გოგა ხაჩიძე პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის შემდეგ თოვლის ბაბუას აკრიტიკებს. "ნაცმოძრაობის" ლიდერი მიიჩნევს, რომ თოვლის ბაბუას დიზაინი აქვს დასახვეწი.
"ახლა სეზონია და არაა ეს გადასადები პოსტი.
სულ მინდოდა მეთქვა.
21-ე საუკუნეა, მალე მარსზე მიდის ხალხი საცხოვრებლად.
ამ ჩვენს "თოვლის ბაბუას" რამე მოვუხერხოთ ხალხო!...
ან დიზაინი დავხვეწოთ, ან ცოტა გავაფერადოთ, ან საინტერესო გავხადოთ, ან გავამხიარულოთ, ან რამე ახალი დეტალი გავუკეთოთ, ან თავში ქვა ვიხალოთ და მუცელში სამართებელი არა, მაგრამ რამე მოვიფიქროთ, თუ მაინც და მაინც ქართული გვინდა.
ამ ჩვენს ე.წ. "თოვლის ბაბუას" რომ შეხედავ ზუსტად ვერ ხვდები - ეს ვინაა?!...
მწყემსია, უბრალოდ მოხუცი, თუ "პობეგში" მყოფი აბრაგი...
პირადად მე, სანტა-კლაუსოინტეგრაციის მომხრე ვარ (სრულად)
რას ვეტენებით ამ მშვენიერ, დახვეწილ საახალწლო ამბავს ჩვენი "თოვლის ბაბუით"?!..
რას ვიღიზიანებთ ვითომ/ეროვნულ რეცეპტორებს?!..
ერთი სიტყვით, ან რამე მოვუხერხოთ, მინიმუმ ზეიმთან და დღესასწაულთან რომ ასოცირდებოდეს, ან მივივიწყოთ... ჰო, დავიკიდოთ...
არაა "თოვლის ბაბუა" ჩვენი "უძველესი კულტურისა და ტრადიციების" განუყოფელი ნაწილი...
გაუმარჯოს სანტას!," - წერს გოგა ხაჩიძე.