პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურ-ოპერატორისგან მოტყუებული ქართველები ამანის აეროპორტში "გაიჭედნენ" (ექსკლუზივი)
 ტურ-ოპერატორისგან მოტყუებული ქართველები ამანის აეროპორტში "გაიჭედნენ" (ექსკლუზივი)

"ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტა­ლის" სი­ურპრი­ზი ქარ­თველ ტუ­რის­ტებს - 20-მდე ქარ­თვე­ლი იორ­და­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ამა­ნის აე­რო­პორ­ტში 10 სა­ათ­ზე მე­ტია, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ელო­დე­ბა.

ambebi.ge-ს რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ "ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტა­ლის­გან" ამა­ნი-თბი­ლი­სის რე­ი­სის გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი ვერ გა­ი­გეს. თუმ­ცა, მათი თქმით, შუ­ა­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლი­სი­დან რე­ი­სის თან­ხის გა­და­რი­ცხვა გვი­ან­დე­ბა.

"რე­ი­სის ამ­დე­ნი ხნით გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნი კომ­პა­ნი­ას მგზავ­რე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბით მო­პყრო­ბას, წყლი­თა და საკ­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ავალ­დე­ბუ­ლებს. დი­ლის 05:00 სა­ა­თი­დან ამ დრომ­დე აე­რო­პორ­ტში ვართ, გვიჯ­დე­ბა ტე­ლე­ფო­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, არ გვაქვს ფული და ვრჩე­ბით მარ­ტო სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში. დი­ლი­დან გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ რე­ი­სი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შეს­რულ­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ ისევ არა­ფე­რი ის­მის", - გვი­თხრა სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტალ­მა" კი­დევ ერთი სი­ურპრი­ზი ქარ­თვე­ლებს ჯერ კი­დევ იორ­და­ნი­ა­ში გაფ­რე­ნი­სას მო­უ­წყო. კერ­ძოდ, ორი სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შეს­რულ­და თბი­ლი­სი-ამა­ნის რე­ი­სი.

"პრობ­ლე­მა მა­ში­ნაც თან­ხის გა­და­რი­ცხვა­ში მდგო­მა­რე­ობ­და. კი­დევ ერთი სი­ურპრი­ზი ამან­ში ჩა­სუ­ლებს დაგ­ვხვდა. თბი­ლის­ში სხვა სას­ტუმ­როს ფო­ტო­ე­ბი გვაჩ­ვე­ნეს და სულ სხვა­გან აღ­მოვ­ჩნდით. ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "მო­ტე­ლი", სა­დაც მთე­ლი ღამე ტან­საც­მლით გვე­ძი­ნა. პრო­ტეს­ტის შემ­დეგ მე­ო­რე დღეს სხვა სას­ტუმ­რო­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, და­ნა­პი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ზღვას­თან ახ­ლოს ისიც არ იყო და ზღვამ­დე მის­ვლა თი­თო­ე­ულს 11 დო­ლა­რი გვიჯ­დე­ბო­და. ამი­ტომ, ზღვა­ზე გას­ვლა სულ ორ­ჯერ შევ­ძე­ლით", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ambebi.ge "ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტა­ლის" წარ­მო­მად­გე­ნელ თათა საყ­ვა­რე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გან­მარ­ტა, რომ პრობ­ლე­მა უკვე აღ­მო­ფხვრი­ლია და მგზავ­რე­ბის რე­გის­ტრა­ცია ამა­ნი-თბი­ლი­სის რე­ის­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში და­ი­წყე­ბა.

"ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტალ­ში" რე­ი­სის გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი არ და­ა­კონ­კრე­ტეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ პრაქ­ტი­კა­ში ამ­გვა­რი რამ ხში­რად ხდე­ბა.

ნინო წივ­წი­ვა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ტურ-ოპერატორისგან მოტყუებული ქართველები ამანის აეროპორტში "გაიჭედნენ" (ექსკლუზივი)

 ტურ-ოპერატორისგან მოტყუებული ქართველები ამანის აეროპორტში "გაიჭედნენ" (ექსკლუზივი)

"ინტერკონტინენტალის" სიურპრიზი ქართველ ტურისტებს - 20-მდე ქართველი იორდანიის დედაქალაქ ამანის აეროპორტში 10 საათზე მეტია, სამშობლოში დაბრუნებას ელოდება.

ambebi.ge-ს რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ "ინტერკონტინენტალისგან" ამანი-თბილისის რეისის გადადების მიზეზი ვერ გაიგეს. თუმცა, მათი თქმით, შუამავალი კომპანიის წარმომადგენლისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ თბილისიდან რეისის თანხის გადარიცხვა გვიანდება.

"რეისის ამდენი ხნით გადადების შემთხვევაში, კანონი კომპანიას მგზავრებისადმი ყურადღებით მოპყრობას, წყლითა და საკვებით უზრუნველყოფას ავალდებულებს. დილის 05:00 საათიდან ამ დრომდე აეროპორტში ვართ, გვიჯდება ტელეფონები, კომპიუტერები, არ გვაქვს ფული და ვრჩებით მარტო სრულიად უცხო გარემოში. დილიდან გვეუბნებიან, რომ რეისი რამდენიმე წუთში შესრულდება, მაგრამ ჯერ ისევ არაფერი ისმის", - გვითხრა სალომე ლილუაშვილმა.

მისი ინფორმაციით, "ინტერკონტინენტალმა" კიდევ ერთი სიურპრიზი ქართველებს ჯერ კიდევ იორდანიაში გაფრენისას მოუწყო. კერძოდ, ორი საათის დაგვიანებით შესრულდა თბილისი-ამანის რეისი.

"პრობლემა მაშინაც თანხის გადარიცხვაში მდგომარეობდა. კიდევ ერთი სიურპრიზი ამანში ჩასულებს დაგვხვდა. თბილისში სხვა სასტუმროს ფოტოები გვაჩვენეს და სულ სხვაგან აღმოვჩნდით. ეს იყო ჩვეულებრივი "მოტელი", სადაც მთელი ღამე ტანსაცმლით გვეძინა. პროტესტის შემდეგ მეორე დღეს სხვა სასტუმროში გადაგვიყვანეს, თუმცა, დანაპირების შესაბამისად, ზღვასთან ახლოს ისიც არ იყო და ზღვამდე მისვლა თითოეულს 11 დოლარი გვიჯდებოდა. ამიტომ, ზღვაზე გასვლა სულ ორჯერ შევძელით", - განაცხადა სალომე ლილუაშვილმა.

ambebi.ge "ინტერკონტინენტალის" წარმომადგენელ თათა საყვარელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მგზავრების რეგისტრაცია ამანი-თბილისის რეისზე დაახლოებით ერთ საათში დაიწყება.

"ინტერკონტინენტალში" რეისის გადადების მიზეზი არ დააკონკრეტეს და აღნიშნეს, რომ პრაქტიკაში ამგვარი რამ ხშირად ხდება.

ნინო წივწივაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია