პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამღვდელოების განათლებულმა და საღად მოაზროვნე წევრებმა ხმა უნდა ამოიღონ" - გიორგი ზურაბიშვილი
"სამღვდელოების განათლებულმა და საღად მოაზროვნე წევრებმა ხმა უნდა ამოიღონ" - გიორგი ზურაბიშვილი

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვაჟი, სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ-მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ წერს და ამ პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მო­სა­ვალს გვთა­ვა­ზობს.

"სა­ნამ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იყ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ად­ვი­ლი იყო ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბის მთავ­რო­ბა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა. მარ­თლაც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნად იქ­ცე­ო­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია სწო­რედ ხე­ლო­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა გახ­ლდათ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პროგ­რეს­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტი იყო. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ნა­ი­რი პო­ზი­ტი­ვი და ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი და­კარ­გა.

ახლა როცა ტე­რო­რი აღარ არის და ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ აღარ არის მი­მარ­თუ­ლი, გა­მოჩ­ნდა, თუ რამ­ხე­ლა პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს ჩვენ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ბევ­რი ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დეგ­რა­და­ცია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის ბრა­ლია, რა­საც ბო­ლომ­დე ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­ჭირ­ვე­ბის­გან მარ­თლაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რა­დაც და­მა­ხინჯდა, მაგ­რამ ეს არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა.

ყვე­ლა­ზე გუ­ლის ამ­რე­ვია ფა­რი­სევ­ლო­ბა, რა­საც ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვხე­დავ. ურა­პატ­რი­ო­ტიზ­მი, რაც ჩენი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ადა­მი­ა­ნე­ბის სრუ­ლი სიბ­ნე­ლე, ფა­შიზ­მში გა­დაზ­რდი­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი დე­ფი­ცი­ტი, რის გა­რე­შეც ინ­დი­ვი­დი შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­ვი­თარ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ყო­ველ­თვის სტაგ­ნა­ცი­ა­ში რჩე­ბა და ყო­ველ­თვის სხვა­დას­ხვა ზე­და­პი­რულ ტრენ­დებს არის აყო­ლი­ლი.

თან ისე გა­მო­დის, რომ თით­ქოს მო­ჯა­დო­ვე­ბულ წრე­ში ვტრი­ა­ლებთ. დრო გა­დის, მთავ­რო­ბე­ბი იც­ვლე­ბა და რე­ა­ლუ­რად სი­ტუ­ა­ცია იგი­ვე რჩე­ბა. ეს იმის ბრა­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კუს ნა­ბი­ჯე­ბით წინ კი მი­ი­წევს, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­უფხვრე­ლი რჩე­ბა. ადა­მი­ა­ნებს არ უნ­დათ, რომ თა­ვი­ან­თი ნე­ბით შე­იც­ვა­ლონ. არც ძალ­და­ტა­ნე­ბით იც­ვლე­ბა ინ­დი­ვი­დი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ეს ცვლი­ლე­ბა შიგ­ნი­დან ორ­გა­ნუ­ლად უნდა მოხ­დეს. რო­გორც ძა­ლი­ან ტრენ­დურ ქვე­ყა­ნას, ასეთ გან­ვი­თა­რე­ბას ჭირ­დე­ბა რა­ღაც­ნა­ი­რი კა­თარ­ზი­სი, "პრა­რი­ვი." უნდა გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნე­ბის პროგ­რე­სუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც უან­გა­როდ, ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ გა­ა­კე­თე­ბენ საქ­მეს. თან ეს საქ­მე უნდა გა­კეთ­დეს ლა­მა­ზი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი შე­ფუთ­ვით, რომ ჩვენ­მა მო­დურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იგი უპ­რობ­ლე­მოდ მი­ი­ღოს.

უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ სამ­ღვდე­ლო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბულ და სა­ღად მო­აზ­როვ­ნე წევ­რებს. მათ ხმა უნდა ამო­ი­ღონ და შე­ე­ცა­დონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა. ეკ­ლე­სია უნდა იყოს ადა­მი­ა­ნებ­ში პროგ­რე­სის, თვით­შე­მეც­ნე­ბის, არა-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის, სუ­ლი­ე­რე­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის მთა­ვა­რი მიმ­წო­დე­ბე­ლი და არა ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მთან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი.

სა­ე­რო მხრი­დან სა­ჭი­რო იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან და ამ გე­მოვ­ნე­ბით შეს­თა­ვა­ზე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმ ფა­სე­უ­ლო­ბებს, რაც ასე გვაკ­ლია და რა­საც ასე რთუ­ლად იღებს ჩენი სა­ზო­გა­დო­ე­ბა", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"სამღვდელოების განათლებულმა და საღად მოაზროვნე წევრებმა ხმა უნდა ამოიღონ" - გიორგი ზურაბიშვილი

"სამღვდელოების განათლებულმა და საღად მოაზროვნე წევრებმა ხმა უნდა ამოიღონ" - გიორგი ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილის ვაჟი, სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიურ-მენტალური პრობლემების შესახებ წერს და ამ პრობლემებიდან გამოსავალს გვთავაზობს.

"სანამ "ნაციონალები" იყნენ ხელისუფლებაში, ადვილი იყო ჩვენი უბედურების მთავრობაზე გადაბრალება. მართლაც, ხელისუფლება იმდენად ამაზრზენად იქცეოდა, რომ ადამიანების მთავარი მოტივაცია სწორედ ხელოსუფლების შეცვლა გახლდათ და საზოგადოების პროგრესზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საერთოდ ყველანაირი პოზიტივი და ცხოვრების ხალისი დაკარგა.

ახლა როცა ტერორი აღარ არის და ყურადღება მხოლოდ ხელისუფლებისკენ აღარ არის მიმართული, გამოჩნდა, თუ რამხელა პრობლემები გვაქვს ჩვენ, როგორც საზოგადოებას. ბევრი ამბობს, რომ ადამიანების დეგრადაცია მატერიალური სიდუხჭირის ბრალია, რასაც ბოლომდე ვერ დავეთანხმები. შეიძლება გაჭირვებისგან მართლაც ბევრი ადამიანი სულიერადაც დამახინჯდა, მაგრამ ეს არ არის საზოგადოების მთავარი პრობლემა.

ყველაზე გულის ამრევია ფარისევლობა, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხედავ. ურაპატრიოტიზმი, რაც ჩენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდა. ადამიანების სრული სიბნელე, ფაშიზმში გადაზრდილი მართლმადიდებლობა და აბსოლუტური შეუწყნარებლობა. კრიტიკული აზროვნების აბსოლუტური დეფიციტი, რის გარეშეც ინდივიდი შეუძლებელია განვითარდეს, შესაბამისად საზოგადოებაც ყოველთვის სტაგნაციაში რჩება და ყოველთვის სხვადასხვა ზედაპირულ ტრენდებს არის აყოლილი.

თან ისე გამოდის, რომ თითქოს მოჯადოვებულ წრეში ვტრიალებთ. დრო გადის, მთავრობები იცვლება და რეალურად სიტუაცია იგივე რჩება. ეს იმის ბრალია, რომ საზოგადოება კუს ნაბიჯებით წინ კი მიიწევს, მაგრამ უმთავრესი, ზემოთ აღნიშნული პრობლემები აღმოუფხვრელი რჩება. ადამიანებს არ უნდათ, რომ თავიანთი ნებით შეიცვალონ. არც ძალდატანებით იცვლება ინდივიდი და საზოგადოება. ეს ცვლილება შიგნიდან ორგანულად უნდა მოხდეს. როგორც ძალიან ტრენდურ ქვეყანას, ასეთ განვითარებას ჭირდება რაღაცნაირი კათარზისი, "პრარივი." უნდა გამოჩნდეს ადამიანების პროგრესული ჯგუფი, რომელიც უანგაროდ, ქვეყნის სასიკეთოდ გააკეთებენ საქმეს. თან ეს საქმე უნდა გაკეთდეს ლამაზი, გემოვნებიანი შეფუთვით, რომ ჩვენმა მოდურმა საზოგადოებამ იგი უპრობლემოდ მიიღოს.

უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამღვდელოების განათლებულ და საღად მოაზროვნე წევრებს. მათ ხმა უნდა ამოიღონ და შეეცადონ საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა. ეკლესია უნდა იყოს ადამიანებში პროგრესის, თვითშემეცნების, არა-მატერიალური ცხოვრების, სულიერების და სიყვარულის მთავარი მიმწოდებელი და არა ფუნდამენტალიზმთან ასოცირებული ავტორიტეტი.

საერო მხრიდან საჭირო იქნებიან ადამიანები, რომლებიც გემოვნების ჩამოყალიბებას შეეცდებიან და ამ გემოვნებით შესთავაზებენ საზოგადოებას იმ ფასეულობებს, რაც ასე გვაკლია და რასაც ასე რთულად იღებს ჩენი საზოგადოება", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს