მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია
დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია

მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავს ვთხო­ვე, რომ ხალ­ხის­თვის სურ­ვი­ლე­ბი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მცხე­თის დე­და­თა მო­ნას­ტე­რის მო­ნა­ზონ­მა, დედა პა­რას­კე­ვამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, არ ყო­ფი­ლა არც გა­მო­ცხა­დე­ბა და არც ხილ­ვა. "მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დის. შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და ვთხო­ვე მამა გაბ­რი­ელს, რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მათი სურ­ვი­ლე­ბი სა­დი­დებ­ლად ღვთი­სა და რა­ღაც ისე­თი მო­ეხ­დი­ნა ერში, რომ გა­მო­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყო, გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში. მოხ­და სას­წა­უ­ლი და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და ჩვენ­თან. 31 დე­კემ­ბერს ვთხო­ვე მამა გაბ­რი­ელს საფ­ლავ­ზე, რომ შეგ­ვწე­ო­და და დაგ­ვხმა­რე­ბო­და", - აცხა­დებს დედა პა­რას­კე­ვა.

მან ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ მამა გაბ­რი­ე­ლი ყო­ველ­თვის ახ­დენს სას­წა­უ­ლებს და ეს კონ­კრე­ტულ დღე­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის.

ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბო­და. იქ მი­სულ­თა თქმით, დედა პა­რას­კე­ვას ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბა, ხილ­ვა - მან ნახა ბერი გაბ­რი­ე­ლი, რო­მელ­მაც უთხრა, რომ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შო­ბამ­დე მცხე­თა­ში, მის საფ­ლავ­თან, ან ცი­ხის­ჯვარ­ში, მამა გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მივა, რწმე­ნით ნა­თხო­ვი ორი სურ­ვი­ლი შე­უს­რულ­დე­ბა.

ხალ­ხის სიმ­რავ­ლის გამო, დე­და­თა მო­ნას­ტერ­თან მი­სას­ვლელ გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია არე­გუ­ლი­რებ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია

დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია

მამა გაბრიელის საფლავს ვთხოვე, რომ ხალხისთვის სურვილები შეესრულებინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მცხეთის დედათა მონასტერის მონაზონმა, დედა პარასკევამ განუცხადა. მისი თქმით, არ ყოფილა არც გამოცხადება და არც ხილვა. "მამა გაბრიელის საფლავზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. შეწუხებულები იყვნენ ეს ადამიანები და ვთხოვე მამა გაბრიელს, რომ შეესრულებინა მათი სურვილები სადიდებლად ღვთისა და რაღაც ისეთი მოეხდინა ერში, რომ გამოცოცხლებულიყო, გამხიარულებულიყო საქართველო და გაძლიერებულიყო სარწმუნოებაში. მოხდა სასწაული და ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენთან. 31 დეკემბერს ვთხოვე მამა გაბრიელს საფლავზე, რომ შეგვწეოდა და დაგვხმარებოდა", - აცხადებს დედა პარასკევა.

მან ისიც აღნიშნა, რომ მამა გაბრიელი ყოველთვის ახდენს სასწაულებს და ეს კონკრეტულ დღეზე დამოკიდებული არ არის.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სამთავროს დედათა მონასტერში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. იქ მისულთა თქმით, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება, ხილვა - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან, ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება.

ხალხის სიმრავლის გამო, დედათა მონასტერთან მისასვლელ გზებზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია