სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანიას მეუღლე მარსზე გადასახლებას აპირებს?
ირაკლი ალასანიას მეუღლე მარსზე გადასახლებას აპირებს?

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე უცხო პლა­ნე­ტა­ზე გა­და­სახ­ლე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას გა­ნი­ხი­ლავს.

"2025-ში მარსზე ადა­მი­ა­ნე­ბის პირ­ვე­ლი "დე­სან­ტი" და­სახ­ლდე­ბა. უკვე 200 000 მსურ­ვე­ლია ჩა­წე­რი­ლი. ადა­მის და ევას გად­მო­ბარ­გე­ბაც ალ­ბათ ასე და­ი­წყო, ოღონდ თაღ­ლი­თე­ბი დიდი დო­ზით გად­მოს­ვეს ამ ულა­მა­ზეს დე­და­მი­წა­ზე შე­მეც­ნე­ბის ვაშ­ლით ხელ­ში. იგი­ვე შეც­დო­მას თუ არ გა­ვი­მე­ო­რებთ და მარსზე მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რებს და წე­სი­ერ ხალ­ხს "გა­და­ნერ­გა­ვენ", თან­და­თან სა­მო­თხეც ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, მერე კი­დევ უფრო ნამ­დვილ სა­მო­თხეს გა­ლაქ­ტი­კის იქით, რო­მე­ლი­მე ლა­მაზ და უსაფრ­თხო პლა­ნე­ტა­ზე გა­ი­ტა­ნენ და ასე... მარ­სამ­დე მგზავ­რო­ბა 6 თვე... არც არა­ვის უთხო­ვია წა­მობ­რძან­დიო, მაგ­რამ რომ ეთხო­ვათ, ჯერ ამის­თვის მზად მა­ინც არ ვარ, არც 2035-ში ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ 2045-ში შევ­ხე­დავ სი­ტუ­ა­ცი­ას და.... თუ მგზავ­რო­ბას გა­ვუ­ძე­ლი, მშვი­დო­ბით ჩა­ვე­დი და დავ­ფუძნ­დი, მერე აღ­ვეს­რუ­ლე კი­დეც, აქ, დე­და­მი­წა­ზე შვი­ლე­ბი იტყვი­ან - მარსზე დედა გარ­დაგ­ვეც­ვა­ლაო :)))))))))))))) სა­მა­გი­ე­როდ ამა­ყე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ყვე­ლას ხომ არ ეყო­ლე­ბა მარ­სე­ლი დედა? მგო­ნი ძა­ლი­ან მა­გა­რია.

თუ და­ვე­ტიო რა­ჭა­ში?", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის Mars One-ის ავ­ტო­რებ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნი მარსზე კო­ლო­ნი­ზა­ცი­აა, 200 000-ზე მეტი გან­ცხა­დე­ბა მი­ი­ღეს მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან, რო­მელ­თაც წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე და­სახ­ლე­ბა სურთ. ამის შე­სა­ხებ პრო­ექ­ტის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ბას ლენსდორფმა გა­ნა­ცხა­და.

პრო­ექ­ტის სა­იტ­ზე ნათ­ქვა­მია, რომ გა­ნა­ცხა­დი 140-ზე მეტი ქვეყ­ნი­დან 202 586 ადა­მი­ან­მა გა­ა­კე­თა. დე­და­მი­წის და­ტო­ვე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით პირ­ველ ად­გილ­ზე აშშ აღ­მოჩ­ნდა - ამე­რი­კე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მსურ­ვე­ლე­ბის 24% შე­ად­გი­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე: 200 000 ადა­მი­ანს სურს, მარსზე კო­ლო­ნია და­ა­არ­სოს

მარსზე სა­ცხოვ­რებ­ლად 1058 ადა­მი­ანს აგ­ზავ­ნი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ირაკლი ალასანიას მეუღლე მარსზე გადასახლებას აპირებს?

ირაკლი ალასანიას მეუღლე მარსზე გადასახლებას აპირებს?

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უცხო პლანეტაზე გადასახლების პერსპექტივას განიხილავს.

”2025-ში მარსზე ადამიანების პირველი "დესანტი" დასახლდება. უკვე 200 000 მსურველია ჩაწერილი. ადამის და ევას გადმობარგებაც ალბათ ასე დაიწყო, ოღონდ თაღლითები დიდი დოზით გადმოსვეს ამ ულამაზეს დედამიწაზე შემეცნების ვაშლით ხელში. იგივე შეცდომას თუ არ გავიმეორებთ და მარსზე მხოლოდ მეცნიერებს და წესიერ ხალხს "გადანერგავენ", თანდათან სამოთხეც ჩამოყალიბდება, მერე კიდევ უფრო ნამდვილ სამოთხეს გალაქტიკის იქით, რომელიმე ლამაზ და უსაფრთხო პლანეტაზე გაიტანენ და ასე... მარსამდე მგზავრობა 6 თვე... არც არავის უთხოვია წამობრძანდიო, მაგრამ რომ ეთხოვათ, ჯერ ამისთვის მზად მაინც არ ვარ, არც 2035-ში ვიქნები, მაგრამ 2045-ში შევხედავ სიტუაციას და.... თუ მგზავრობას გავუძელი, მშვიდობით ჩავედი და დავფუძნდი, მერე აღვესრულე კიდეც, აქ, დედამიწაზე შვილები იტყვიან - მარსზე დედა გარდაგვეცვალაო :)))))))))))))) სამაგიეროდ ამაყები იქნებიან, ყველას ხომ არ ეყოლება მარსელი დედა? მგონი ძალიან მაგარია.

თუ დავეტიო რაჭაში?”, - წერს ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

ამბიციური პროექტის Mars One-ის ავტორებმა, რომლის მიზანი მარსზე კოლონიზაციაა, 200 000-ზე მეტი განცხადება მიიღეს მოხალისეებისგან, რომელთაც წითელ პლანეტაზე დასახლება სურთ. ამის შესახებ პროექტის გენერალურმა დირექტორმა ბას ლენსდორფმა განაცხადა.

პროექტის საიტზე ნათქვამია, რომ განაცხადი 140-ზე მეტი ქვეყნიდან 202 586 ადამიანმა გააკეთა. დედამიწის დატოვების მსურველების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ აღმოჩნდა - ამერიკელების რაოდენობამ მსურველების 24% შეადგინა.

იხილეთ ასევე: 200 000 ადამიანს სურს, მარსზე კოლონია დააარსოს

მარსზე საცხოვრებლად 1058 ადამიანს აგზავნიან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს