პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზრის 40% უკვე მონოპოლიაა?! - გარიგებით ფასების დაწესება მცირე ფირმებსაც აეკრძალებათ
ბაზრის 40% უკვე მონოპოლიაა?! - გარიგებით ფასების დაწესება მცირე ფირმებსაც აეკრძალებათ

ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის აღ­დგე­ნას, თუნ­დაც სხვა სა­ხელ­წო­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ მა­ლე­ვე ელოდ­ნენ, მაგ­რამ მო­ლო­დი­ნი გაგ­რძელ­და. თა­ვის დრო­ზე ალ­ბათ ბევ­რი ვერ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და, რომ ეს ორ­გა­ნო დღე­საც არ იქ­ნე­ბო­და ამოქ­მე­დე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი რე­გუ­ლი­რე­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის კა­ნო­ნის და­წე­რა ად­ვი­ლი საქ­მე არ აღ­მოჩ­ნდა. შე­და­რე­ბით უკა­ნა პლან­ზე გა­და­წე­უ­ლი თემა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა კვლავ წა­მო­ა­ტივ­ტი­ვა, როცა გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 2014 წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლის ბო­ლოს და­ფუძნ­დე­ბო­და. კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ექ­სპერ­ტებ­თან, ბიზ­ნე­სი­სა და აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, შე­ნიშ­ვნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მთავ­რო­ბამ მსოფ­ლიო ბან­კის­გა­ნაც მი­ი­ღო. ცხა­დია, დამ­ტკი­ცე­ბამ­დე კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­პარ­ლა­მენ­ტო ფილტრსაც გა­ივ­ლის.

თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე (პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე): - თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას დიდი დრო დას­ჭირ­და. ეს სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან სა­კი­თხი უამ­რავ პრობ­ლე­მას­თა­ნაა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. იმავდრო­უ­ლად, ბიზ­ნეს­საც უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ახა­ლი რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნა უნდა გა­და­ვი­დეს.

დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან ამ­გვა­რი გა­დას­ვლის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს არც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და არც ბიზ­ნეს­სექ­ტორს. ამი­ტომ ვფიქ­რობ, უნდა შევ­ქმნათ ერ­თგვა­რი გარ­და­მა­ვა­ლი "ბუ­ფე­რი", რათა ახალ გა­მოწ­ვე­ვებს გა­ვუმკლავ­დეთ და რო­გორც იტყვი­ან, ცხვი­რი არ წა­ვიმ­ტვრი­ოთ. აჩ­ქა­რე­ბას ისევ აწო­ნილ-და­წო­ნი­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა სჯობს.

- რა­ტომ და­ერ­ქვა "თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო" და არა - "ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი?"

- ამ ორ­გა­ნო­ებს და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­შიც ასე უწო­დე­ბენ და სა­ა­გენ­ტოს სა­ხელ­წო­დე­ბაც ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­ურ სამ­სა­ხურ­ზე მე­ტად მი­სა­ღე­ბია. მო­ნო­პო­ლი­ის არ­სე­ბო­ბა ნიშ­ნავს, რომ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ას ხელი ეშ­ლე­ბა, ეს სამ­სა­ხუ­რი კი თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბა­სა და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნას შე­უ­წყობს ხელს. ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მო­ნო­პო­ლის­ტად მი­იჩ­ნე­ვა კომ­პა­ნია, რო­მელ­საც ბაზ­რის 40%-ზე მეტი უკა­ვია. ცხა­დია, არ იგუ­ლის­ხმე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მო­ნო­პო­ლი­ე­ბი, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა 80% და მე­ტიც კი ეჭი­როთ, მაგ­რამ აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა წე­სე­ბით თა­მა­შობს კომ­პა­ნია, დებს თუ არა ფა­რულ გა­რი­გე­ბებს, აწე­სებს თუ არა სხვა კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად ფა­სებს და სხვ.

თუ რამ­დე­ნი­მე ფირ­მა ერ­თად საქ­მი­ა­ნობს, ერ­თობ­ლი­ვად აწე­სებს ფა­სებს და სხვა კომ­პა­ნი­ებს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უზღუ­დავს, ამას ჰქვია არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გა­რი­გე­ბა, ანუ ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონს არ­ღვევს. ფა­სე­ბის კონ­ტრო­ლი და­უშ­ვე­ბე­ლია. და­ვუშ­ვათ, ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში რამ­დე­ნი­მე სუ­ბი­ექ­ტი კარ­ტო­ფილს ყი­დის, თუ ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან შე­თან­ხმდე­ბი­ან და ფასს და­ა­წე­სე­ბენ, ეს ახა­ლი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა, რად­გან ის ამ­გვარ ფა­რულ გა­რი­გე­ბებს კრძა­ლავს. შე­საძ­ლოა, კომ­პა­ნი­ას ბა­ზარ­ზე 40%-ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი წილი ჰქონ­დეს, მაგ­რამ მისი ქმე­დე­ბა უკა­ნო­ნოა, თუ რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე ხე­ლოვ­ნუ­რად აწე­სებს და აკონ­ტრო­ლებს ფა­სებს. მათ კა­ნო­ნის წი­ნა­შე მო­უ­წევთ პა­სუ­ხის­გე­ბა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ბაზრის 40% უკვე მონოპოლიაა?! - გარიგებით ფასების დაწესება მცირე ფირმებსაც აეკრძალებათ

ბაზრის 40% უკვე მონოპოლიაა?! - გარიგებით ფასების დაწესება მცირე ფირმებსაც აეკრძალებათ

ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას, თუნდაც სხვა სახელწოდებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მალევე ელოდნენ, მაგრამ მოლოდინი გაგრძელდა. თავის დროზე ალბათ ბევრი ვერ იწინასწარმეტყველებდა, რომ ეს ორგანო დღესაც არ იქნებოდა ამოქმედებული. როგორც ჩანს, ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და კონკურენციის წახალისებისთვის კანონის დაწერა ადვილი საქმე არ აღმოჩნდა. შედარებით უკანა პლანზე გადაწეული თემა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კვლავ წამოატივტივა, როცა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად, 2014 წლის პირველი კვარტალის ბოლოს დაფუძნდებოდა. კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა ექსპერტებთან, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, შენიშვნები და რეკომენდაციები მთავრობამ მსოფლიო ბანკისგანაც მიიღო. ცხადია, დამტკიცებამდე კანონპროექტი საპარლამენტო ფილტრსაც გაივლის.

თემურ მაისურაძე (პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონმდებლობაზე მუშაობას დიდი დრო დასჭირდა. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან საკითხი უამრავ პრობლემასთანაა გადაჯაჭვული. იმავდროულად, ბიზნესსაც უნდა გაეთვალისწინებინა ახალი რეალობა, რომელშიც ქვეყანა უნდა გადავიდეს.

დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამგვარი გადასვლის გამოცდილება არ აქვს არც საქართველოს მთავრობასა და არც ბიზნესსექტორს. ამიტომ ვფიქრობ, უნდა შევქმნათ ერთგვარი გარდამავალი "ბუფერი", რათა ახალ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და როგორც იტყვიან, ცხვირი არ წავიმტვრიოთ. აჩქარებას ისევ აწონილ-დაწონილი ნაბიჯების გადადგმა სჯობს.

- რატომ დაერქვა "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო" და არა - "ანტიმონოპოლიური სამსახური?"

- ამ ორგანოებს დასავლეთის ქვეყნებშიც ასე უწოდებენ და სააგენტოს სახელწოდებაც ანტიმონოპოლიურ სამსახურზე მეტად მისაღებია. მონოპოლიის არსებობა ნიშნავს, რომ ბაზარზე კონკურენციას ხელი ეშლება, ეს სამსახური კი თავისუფალ ვაჭრობასა და კონკურენტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. ახალი კანონის მიხედვით, მონოპოლისტად მიიჩნევა კომპანია, რომელსაც ბაზრის 40%-ზე მეტი უკავია. ცხადია, არ იგულისხმება ბუნებრივი მონოპოლიები, რომლებსაც შეიძლება 80% და მეტიც კი ეჭიროთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რა წესებით თამაშობს კომპანია, დებს თუ არა ფარულ გარიგებებს, აწესებს თუ არა სხვა კომპანიებთან ერთად ფასებს და სხვ.

თუ რამდენიმე ფირმა ერთად საქმიანობს, ერთობლივად აწესებს ფასებს და სხვა კომპანიებს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას უზღუდავს, ამას ჰქვია არაკეთილსინდისიერი გარიგება, ანუ ქმედება, რომელიც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონს არღვევს. ფასების კონტროლი დაუშვებელია. დავუშვათ, ნავთლუღის ბაზარში რამდენიმე სუბიექტი კარტოფილს ყიდის, თუ ისინი ერთმანეთთან შეთანხმდებიან და ფასს დააწესებენ, ეს ახალი კანონის დარღვევა იქნება, რადგან ის ამგვარ ფარულ გარიგებებს კრძალავს. შესაძლოა, კომპანიას ბაზარზე 40%-ზე გაცილებით ნაკლები წილი ჰქონდეს, მაგრამ მისი ქმედება უკანონოა, თუ რამდენიმე მოთამაშე ხელოვნურად აწესებს და აკონტროლებს ფასებს. მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ