ში გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბას მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია არე­გუ­ლი­რებ­და. ეს იმ გა­რე­მო­ე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მცხე­თა­ში წუ­ხელ მრევ­ლის ნა­კა­დი არ წყდე­ბო­და, რო­მე­ლიც მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე, სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­თან მის­ვლას ცდი­ლობს.

საქ­მე ეხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მამა გაბ­რი­ე­ლის სუ­ლი­ერ შვილს, დედა პა­რას­კე­ვას ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბა - მან ნახა ბერი გაბ­რი­ე­ლი, რო­მელ­მაც უთხრა, რომ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შო­ბამ­დე მცხე­თა­ში, მის საფ­ლავ­თან ან ცი­ხის­ჯვარ­ში, მამა გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მივა, რწმე­ნით ნა­თხო­ვი ორი სურ­ვი­ლი შე­უს­რულ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ დედა პა­რას­კე­ვას გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე და­ზუს­ტე­ბით არა­ფე­რი იცის. "მე ეს ისე­ვე გა­ვი­გე, რო­გორც თქვენ", - აღ­ნიშ­ნა მან.

ინგა გრიგოლია - არ მესმის ასეთი დაცინვა იმ ადამიანებზე, ვინც თავისმა რწმენამ მიიყვანა მამა გაბრიელის საფლავზე

ინგა გრიგოლია - არ მესმის ასეთი დაცინვა იმ ადამიანებზე, ვინც თავისმა რწმენამ მიიყვანა მამა გაბრიელის საფლავზე

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია მამა გაბრიელის საფლავზე შეკრებილ მრევლს ექომაგება და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც მორწმუნეებს დასცინის.

"რწმენით საოცრებები ხდება... თუ გჯერა - ნებისმიერი მიზანი მიღწევადია... არ მესმის ასეთი შეტევა და დაცინვა იმ ადამიანებზე, ვინც თავისმა რწმენამ მიიყვანა ამ დღეებში მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე. არ მესმის, ვის რა უფლება აქვს დასცინოს სხვის რწმენას... ვისაც სჯერა -თავისებურად სჯერა და სულაც არაა ვალდებული საკუთარი რწმენის ხარისხი შეუსაბამოს სხვათა მოსაზრებებს... რა ვიცი... ძალიან გამაკვირვა ასეთმა შეტევამ მათზე, ვინც ამ ყინვაში რამდენიმე საათი იდგა საფლავთან... ჩვენი გადასახედიდან ადვილია ხომ სხვების განსჯა... არადა ვინ იცის, რამდენი შეჭირვებული ადამიანი სთხოვდა თავისი რწმენით ღმერთს იმ ადგილას დახმარებას...

მე გამოცდილი მაქვს ძალიან მძიმე ავადმყოფობის დროს რწმენით მომხდარი სასწაული, გამოცდილი მაქვს სრულიად წარმოუდგენელი სასწაული, როცა ჩემი რწმენა მაძლიერებდა... მეტს აღარაფერს ვიტყვი. ამიტომ მესმის ყველა ადამიანის, ვინც რწმენით აკეთებს რაღაცას - მოგწონს ფორმები თუ არა, უხერხულად მიმაჩნია დასცინო ნებისმიერს, ვისაც საკუთარი რწმენა აძლიერებს... ვიცი, რომ ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ძალიან გამაკვირვა ასეთმა კამპანიურმა შეტევამ იქ მისულ ხალხზე... დამეთანხმეთ, რომ ამ ყინვაში საათობით ტყუილად იქ არავინ იდგებოდა და სხვის სიბნელეზე საუბარი ცოტა უხერხული მგონია.

სხვათა შორის id ბარათიც მაქვს უკვე კარგა ხანია და არ მაწუხებს მხეცის ნიშნები)))))))და არც ტაბურეტკები და მთელი რიგი პროცესები მომწონს))))", - წერს გრიგოლია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მცხეთაში გზებზე მოძრაობას მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიცია არეგულირებდა. ეს იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მცხეთაში წუხელ მრევლის ნაკადი არ წყდებოდა, რომელიც მამა გაბრიელის საფლავზე, სამთავროს დედათა მონასტერთან მისვლას ცდილობს.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მამა გაბრიელის სულიერ შვილს, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება.

აღნიშნულ თემაზე "ინტერპრესნიუსი" მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დედა პარასკევას გამოცხადების თაობაზე დაზუსტებით არაფერი იცის. "მე ეს ისევე გავიგე, როგორც თქვენ", - აღნიშნა მან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს