მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა კურტანიძე: ჯალათებს პატიება ჩემთვის უნდა ეთხოვათ
ლუკა კურტანიძე: ჯალათებს პატიება ჩემთვის უნდა ეთხოვათ

გა­სულ­მა სე­ზონ­მა ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს ტრი­უმ­ფით კი ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ 2013 წელი მა­ინც ჭი­და­ო­ბამ "და­ხუ­რა" - ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა სწო­რედ წლის ბოლო დღეს გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ აქ­ტი­ურ სპორ­ტს უბ­რუნ­დე­ბა! დიახ, რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი პა­უ­ზის შემ­დეგ თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ორგზის და ევ­რო­პის ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი, 41 წლის ლუკა კურ­ტა­ნი­ძე ტა­ტამ­ზე თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში ირა­ნულ ტურ­ნირ­ზე გავა. და­ნარ­ჩენს კი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტთან ინ­ტერ­ვი­უ­ში წა­ი­კი­თხავთ:

- მთე­ლი წელი ინ­ტენ­სი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ­დი, ნაკ­რე­ბებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე შეკ­რე­ბა გა­ვი­ა­რე, მო­ჭი­და­ვე­ებს სპა­რინგპარტნი­ო­რო­ბას ვუ­წევ­დი... ფორ­მა აღ­ვიდ­გი­ნე და როცა მივ­ხვდი, რომ ოპ­ტი­მა­ლურ კონ­დი­ცი­ა­ში ვარ, აქ­ტი­ურ სპორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. პი­რად მწვრთნე­ლად რეზო მინ­დო­რაშ­ვი­ლი ავირ­ჩიე. შე­ვეც­დე­ბი, 97 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში კონ­კუ­რენ­ცია ავა­მაღ­ლო, თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში კი ირან­ში "ტახ­ტის ტურ­ნირ­ზე" მოვ­სინ­ჯავ ძა­ლას...

- მო­ჭი­და­ვის კა­რი­ე­რის გა­ნახ­ლე­ბა მხო­ლოდ კონ­კუ­რენ­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად გა­და­წყვი­ტეთ?

- როცა ამ­დენ­წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის შემ­დე­გაც მაქვს ჭი­და­ო­ბის სურ­ვი­ლიც, სპორ­ტუ­ლი ჟი­ნიც და რაც მთა­ვა­რია, ჩემი ხალ­ხის გა­ხა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­ტომ არ უნდა ვცა­დო?! ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში იმა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს, შენი ქვეყ­ნის­თვის ბო­ლომ­დე რომ იხარ­ჯე­ბი. მათ კი, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და ჩემს წაქ­ცე­ვას, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ადათ-წე­სე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და­ვი­წყე­ბას, ამ ნა­ბი­ჯით ვაჩ­ვე­ნებ - ქარ­თუ­ლი სული ვერ გა­ტე­ხეს და ვერც ვე­რა­სო­დეს გა­ტე­ხენ!

- რო­გორ ფიქ­რობთ, 41 წლის ასაკ­ში ტა­ტამ­ზე თქვენს დაბ­რუ­ნე­ბას ადეკ­ვა­ტუ­რად აღიქ­ვა­მენ?

- ალ­ბათ, ბევ­რი იტყვის, რაღა დროს კურ­ტა­ნი­ძის ჭი­და­ო­ბა­აო... მაგ­რამ მინ­და, იმ სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლებ­მაც ფარ-ხმა­ლი ნა­ად­რე­ვად და­ყა­რეს, ვუჩ­ვე­ნო, რომ ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლია. თუ მო­ინ­დო­მებ, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯე­ბი და საქ­მეს სიყ­ვა­რუ­ლით მი­უდ­გე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია! ჭი­და­ო­ბას ამის საჩ­ვე­ნებ­ლად ვუბ­რუნ­დე­ბი...

- ამას იმი­ტომ გე­კი­თხე­ბით, რომ ბევ­რმა ვერც მა­შინ გა­გი­გოთ, რო­დე­საც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გახ­სნი­სას სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შეკ­რე­ბი­ლი მა­ყუ­რებ­ლის წინ და­ი­ჩო­ქეთ და შენ­დო­ბა ითხო­ვეთ...

- კი არ და­ვი­ჩო­ქე, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე მუხ­ლი მო­ვიდ­რი­კე, სიმ­დაბ­ლის და ერ­თი­ა­ნო­ბის მა­გა­ლი­თი რომ მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა... პი­რა­დი ტრა­გე­დია, ჩემი უპა­ტი­ე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც დღე­საც ვა­ტა­რებ, გვერ­დით გა­დავ­დე. მი­უ­ხე­და­ვად იმ გან­საც­დე­ლი­სა, რაც ბოლო წლებ­ში გა­მო­ვი­ა­რე, მოვ­ძებ­ნე ძალა და მო­მა­ვალ თა­ო­ბას მიმ­ტე­ვებ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი ვუჩ­ვე­ნე! და­ნა­შა­უ­ლი არა­ვის წი­ნა­შე არ მი­მი­ძღვის, ჯა­ლა­თებს პა­ტი­ე­ბა ჩემ­თვის უნდა ეთხო­ვათ, მაგ­რამ... ვი­საც და­ნახ­ვა არ უნდა, მას გინდ მუხ­ლი მო­უდ­რი­კე და გინდ ქედი მო­უ­ხა­რე. გარ­და იმი­სა, რომ ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჭი­და­ო­ბის დიდ ფე­დე­რა­ცი­ას, ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია ვემ­სა­ხუ­რო სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთ ძლი­ერ საყ­რდენს - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც ჩემი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია პო­ლი­ცი­ე­ლის ფი­ზი­კუ­რი და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ შსს-ს პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მია ის სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­ი­და­ნაც ღირ­სე­უ­ლი, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, მო­რა­ლუ­რად ჯან­სა­ღი პო­ლი­ცი­ე­ლი მი­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მინ­და პი­რა­დად ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მად­ლო­ბა ვუ­თხრა ამ დიდი ნდო­ბის­თვის. დიდი პა­ტი­ვია ჩემ­თვის ვიზ­რუ­ნო იმ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი სი­ცო­ცხლის ფა­სად მზად არი­ან ემ­სა­ხუ­რონ ჩვენს სამ­შობ­ლოს. და ბო­ლოს, რომ დაბ­რუნ­დეს უკან დრო, კი­დევ უფრო ეკ­ლი­ან გზას გა­ვივ­ლი­დი და ამ სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვი­პო­ვებ­დი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­კენ გზას, შენ­დო­ბის გზას. დღეს ამ გზას ვად­გა­ვარ და და ვი­სურ­ვებ­დი, რომ ჩა­მოგ­ვშორ­დეს ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია თან გვდევს - მხო­ლოდ ასე შე­იძ­ლე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა და მშვი­დო­ბა მო­ვი­პო­ვოთ.

- შსს ახ­სე­ნეთ... მარ­თა­ლია, რომ თა­ვის დრო­ზე, პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში მუ­შა­ო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით და­ი­წყეთ?

- არ არის მარ­თა­ლი! ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბა იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ყვე­ლას­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვარ და ად­ვი­ლად შე­მეძ­ლო მო­მე­ძებ­ნა ის ხალ­ხი, ვინც 26 მა­ისს ჯო­ჯო­ხეთ­ში გა­მა­ტა­რა, მაგ­რამ ერთი მათ­გა­ნის­თვი­საც კი არ მო­მი­თხო­ვია პა­სუ­ხი. მე­ტიც, მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ფი­ზი­კურ კონ­დი­ცი­ა­ში ყოფ­ნა­ზე ვზრუ­ნავ და ეს ყვე­ლა­ზე დიდი პა­სუ­ხია ჩემ­გან! ვა­მა­ყობ, რომ მოვ­ძებ­ნე ძალა და ვა­მარ­თლებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნდო­ბას.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ლუკა კურტანიძე: ჯალათებს პატიება ჩემთვის უნდა ეთხოვათ

ლუკა კურტანიძე: ჯალათებს პატიება ჩემთვის უნდა ეთხოვათ

გასულმა სეზონმა ქართული ძიუდოს ტრიუმფით კი ჩაიარა, მაგრამ 2013 წელი მაინც ჭიდაობამ "დახურა" - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა სწორედ წლის ბოლო დღეს გაგვიმხილა, რომ აქტიურ სპორტს უბრუნდება! დიახ, რამდენიმეწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, 41 წლის ლუკა კურტანიძე ტატამზე თებერვლის დასაწყისში ირანულ ტურნირზე გავა. დანარჩენს კი ფედერაციის პრეზიდენტთან ინტერვიუში წაიკითხავთ:

- მთელი წელი ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ნაკრებებთან ერთად რამდენიმე შეკრება გავიარე, მოჭიდავეებს სპარინგპარტნიორობას ვუწევდი... ფორმა აღვიდგინე და როცა მივხვდი, რომ ოპტიმალურ კონდიციაში ვარ, აქტიურ სპორტში დაბრუნება გადავწყვიტე. პირად მწვრთნელად რეზო მინდორაშვილი ავირჩიე. შევეცდები, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში კონკურენცია ავამაღლო, თებერვლის დასაწყისში კი ირანში "ტახტის ტურნირზე" მოვსინჯავ ძალას...

- მოჭიდავის კარიერის განახლება მხოლოდ კონკურენციის ასამაღლებლად გადაწყვიტეთ?

- როცა ამდენწლიანი კარიერის შემდეგაც მაქვს ჭიდაობის სურვილიც, სპორტული ჟინიც და რაც მთავარია, ჩემი ხალხის გახარების შესაძლებლობა, რატომ არ უნდა ვცადო?! ნებისმიერ ასაკში იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, შენი ქვეყნისთვის ბოლომდე რომ იხარჯები. მათ კი, ვინც წლების განმავლობაში ცდილობდა ჩემს წაქცევას, ქართველებისთვის ადათ-წესებისა და ფასეულობების დავიწყებას, ამ ნაბიჯით ვაჩვენებ - ქართული სული ვერ გატეხეს და ვერც ვერასოდეს გატეხენ!

- როგორ ფიქრობთ, 41 წლის ასაკში ტატამზე თქვენს დაბრუნებას ადეკვატურად აღიქვამენ?

- ალბათ, ბევრი იტყვის, რაღა დროს კურტანიძის ჭიდაობააო... მაგრამ მინდა, იმ სპორტსმენებს, რომლებმაც ფარ-ხმალი ნაადრევად დაყარეს, ვუჩვენო, რომ ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია. თუ მოინდომებ, მაქსიმალურად დაიხარჯები და საქმეს სიყვარულით მიუდგები, ყველაფერი შესაძლებელია! ჭიდაობას ამის საჩვენებლად ვუბრუნდები...

- ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრმა ვერც მაშინ გაგიგოთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის გახსნისას სპორტის სასახლეში შეკრებილი მაყურებლის წინ დაიჩოქეთ და შენდობა ითხოვეთ...

- კი არ დავიჩოქე, მთელი საქართველოს წინაშე მუხლი მოვიდრიკე, სიმდაბლის და ერთიანობის მაგალითი რომ მეჩვენებინა... პირადი ტრაგედია, ჩემი უპატიებელი ტკივილი, რომელსაც დღესაც ვატარებ, გვერდით გადავდე. მიუხედავად იმ განსაცდელისა, რაც ბოლო წლებში გამოვიარე, მოვძებნე ძალა და მომავალ თაობას მიმტევებლობის მაგალითი ვუჩვენე! დანაშაული არავის წინაშე არ მიმიძღვის, ჯალათებს პატიება ჩემთვის უნდა ეთხოვათ, მაგრამ... ვისაც დანახვა არ უნდა, მას გინდ მუხლი მოუდრიკე და გინდ ქედი მოუხარე. გარდა იმისა, რომ ვემსახურები ჭიდაობის დიდ ფედერაციას, ჩემთვის უდიდესი პატივია ვემსახურო სახელმწიფოს ერთ-ერთ ძლიერ საყრდენს - შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ჩემი ძირითადი ფუნქცია პოლიციელის ფიზიკური და ფუნქციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შსს-ს პოლიციის აკადემია ის სასწავლებელია, საიდანაც ღირსეული, მაღალკვალიფიციური, განათლებული და რაც მთავარია, მორალურად ჯანსაღი პოლიციელი მიდის საზოგადოებაში. მინდა პირადად ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა ვუთხრა ამ დიდი ნდობისთვის. დიდი პატივია ჩემთვის ვიზრუნო იმ თანამშრომლებზე, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად მზად არიან ემსახურონ ჩვენს სამშობლოს. და ბოლოს, რომ დაბრუნდეს უკან დრო, კიდევ უფრო ეკლიან გზას გავივლიდი და ამ სიყვარულით მოვიპოვებდი თითოეული ადამიანისკენ გზას, შენდობის გზას. დღეს ამ გზას ვადგავარ და და ვისურვებდი, რომ ჩამოგვშორდეს ის ტკივილი, რომელიც წლებია თან გვდევს - მხოლოდ ასე შეიძლება ერთიანობა და მშვიდობა მოვიპოვოთ.

- შსს ახსენეთ... მართალია, რომ თავის დროზე, პოლიციის აკადემიაში მუშაობა შურისძიების მიზნით დაიწყეთ?

- არ არის მართალი! შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველასთვის მეჩვენებინა - ხელისუფლებაში ვარ და ადვილად შემეძლო მომეძებნა ის ხალხი, ვინც 26 მაისს ჯოჯოხეთში გამატარა, მაგრამ ერთი მათგანისთვისაც კი არ მომითხოვია პასუხი. მეტიც, მათ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ კონდიციაში ყოფნაზე ვზრუნავ და ეს ყველაზე დიდი პასუხია ჩემგან! ვამაყობ, რომ მოვძებნე ძალა და ვამართლებ ხელისუფლების ნდობას.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია